ფაქტობრივი უზუსტობა საზოგადოებრივი მაუწყებლის სტატიაში

კითხვის დრო: < 1 minute

კითხვის დრო: < 1 minute

222222222
63
VIEWS

31 მაისს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა The Independent-ზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ გერმანიაში ქალაქ დარმშტადში მიგრანტების მხრიდან ადგილობრივებზე სექსუალური ძალადობა განხორციელდა. სტატიაში საუბარია 15 ადგილობრივზე, რომლებიც მიგრანტებმა გააუპატიურეს. საზოგადოებრივი მაუწყებელს მასალის მიხედვით, აღნიშნული შემთხვევა ახალი წლის დღეებში კიოლნში მომხდარი სექსუალური ძალადობის იდენტური იყო.

რეალურად The Independent-ის სტატიის მიხედვით, დარმშტადტის მუსიკალური ფესტივალის დროს გაუპატიურებას ადგილი არ ჰქონია. პოლიციას 15 -ზე მეტმა ქალბატონმა მიმართა, რომელთა თქმით, ადგილი ჰქონდა სექსუალური სახის შეურაცხყოფას. რაც შეეხება კიოლნში მომხდარ ფაქტს, 1 000-ზე მეტ ქალი მიგრანტებმა გაქურდეს და იქაც სექსუალური სახის შეურაცხყოფას ჰქონდა ადგილი.

მიგრაციული პროცესების გაშუქებისას მედიის როლი იზრდება. “Ethic Journalist Network”-მა 2015 წელს გამოაქვეყნა კვლევა, სადაც საუბარია მიგრაციის თემატიკის გაშუქებისას მედიაში არსებულ პრობლემებზე. საზოგადოებაში მიგრანტების მიმართ ნეგატიური განწყობები ხშირად არამიგრანტების მიერ ჩადენილი დანაშაულითაა განპირობებული, არამედ – მედიაგაშუქებით, მედიის მიერ შექმნილი ნეგატიური სტერეოტიპებით და სტიგმით. პოლიტიკური თუ იდეოლოგიური გავლენისგან თავის დაღწევა ჟურნალისტური ეთიკის ნორმების დაცვით არის შესაძლებელი. პრობლემას წარმოადგენს არამხოლოდ არასწორად მოყვანილი ფაქტები (მაგ. საზოგადოებრივი მაუწყებელი საუბრობს გაუპატიურებაზე), არამედ ნეგატიური ქვეტექსტის მატარებელი სათაურები. მაგალითისთვის, იგივე დარმშდატდის ფაქტზე საზოგადოებრივი მაუწყებლის სტატიის სათაური იყო: კიდევ ერთი მასობრივი სექსუალური ძალადობა გერმანიაში. ხოლო The Independet -ის სტატის სათაური იყო: Mass sexual assault reported at Germany music festival – მასობრივი სექსუალური თავდასხმა მუსიკალურ ფესტივალზე გერმანიაში.

პრობლემური თემების გაშუქებისას მედიის პასუხისმგებლობა იზრდება და მან უნდა დაიცვას არამხოლოდ ფაქტობრივი სიზუსტე, არამედ – მკითხველიც და უნდა მოერიდოს სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფის მარგინალიზაციას, ნეგატიური სტერეოტიპების გაღრმავებას.

დარღვევის ტიპი: შეცდომაში შემყვანი
ქვეყანა/ორგანიზაცია: გერმანია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist