ფეისბუქზე “ნეტგაზეთის” სახელით ყალბი პოსტები ვრცელდება

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

376
VIEWS

2022 წლის ნოემბრის ბოლოს ფეისბუქ-გვერდმა “მეტი პოზიტივი ერო/More Positive” ონლაინ-გამოცემა ნეტგაზეთის/ბათუმელების სქრინშოტები გამოაქვეყნა (1,2,3,4). სქრინშოტებს ნეტგაზეთის ინფორმაციის ვიზუალი აქვს, რომელზეც შემდეგი სათაურები იკითხება: “ნახალოვკაში გოგონამ კანონიერი ქურდი დაჭრა”, “დააკავეს პირი, რომელიც ხაშურის ყალბ ვიზებს ამზადებდა”, “რუსთავში წყლის ნაცვლად შუქი მოვიდა”, “გლდანში მამაკაცი ამტკიცებს, რომ მგელია”. სქრინშოტი, რომლის მიხედვითაც, ნახალოვკაში კანონიერი ქურდი დაჭრეს, ცალკეულმა ფეისბუქ-მომხმარებლებმაც (1,2) გამოაქვეყნეს.

Screenshot 7 ფეისბუქზე “ნეტგაზეთის” სახელით ყალბი პოსტები ვრცელდება Screenshot 8 ფეისბუქზე “ნეტგაზეთის” სახელით ყალბი პოსტები ვრცელდება

 სოციალურ ქსელში გავრცელებული სქრინები სატირული შინაარსისაა, თუმცა მათი ნაწილი აუდიტორიამ რეალურად აღიქვა. მსგავსი შინაარსის ინფორმაცია გამოცემა “ნეტგაზეთის” საიტზე გამოქვეყნებული არ არის.

სოციალურ ქსელში გავრცელებული სქრინშოტები სატირული შინაარსისაა და მსგავსი ინფორმაცია გამოცემა “ნეტგაზეთის” ან “ბათუმელების”  საიტებსა და სოციალური მედიის გვერდებზე გამოქვეყნებული არ არის.

გაყალბებული სქრინების გავრცელებასთან დაკავშირებით “მითების დეტექტორი” “ნეტგაზეთის” რედაქტორს, თაზო კუპრეიშვილს, დაუკავშირდა. კუპრეიშვილმა აღნიშნა, რომ სანდო მედიასაშუალების სახელით ყალბი ამბებისა და ყალბი სქრინშოტების გავრცელება მედიის რეპუტაციის შელახვის ერთ-ერთი გზაა. მისი თქმით, ბოლო დღეებში ყალბი სქრინების საკითხზე გამოცემას არაერთი მკითხველი დაუკავშირდა და იყო შეურაცმყოფელი მიმართვების შემთხვევებიც.

თაზო კუპრეიშვილი, ნეტგაზეთის რედაქტორი: “პირველი და უმთავრესი პრობლემა ის არის, რომ მედიასაშუალებისთვის, რომელიც სტანდარტების დაცვით მუშაობს, აქვს წლების განმავლობაში ჩამოყალიბებული რეპუტაცია, როგორც საქართველოში, ისევე საქართველოს ფარგლებს გარეთ, გაყალბებული სქრინების და აბსურდული ნიუსების გავრცელება არის რეპუტაციის შელახვის პირდაპირი გზა. […] “ნეტგაზეთი” არ ავრცელებს ცრუ ინფორმაციას, არ ავრცელებს მანიპულაციას – ასეთ რაღაცას როცა ვერ პოულობენ, რეპუტაციის შელახვის ერთ-ერთი გზა არის ყალბი ამბები მოიგონონ, ყალბი სქრინები გააკეთონ. გაააჩინონ განცდა, რომ “ნეტგაზეთი” ასეთ საკითხებზე წერს. შემდეგ, როცა ადამიანი ნახავს გაყალბებულ სქრინს, რომ მაგალითად, “გლდანში კაცი ამტკიცებს, რომ მგელია” და “ნეტგაზეთის” სახელი ჩანს, გონებაში ჩარჩება, რომ “ნეტგაზეთი” ასეთ აბსურდულ რაღაცას წერს და შემდეგ გამოცემის სხვა სერიოზულ მასალებზე გაუჩნდება განცდა, რომ ისინი თუ ასეთებს წერენ, რატომ უნდა ვენდოთ? ეს არის იმიჯის დამაზიანებელი. კარგი მედიის საქმიანობა დგას რეპუტაციაზე.”

წყაროს შესახებ

ფეისბუქ-გვერდი “მეტი პოზიტივი ერო/More Positive” 2015 წელს შეიქმნა და ის ძირითადად გასართობი შინაარსის პოსტებს აქვეყნებს. გვერდს 250 000-ზე მეტი მოწონება აქვს. გვერდის აღწერის თანახმად, ის გუჯა ლორთქიფანიძეს ეკუთვნის, აღწერაში ასევე მითითებულია ვებ-საიტის ბმული (რომელიც არ მუშაობს) და იუთუბ-არხის ბმული. ფეისბუქ-გვერდისა და ასევე შესაბამისი პოსტების აღწერაში არ ვხვდებით გაფრთხილებას, რომ გვერდზე სატირული შინაარსის შინაარსი ვრცელდება. შესაბამისად, გვერდზე გამოქვეყნებულმა პოსტებმა შესაძლოა, ფეისბუქ მომხმარებლები შეცდომაში შეიყვანოს.

Screenshot 11 ფეისბუქზე “ნეტგაზეთის” სახელით ყალბი პოსტები ვრცელდება


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: მედია
დარღვევის ტიპი: მცდარი ინფორმაცია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist