ფეისბუქზე გერმანიის თავდაცვის სამინისტროს სახელით ყალბი განცხადება ვრცელდება

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

385
VIEWS

14-15 თებერვალს რუსულენოვანმა ფეისბუქ-ანგარიშებმა გერმანულ ენაზე დაწერილი განცხადების ფოტო გაავრცელეს (1,2,3,4,5). განცხადებას გერმანიის თავდაცვის სამინისტროს ლოგო აქვს და ის გერმანიაში ჩასულ უკრაინელ სამხედროებს ფაშისტური სიმბოლიკის საჯაროდ ჩვენების ამკრძალავი კანონმდებლობის შესახებ აფრთხილებს. განცხადების რამდენიმე ფოტოზე ტელეგრამ-არხი @infantmilirario-ა მითითებული. ამ ტელეგრამ არხზე იდენტური ინფორმაცია 13 თებერვალს გამოქვეყნდა.

Screenshot 2023 02 17 162210 ფეისბუქზე გერმანიის თავდაცვის სამინისტროს სახელით ყალბი განცხადება ვრცელდება

ინფორმაცია, რომ გერმანიაში ჩასულ უკრაინელ სამხედროებს გერმანიის თავდაცვის სამინისტრო ფაშისტური სიმბოლიკის ჩვენების ამკრძალავი კანონმდებლობის შესახებ აფრთხილებს, სიმართლეს არ შეესაბამება. “მითების დეტექტორი” გერმანიის თავდაცვის სამინისტროს დაუკავშირდა. სპეციალური წვრთნების სარდლობის წარმომადგენელმა, მიმოწერაში დაადასტურა, რომ გავრცელებულ განცხადებას გერმანიის ოფიციალურ უწყებებთან კავშირი არ აქვს.

გავრცელებული ინფორმაციის გადასამოწმებლად “მითების დეტექტორი” გერმანიის თავდაცვის სამინისტროს დაუკავშირდა. სპეციალური წვრთნების სარდლობის წარმომადგენელმა, მარინ ზუნდერმანმა “მითების დეტექტორთან” მიმოწერაში დაადასტურა, რომ გავრცელებულ განცხადებას გერმანიის ოფიციალურ უწყებებთან კავშირი არ აქვს.

ზუნდერმანი: ჩვენთვის ცნობილია ინტერნეტში გავრცელებული ფოტოების შესახებ, რომელზეც თითქოს გერმანულ და ინგლისურ ენებზე ოფიციალური გაფრთხილებაა ასახული. თუმცა მას არ აქვს რაიმე კავშირი ბუნდესვერთან ან სპეციალური სამხედრო წვრთნების სარდლობასთან, რომელსაც ბუნდესვერი ხელმძღვანელობს და რომლის მიზანი ევროკავშირის მისიის EUMAM UA-ს ფარგლებში გერმანიაში უკრაინელი სამხედროების მომზადებაა.

გერმანიაში სვასტიკისა და სხვა ნაცისტური სიმბოლიკის საჯაროდ ჩვენება სისხლის სამართლის დანაშაულია. სვასიტიკისა და SS-ის სხვა სიმბოლიკის საჯაროდ ჩვენება და გაყიდვა ქვეყანაში აკრძალულია, ასევე აკრძალულია ნაცისტური მისალმება და შეძახილი “ჰაილ ჰიტლერ!”. გამონაკლისის სახით დაშვებულია პუბლიკაციებში ნაცისტური სიმბოლიკის გამოყენება საგანმანათლებლო და სამეცნიერო მიზნებითა და ნაცისტური სიმბოლიკის გამოყენება ხელოვნების კრიტიკულ ნამუშევრებში. გერმანიაში ასევე აკრძალულია სოციალურ ქსელებში ნაცისტური სიმბოლიკის გამოქვეყნება. საჯაროდ ნაცისტური სიმბოლიკის ჩვენებისთვის პირს, შესაძლოა, სამი წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდოს, ხოლო იმ შემთხვევაში თუ ქმედება დამატებით გარკვეული ჯგუფების მიმართ სიძულვილს ახალისებს სასჯელი 5 წლამდე პატიმრობას ითვალისიწინებს. ასევე გერმანიაში ჰოლოკოსტის უარყოფაც აკრძალულია.

EUMAM UA-ს მისია

2022 წლის ნოემბრის შემდეგ რუსეთის წინააღმდეგ ომში უკრაინის მხარდაჭერის მიზნით უკრაინელი სამხედროები ევროკავშირის ქვეყნებში სპეციალურ სამხედრო მომზადებას ევროკავშირის მისიის EUMAM UA-ს ფარგლებში გადიან. მულტინაციონალურ პროგრამას ბუნდესვერი ხელმძღვანელობს.

meore ფეისბუქზე გერმანიის თავდაცვის სამინისტროს სახელით ყალბი განცხადება ვრცელდება
უკრაინელი სამხედროები გერმანიაში სამხედრო წვრთნებზე. წყარო: Bundeswehr

2023 წლის იანვრიდან გერმანიაში ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვითი სისტემა Patriot-ის გამოყენებას ეუფლებიან. ამჟამად მთავარი აქცენტი Leopard 2-ის ტანკებისა და Marder-ის ქვეითი საბრძოლო მანქანების გამოყენების სწავლებაზე კეთდება. ამავე პროგრამის ფარგლებში უკრაინელმა სამხედროებმა უკვე აითვისეს Panzerhaubitze 2000-ის ტიპის თვითმავალი საარტილერიო დანადგარებისა და  MARS II/MLRS-E-ის ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემის გამოყენება. სპეციალურ მომზადებას გერმანიაში უკრაინელი სამხედრო ექიმები და ინჟინრებიც გადიან. ევროკავშირის გარდა უკრაინელი სამხედროების მოსამზადებელ პროგრამებს აშშ და დიდი ბრიტანეთიც ატარებენ.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: გერმანია, უკრაინა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist