ფეისბუქში ნიკოლოზ სააკაშვილის პროგრამულად დამუშავებული ვიდეო ვრცელდება

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

353
VIEWS

21 ნოემბერს სოციალურ ქსელში საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მამის, ნიკოლოზ სააკაშვილის ვიდეო გავრცელდა (1,2), რომელიც TV პირველის გადაცემაში “დღის ამბები” მისი სტუმრობის ფრაგმენტს წარმოადგენს. ვიდეოში ჩანს, რომ  რესპონდენტი ტელეწამყვან მაია მამულაშვილის შეკითხვას თავდახრილი ისმენს, ამავე დროს კადრს ხვრინვის ხმა ერთვის, რაც ქმნის შთაბეჭდილებას, რომ ნიკოლოზ სააკაშვილს პირდაპირ ეთერში ჩაეძინა. ფეისბუქ გვერდმა “სირცხვილის კორიდორი” ვიდეო შემდეგი აღწერით გამოაქვეყნა: “ეძინება კაცს, აცალეთ! რა დროს შვილია.”

Screenshot 7 7 ფეისბუქში ნიკოლოზ სააკაშვილის პროგრამულად დამუშავებული ვიდეო ვრცელდება

გავრცელებული ვიდეო პროგრამულადაა დამუშავებული. რეალურად, ხვრინვის ხმა ორიგინალ ჩანაწერში არ გვხვდება და ის მოგვიანებით ამ კონკრეტულ ფრაგმენტზეა დადებული. სრულ ჩანაწერში ჩანს ისიც, რომ სააკაშვილმა ტელეწამყვანის შეკითხვას მალევე უპასუხა. 

20 ნოემბერს ნიკოლოზ სააკაშვილი TV პირველის გადაცემაში “დღის ამბები” სტუმრად იმყოფებოდა. სააკაშვილმა შვილის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობისა და 20 ნოემბერს მის მხარდასაჭერად მთავრობის კანცელარიასთან გამართული აქციის შესახებ ისაუბრა.  

Screenshot 8 6 ფეისბუქში ნიკოლოზ სააკაშვილის პროგრამულად დამუშავებული ვიდეო ვრცელდება

საუბრის დაწყებამდე პირდაპირი ეთერის კადრებში გადაცემის 8:21-ე წუთზე ჩანს, რომ სააკაშვილი ყურსასმენსა და მაჯის საათს ისწორებს. 

Screenshot 9 7 ფეისბუქში ნიკოლოზ სააკაშვილის პროგრამულად დამუშავებული ვიდეო ვრცელდებაScreenshot 10 6 ფეისბუქში ნიკოლოზ სააკაშვილის პროგრამულად დამუშავებული ვიდეო ვრცელდება

ნიკოლოზ სააკაშვილს მაია მამულაშვილმა პირველი შეკითხვა 20 ნოემბერს მთავრობის კანცელარიასთან გამართული აქციის შესახებ დაუსვა. კითხვის დასმის დროს სააკაშვილი ტელეწამყვანს თავდახრილი უსმენდა, ხოლო გადაცემის 8:55-ე წუთზე მან პასუხის გაცემა დაიწყო. აღსანიშნავია, რომ მამულაშვილის საუბრის დროს სააკაშვილს არ ეძინა და გავრცელებულ ვიდეოებში გამოყენებული ხვრინვის ხმები გადაცემის სრულ  ჩანაწერში არ ისმის. 

Screenshot 11 5 ფეისბუქში ნიკოლოზ სააკაშვილის პროგრამულად დამუშავებული ვიდეო ვრცელდება

გასათვალიწინებელია ისიც, რომ პირდაპირში ჩართვის დროს რესპოდენტამდე წამყვანის ხმა მცირეხნიანი დაგვიანებით მიდის, სააკაშვილის ბუნებრივი პაუზა, სავარაუდოდ, სწორედ ამით იყო განპირობებული. გადაცემიდან მოჭრილი გავრცელებული კადრები კი სწორედ ამ პაუხის დროს წყდება, რაც ქმნის შთაბეჭდილებას, რომ სააკაშვილს ნამდვილად ეძინა და შეკითხვაზე პასუხი ვერ გასცა. 

რესპოდენტამდე ხმის დაგვიანებით მისვლას ადასტურებს ისიც, რომ ნიკოლოზ სააკაშვილმა თავისი მიმართვა ტვ პირველისადმი პატივისცემის გამოხატვით დაიწყო და შეკითხვის პასუხზე მხოლოდ შემდეგ გადავიდა,  მამულაშვილის მიერ ნათქვამი მადლობა მან გვიან გაიგონა, რის გამოც აქციის შესახებ საუბარი გაწყვიტა.  

აღსანიშნავია, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა სოციალურ ქსელში მიხეილ საკააშვილის ოჯახის წევრების შესახებ დეზინფორმაცია ვრცელდება. ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალები:


“სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზერომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.”  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist