Pfizer-ის დირექტორი ამბობს, რომ ის მაშინ აიცრება, როდესაც რიგი მოუწევს

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

56
VIEWS

31 იანვარს ფეისბუქ მომხმარებელმა, ანტივაქსერმა Nina Marji-მ კომპანია Pfizer-ის აღმასრულებელი დირექტორის ალბერტ ბურლას ინტერვიუ გააზიარა, სადაც ის ვაქცინაციაზე საუბრობს. პოსტის ავტორის მტკიცებით, კომპანიის დირექტორი ვაქცინაზე უარს აცხადებს და ამბობს, რომ მისთვის აცრა რეკომენდებული არ არის.

;

ვიდეოს აღწერა, თითქოს კომპანია Pfizer-ის დირექტორი ვაქცინაზე უარს ამბობს და მისთვის რეკომენდებულად არ მიიჩნევს, მცდარია. რეალურად, ალბერტ ბურლა ამბობს, რომ ის ჯერ არ აცრილა, რადგან ჯანმრთელია, რისკ ჯგუფის ასაკში არ იმყოფება და თავის რიგს დაელოდება.

ფეისბუქ მომხმარებელი Nina Marji კომპანია Pfizer-ის აღმასრულებელი დირექტორის ვიდეოს მანიპულაციურად აზიარებს და ამბობს, თითქოს ალბერტ ბურლას განცხადებით, მისთვის ვაქცინა რეკომენდებული არ არის და ამიტომ ვაქცინაციაზე უარს ამბობს. აღნიშნული ვიდეო სოციალურ ქსელებში უცხოელი მომხმარებლების მიერაც შეცდომაში შემყვანი აღწერილობით გავრცელდა, ამასთან დაკავშირებით მასალა AFP Fact Check-მა მოამზადა. Pfizer-ის დირექტორმა ინტერვიუ კოვიდ19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციაზე CNBC-ს მისცა, სადაც მან ადამიანებს მოუწოდა, რომ მეცნიერებას ენდონ და აიცრან.

ფეისბუქზე ალბერტ ბურლას ინტერვიუს მოჭრილი მონაკვეთი ვრცელდება. კითხვაზე, როდის აპირებს ის აცრას, Pfizer-ის დირექტორი პასუხობს, რომ რამდენადაც შესაძლებელია, მალე. ის განმარტავს, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და არ სურს დაწესებული რიგი დაარღვიოს, რადგან მისი კატეგორიისთვის ვაქცინაცია ჯერ რეკომენდებული არ არის.

ალბერტ ბურლას ზუსტი ციტატა:

“ერთადერთი სენსიტიური საკითხი ის არის, რომ არ მსურს ვიყო რიგის დამრღვევის მაგალითი. მე 59 წლის ვარ, ჯანმრთელობა კარგ მდგომარეობაში მაქვს, არ ვმუშაობ წინა ხაზზე. ამჟამად ჩემი კატეგორიისთვის ვაქცინის გაკეთება რეკომენდებული არ არის.”

დეკემბერში ალბერტ ბურლამ CNN-თან ინტერვიუში აღნიშნა, რომ ის აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების (CDC) რეკომენდაციებს მიჰყვება, რომელიც ამ ეტაპზე უპირატესობას ისეთ ჯგუფებს ანიჭებს, რომელშიც თავად ის არ შედის. CDC-ის ცნობით, თავდაპირველად აიცრებიან ჯანდაცვის სფეროს მუშაკები და გრძელვადიანი მზრუნველობის დაწესებულებების წარმომადგენლები, შემდეგ წინა ხაზზე მომუშავე პირები (მაგალითად მეხანძრეები და პოლიციელები) და 75 წელს ზემოთ მყოფი მოსახლეობა. რიგში მომდევნო იქნება 65-74 წლოვანების ადამიანები და 65 წელს ქვემოთ მყოფი მხოლოდ ის პირები, ვისაც თანმდევი დაავადებები აქვს.

25 იანვარს ალბერტ ბურლამ ტვიტერზე თავისი სიმამრის ფოტო განათავსა, რომელიც 84 წლისაა და ვაქცინის პირველი დოზა გაიკეთა.

;


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს – შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist