ფეისბუქმა მკვლევრებს პოლიტიკური დისკურსის შესასწავლად მონაცემთა ბაზებზე წვდომა მისცა

კითხვის დრო: < 1 minute

კითხვის დრო: < 1 minute

frgb
149
VIEWS

Sciencemag.org-ის მიხედვით

ფეისბუქმა მონაცემთა ბაზა გახადა ხელმისაწვდომი, რომელთა დამუშავებითაც მკვლევრები მომხმარებელთა მიერ მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე ინფორმაციისა და ყალბი ინფორმაციის გაზიარებას შეისწავლიან.

მონაცემთა ბაზა მთელი მსოფლიოს მასშტაბით სამოქალაქო დისკურსთან დაკავშირებულ 38 მილიონ ბმულს შეიცავს, რომელიც 2017 წლის იანვრიდან 2019 წლის ივლისამდე პერიოდში ფეისბუქზე საჯაროდ ზიარდებოდა. ბაზა ხელმისაწვდომს ხდის ისეთ დეტალებს, როგორიცაა მომხმარებელთა დამოკიდებულება ვებ-გვერდის ბმულის მიმართ – მიიჩნევდნენ თუ არა ისინი ბმულს ყალბ ინფორმაციად/სიძულვილის ენად და თუ მოხდა მსგავს ბმულებზე გადასვლა ან მოწონება.
ფეისბუქი ასევე ასაჯაროვებს დემოგრაფიულ ინფორმაციას  – ასაკს, სქესს და ადგილმდებარეობას – იმ ადამიანებისა, რომლებმაც გააზიარეს, გახსნეს ან მოიწონეს აღნიშნული ბმულები. გარდა დემოგრაფიისა, ბაზა შეიცავს მონაცემებს მომხმარებელთა პოლიტიკურ გემოვნებაზეც.

ჯერ კიდევ 2018 წლის აპრილში ფეისბუქმა გამოაცხადა, რომ სოციალურ მეცნიერებს გაზიარებადი ბმულების მონაცემთა ბაზაზე წვდომა ექნებოდათ. თუმცა, კომპანიის ექსპერტებმა გააცნობიერეს, რომ ამხელა ბაზის გასაჯაროვება 2 მილიარდი მომხმარებლის დიდი ნაწილის პირად მონაცემებს რისკის ქვეშ დააყენებდა. აღნიშნული პრობლემის აღმოსაფხვრელად და მომხმარებელთა ანონიმურობის უზრუნველსაყოფად, კომპანიამ გადაწყვიტა ახლად შემუშავებული, მათემატიკაზე დაფუძნებული მეთოდი (DP – differential privacy “დიფერენცირებული კონფიდენციალობა”) გამოეყენებინა. ანონიმურობის დაცულობა ახალ გამოწვევას წარმოშობს. სოციალური მეცნიერები ამბობენ, რომ პირადი მონაცემების დაცვის გამო, შესაძლებელია ბაზაში მოხვედრილი ინფორმაცია დამახინჯებული ან არაზუსტი იყოს. ისინი იმედს გამოთქვამენ, რომ აღნიშნული პრობლემა მთელ ბაზაზე მხოლოდ მცირეოდენ გავლენას მოახდენს და მეცნიერთა მიერ მომზადებული კვლევები საკმარისად სანდო იქნება.

წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist