ფეისბუკზე კახა კინწურაშვილის პროგრამულად დამუშავებული ფოტო ვრცელდება

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

5k
VIEWS

22 ივნისს ფეისბუკ-ანგარიშმა ჟურნალისტი მსახიობისა და ტელეკომპანია “იმედის” წამყვანის – კახა კინწურაშვილის ფოტო გამოაქვეყნა. ფოტოზე მას საქართველოს მესამე პრეზიდენტის – მიხეილ სააკაშვილის სურათი უჭირავს წარწერით: “თავისუფლება მიშას”. იგივე  ფოტო, 2011 წლის 26 მაისის მოვლენების ამსახველ კადრებთან ერთად, ფეისბუკ-მომხმარებელმა ქეთი ვადაჭკორიამაც გამოაქვეყნა.  

Screenshot 7 10 ფეისბუკზე კახა კინწურაშვილის პროგრამულად დამუშავებული ფოტო ვრცელდებაScreenshot 8 10 ფეისბუკზე კახა კინწურაშვილის პროგრამულად დამუშავებული ფოტო ვრცელდება

“ჟურნალისტის” მიერ გამოქვეყნებული კახა კინწურაშვილის ფოტო პროგრამულადაა დამუშავებული. ფოტოს ავთენტური ვერსია 2016 წელსაა გადაღებული და ბანერზე აფხაზური სიტყვა “მშიბზია” (Мшыбзиа) ჩანს, რაც ქართულად გამარჯობას ნიშნავს. 

ავთენტური ფოტო 2016 წელსაა გადაღებული და ბანერზე აფხაზური სიტყვა “მშიბზია” ანუ გამარჯობა აწერია. 2016 წლის 15 ივნისს სოციალურ ქსელში აფხაზურად მისალმების კამპანია დაიწყო. მსურველები აფხაზებთან მეგობრული მისალმების გაგზავნის მიზნით საკუთარ ფოტოზე აკეთებდნენ წარწერას – „მშიბზია“, რაც ქართულად გამარჯობას, დღე მშვიდობისას ნიშნავს. კამპანიაში საზოგადოებისთვის ცნობილი ბევრი სახე ჩაერთო, მათ შორის კახა კინწურაშვილიც.

Screenshot 9 10 ფეისბუკზე კახა კინწურაშვილის პროგრამულად დამუშავებული ფოტო ვრცელდება

 სხვადასხვა ადამიანების მონაწილეობით კამპანიის ვიდეო კოლაჟი, 2016 წლის 15 ივნისს, ფეისბუკ-გვერდზე – Mshibzia განთავსდა. ახალგაზრდების ჯგუფს, აქციის ფარგლებში 8000 მისალმების შეგროვება სურდათ, რადგან მათი თქმით, იმ პერიოდში სწორედ ამდენი დღე იყო გასული რაც აფხაზებს დანარჩენი საქართველოს მცხოვრებნი არ მისალმებიან.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: საქართველო
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist