ფეისბუქზე ბრიჯიტ მაკრონის შესახებ ფოტოფაბრიკაცია ვრცელდება

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

ბრიჯიტ მაკრონი
899
VIEWS

29 ივლისს ყალბი ინფორმაციის ხშირად გამავრცელებელმა ფეისბუქ-მომხმარებელმა, ადვოკატმა ირაკლი ზაქარეიშვილმა გამოაქვეყნა ფოტო, რომელიც, მისი ინფორმაციით, საფრანგეთის პირველი ლედის, ბრიჯიტ მაკრონის ახალგაზრდობაშია გადაღებული. ფოტოში ჩანს, რომ მაკრონი წელს ზემოთ შიშველია. ზაქარეიშვილი კომენტარებში უარყოფს, რომ ფოტო პროგრამულად არის დამუშავებული და წერს, რომ მაკრონი ტრანსგენდერია.  

იგივე ფოტო, მტკიცებით, რომ ბრიჯიტ მაკრონი წარსულში კაცი იყო და მიშელ ტრონიე ერქვა 1 აგვისტოს რუსულენოვანმა მომხმარებელმაც გაავრცელა.

ბრიჯიტ მაკრონიბრიჯიტ მაკრონი

გავრცელებული ფოტო ფოტოფაბრიკაციაა და მასში ბრიჯიტ მაკრონის სახე პროგრამულად არის ჩასმული. საფრანგეთის პირველი ლედის გენდერთან დაკავშირებული სპეკულაციები კონსპირაციულია, უკვე წლებია ვრცელდება და მისი და ემანუელ მაკრონის დისკრედიტაციას ისახავს მიზნად.

გავრცელებული ფოტოს ორიგინალი, ფერადი ვერსია კომერციული მიზნით გამოსაყენებელი ვიზუალური მასალების პლატფორებზე Shutterstock, Alamy, Dreamstime იძებნება. სურათი ფოტოგრაფმა ელენა რუსტოვამ გადაიღო და გამოაქვეყნა, როგორც “ახალგაზრდა, გამხდარი კაცი, პირსინგით, კედლის ფონზე”.

ბრიჯიტ მაკრონი

ფოტოებზე დაკვირვებისას კედელზე ერთი და იგივე ლაქები ჩანს, ასევე, ჩანს მოდელის სხეულზე ჩრდილები. იდენტურია ნაკვთებიც. გარდა ამისა, ფეისბუქზე გავრცელებული გაყალბებულ ვერსიაში ყური არაბუნებრივად გამოიყურება, რაც დამატებით ადასტურებს, რომ ფოტო დამუშავებულია და მასში ბრიჯიტ მაკრონის სახე პროგრამულად არის ჩასმული.

ბრიჯიტ მაკრონი

ბრიჯიტ და ემანუელ მაკრონები გენდერისა და სექსუალური ორიენტაციის თემასთან დაკავშირებული კონსპირაციული თეორიების სამიზნე არაერთხელ გამხდარან. 2021 წელს აქტიურად ვრცელდებოდა ყალბი მტკიცებები, რომ საფრანგეთის პირველი ლედი ტრანსგენდერია. მანამდე, 2017 წელს, საპრეზიდენტო კამპანიის დროს ემანუელ მაკრონს მოუწია ბრალდების უარყოფა, რომ ის გეია. კრიტიკის საგანი პრეზიდენტსა და მის მეუღლეს შორის არსებული ასაკობრივი სხვაობაც არაერთხელ გამხდარა.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: იდენტობა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist