PCR ტესტი “ცხვირის ვაქცინა” არ არის

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

39
VIEWS

5 დეკემბერს ფეისბუქ-პროფილმა სულიერი სამყარო ექიმ ლორენ დეის ვიდეო გამოაქვეყნა, რომელიც ამტკიცებს, რომ PCR ტესტებით ადამიანებს ვაქცინას უკეთებენ. ლორენ დეის თქმით, გრძელი ჩხირებით, რომლებიც PCR ტესტირებისთვის გამოიყენება, რეალურად ცხვირ-ხახაში ნანონაწილაკები შეჰყავთ, რის შედეგადაც ტესტირების ნაცვლად ვაქცინაციას ატარებენ.

4

დეზინფორმაციაა, თითქოს PCR ტესტირებით ვაქცინაციას ატარებენ. PCR ტესტების ჩხირები მშრალი და გასტერილებულია და შეფუთვიდან უშუალოდ გამოყენების წინ იღებენ. ჩხირი ცხვირიდან და პირიდან ნაცხს აგროვებს, ის ცხვირში არაფერს ათავსებს. ცხვირში შესასხურებელი გრიპის ვაქცინა ნამდვილად არსებობს, თუმცა ის სპრეის სახით გამოიყენება და ტესტებთან კავშირი არ აქვს.

მტკიცება, თითქოს PCR ტესტებით ადამიანებს ვაქცინას უკეთებენ, მცდარია. ტესტის ჩხირი მშრალია და ნაცხის შესაგროვებლად გამოიყენება, ცხვირში ის არაფერს ათავსებს. PCR ტესტირების მეთოდი 1980-იანი წლებიდან არსებობს, PCR ტესტები კორონავირუსის დიაგნოსტირებისთვის კი 2020 წლის თებერვალში დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრების მიერ შეიქმნა, ჯერ კიდევ მაშინ, როცა კორონავირუსის საწინააღმდეგო არცერთი ვაქცინა არ არსებობდა.

PCR ტესტებით ვაქცინაციის შესახებ გავრცელებული დეზინფორმაცის შესახებ სტატია USA Today-მ მოამზადა. ისინი იელის უნივერსიტეტის მედიცინისა და ინფექციური დაავადებების ასოცირებულ პროფესორს – რიჩარდ მარტინელოს დაუკავშირდნენ, მან კი აღნიშნა, რომ შეუძლებელია PCR ტესტი შენიღბული ვაქცინა იყოს. მარტინელოს თქმით, FDA-ს მიერ დამტკიცებულია გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა, რომელიც სითხის სახითაა მოწოდებული და ნესტოებში უნდა შესხურდეს. PCR ტესტირებისას გამოყენებული ჩხირები კი მშრალი და გასტერილებულია და შეფუთვიდან უშუალოდ გამოყენების წინ იღებენ, ამასთან ტესტირების პუნქტები ჩხირებს მრავალი სხვადასხვა მწარმოებლისგან იღებენ.

PCR ტესტირება რამდენიმე მნიშვნელოვანი ნაბიჯისგან შედგება. თავდაპირველად სპეციალური ჩხირით ცხვირიდან და პირის ღრუდან ნაცხს იღებენ. აღნიშნული ჩხირი გრძელი და დრეკადია და რბილი ბოლო აქვს, სწორედ ამ ბოლოზე უნდა შეგროვდეს ნაცხი, რომელიც შემდეგ უნდა დაიტესტოს. ნაცხის აღების შემდეგ ის სტერილიზებულ კონტეინერში  ილუქება და ლაბორატორიაში იგზავნება, სადაც ის ქიმიურ ნაერთებთან რეაქციაში შეჰყავთ, რათა ვირუსის გენეტიკური მასალის გამოყოფა მოხდეს და დადგინდეს, აქვს თუ არა კონკრეტულ ადამიანს კორონავირუსი.

5
ფოტო: Stéphane Mahé/Reuters

2003 წლიდან ამერიკაში შეუძლიათ თვითონ გადაწყვიტონ რა სახით სურთ გრიპის ვაქცინის მიღება, ნემსით ინექციის სახით თუ სპრეის სახით, რომელიც ცხვირის ნესტოებში სხურდება. რაც შეეხება კორონავირუსის საწინააღმდეგო სპრეი-ვაქცინას, მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში მასზე უკვე მუშაობენ, თუმცა ჯერ-ჯერობით  არცერთი მათგანი ფართო გამოყენებისთვის დამტკიცებული არ არის, შესაბამისად ამ ეტაპზე კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინაცია მხოლოდ ტრადიციული მეთოდითაა შესაძლებელი.

PCR ტესტებთან დაკავშირებით დეზინფორმაცია აქამდეც არაერთხელ გავრცელებულა. მათ შორის იყო მცდარი მტკიცებები, თითქოს კორონავირუსი ტესტებშია მოთავსებული და ადამიანებს ასე აინფიცირებენ, ამასთან, თითქოს ეთილენის ოქსიდით გასტერილებული ტესტები სიმსივნეს იწვევს და ზოგადად, ტესტის გაკეთება საშიშია, რადგან ის ტვინამდე აღწევს და მას აზიანებს. გარდა ამისა ვრცელდებოდა დეზინფორმაცია, რომ ვაქცინები ნანოტექნოლოგიას და თხევად კრისტალებს შეიცავდა. ამ დეზინფორმაციულ მტკიცებებზე იხილეთ “მითების დეტექტორის” მიერ მომზადებული მასალები:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist