ფაქტების დამახინჯება და მანიპულაცია “ასავალ-დასავალის” სტატიაში

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

asaval-dasavali-politika_ru
797
VIEWS

9-15 მაისის გამოშვებაში გაზეთმა “ასავალ-დასავალმა” გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც დანიის სასამართლომ, მაროკოელი მიგრანტის სექსუალური ძალადობის მსხვერპლი 17 წლის ანა სკოვმანდი დამნაშავედ გამოაცხადა. გამოცემის მიხედვით, ქალაქ სენერბორგში მომხდარი თავდასხმისას სკოვმანდმა თავდაცვის მიზნით ცრემლსადენი გაზის ბალონი გამოიყენა, რომლის ტარებაც დანიაში აკრძალულია.

აღნიშნული ფაქტი არ შეესაბამება სინამდვილეს, რადგან სასამართლო გაასამართლა არა მსხვერპლი, ანა სკოვმანდე, არამედ მოძალადეები. ამასთანავე ამ ინფორმაციაში სხვა უზუსტობებიც არის. კერძოდ:

  1. მასალაში არასწორად არის მოცემული დაზარალებულის ასაკი, შემთხვევის ადგილი და სასამართლოს გადაწყვეტილება. 23 წლის სკოვმანდსა და მის მეგობარს 2014 წლის 26 დეკემბრის დილით 3 ახალგაზრდა დაესხა თავს არასენერბორგში, არამედ – კოპენჰაგენში.
  2. თავმდამსხმელებს არ განუხორციელებიათ სექსუალური ძალადობა, ისინი ფიზიკურად გაუსწორდნენ დანიის მოქალაქეებს.
  3. პოლიციამ ეჭვმიტანილები დააკავა. სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით 16 და 19 წლის დამნაშავეებს 10 თვით, ხოლო 17 წლის თავდამსხმელს ერთწლიანი პატიმრობა მიესაჯა.

ასავალ-დასავალის სტატიაში გამოქვეყნებულია ანა სკოვმანდის სურათი, რითაც სტატიის ავტორი ხაზს უსვამს მიგრანტების მიერ სექსუალური ძალადობის 17 წლის მსხვერპლის მდგომარეობას, თუმცა, როგორც უკვე აღინიშნა, 23 წლის სკოვმანდი არ ყოფილა სექსუალური ძალადობის მსხვერპლი, ხოლო დამნაშავეებს სასაამართლომ თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ფოტოსურათით მანიპულაცია გვხვდება ასევე რუსულენოვან ინტერნეტ გამოცემებში.

რაც შეეხება ცრემლსადენი გაზის გამოყენების ფაქტს, შემთხვევა მოხდა დანიის ქალაქ სონდერბორგში, 2016 წლის იანვარში. 17 წლის დანიის მოქალაქეს თავს დაესხა უცნობი მამაკაცი. სექსუალური ძალადობისგან თავის დაცვის მიზნით მსხვერპლმა ცრემლსადენი გაზი გამოიყენა, რის შედეგადაც თავდამსხმელი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დანიური კანონმდებლობის გამო დაზარალებული 500 დანიური კრონით დაჯარიმდა, რადგან მსგავსი ნივთის ტარება არალეგალურია. დანიის სასამართლოს ჯერ არ გაუსამართლებია დამნაშავე, რადგან ის არ არის დაკავებული.

ანა სკოვმანდის შემთხვევაში არ არის სექსუალური ძალადობის ფაქტი, ხოლო 17 წლის გოგონაზე თავმდამსხმელი არ იყო მიგრანტი. შემთხვევა ქალაქ სონდერბორგის მიგრანტთა ცენტრთან ახლოს მოხდა. თავდამსხმელი ინგლისურად საუბრობდა.

მსგავსი სახის მასალა პირველად (2016 წლის იანვარი) ისრაელში მოქმედმა რუსულენოვანმა საიტმა გამოაქვეყნა. ამ ორი ფაქტის არასწორი ინტერპრეტაციით გაშუქება დანარჩენ რუსულენოვან საიტებზე 2016 წლის აპრილიდან იწყება(twopercentdaily.com ; news2. rupolitikus.ru , Mylove.ru). წყაროდ მითითებული აქვთ ბრიტანული გამოცემა DailyMail, თუმცა განსხვავებით რუსულენოვანი საიტებისა, ბრიტანული გამოცემა საუბრობს მხოლოდ სონდენბორგში მომხდარ ფაქტზე, რომელში მონაწილე მამაკაცი მიგრანტად არ არის მოხსენიებული.

“ასავალ დასავალის” და რუსულენოვანი საიტების მიერ მიერ გამოქვეყნებული სტატია ქსენოფობიურ ნიადაგზე ინფორმაციის მანიპულაციის მაგალითს წარმოადგენენ.

წყარო:

ასავალ-დასავალი, 9-15 მაისი, 2016.

“ეს კიდევ არაფერი, აგერ, დანიაში მთლად ძალადობის მსხვერპლი გოგონა დაადანაშაულეს! დიახ, დანიის ქალაქ სენერბორგის სასამართლომ ჯარიმა დააკისრა 17 წლის ჰანას კოვმანდს, რომელმაც მოძალადე მაროკოელ მიგრანტებს წინააღმდეგობა გაუწია და კანონით აკრძალული ცრემლსადენი აირის ბალონი გამოიყენა! და თუ კარგად დააკვირდებით დანიელი გოგონას სურათს, მიხვდებით, რა სისასტიკით მოექცნენ მას მოძალადეები, რომლებსაც დანიური სასამართლო აქეთ გამოესარჩლა!”

 

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: დანია
წყარო

წყარო

mre-344x335
ასავალ-დასავალი

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist