პატრიოტთა ალიანსის ტყუილი, თითქოს აშშ-ს საქართველოში კომერციული პროექტები არ განუხორციელებია

კითხვის დრო: 4 წუთი

კითხვის დრო: 4 წუთი

aamerika
215
VIEWS

2019 წლის 26 ოქტომბერს ობიექტივის ღამის სტუდიის ეთერში საქართველოს პატრიოტთა ალიანსის წევრმა გიგი მაღლაკელიძემ განაცხადა, რომ საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის ფონზე, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ამერიკელ ინვესტორებს საქართველოში მსხვილი პროექტი არ განუხორციელებიათ.

 

გიგი მაღლაკელიძე: “ანუ თანხობრივადაც იმ მნიშვნელობიდან გამომდინარე, იმ სტრატეგიული პარტნიორობიდან გამომდინარე, იმ ისტორიიდან გამომდინარე, რო ამერიკას, სამწუხაროდ, ამდენიხანია სტრატეგიული პარტნიორი ვართ და არცერთი მსხვილი კომერციული პროექტი საქართველოში არ განუხორციელებია, თორე საქართველოში მათ  დიდიხნით ადრე რო განეხორციელებინათ 1, 2, 3 მსხვილი კომერციული, არა, ოპეკის არა, მე გეუბნებით ამერიკის ხელისუფლების და ამერიკის კერძო საინვესტიციო ფონდების და ბიზნესმენებისგან, იმიტო რო მე საქართველოში მსხვილი ამერიკული ბიზნესი შემოსული არ მინახია.”

საქართველოს პატრიოტთა ალიანსის წევრის მტკიცება რეალობას არ შეესებამება, რადგან აშშ 90-იანი წლებიდან მოყოლებული საქართველოში  ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინვესტორია და დღემდე პირდაპირი ინვესტიციების რაოდენობით ერთ-ერთ მოწინავე ადგილს იკავებს. 

  • ამერიკული მსხვილი კომპანიები საქართველოში:

1

1)  Aecom 

უმსხვილესი ამერიკული საკონსულტაციო კომპანია AECOM საქართველოში უკვე 13 წელია მოქმედებს. 2016 წელს აღნიშნულმა კომპანიამ გადაწყვიტა უფრო გაფართოებულიყო და სხვადასხვა მსხვილ ინვესტიცია განეხორციელებინა. აეკომს ეკუთვნის სწორედ “შერატონ მეტეხი პალასისა” და “ჰაიატ რეგენსის” პროექტები.

BPN: “2016 წელს AECOM უკვე 7 წელი იყო ნომერ პირველი Engineering News Record-ის „ტოპ 500 დიზაინ კომპანიის“ რეიტინგში.

Fortune 500-ის აშშ-ის მსხვილი კორპორაციების რეიტინგში კი 156-ე პოზიციაზეა. კომპანიის მსხვილ პროექტებს შორის არის მსოფლიოს სავაჭრო ცენტრი, აბუ დაბის, ჰონგ კონგის, ლოს ანჯელესისა და სიდნეის კომპლექსები.”

2) Capitol HPS

2

Capitol HPS ამერიკული სასტუმროების ყველაზე ცნობილი  დიდი გლობალური ქსელის, „BWH Hotel Group“-ის ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში, რომელშიც შედის სასტუმროების შემდეგი 3 ცნობილი კომპანია: Worldhotels Collection, Best Western Hotels & Resorts და SureStay Hotel Group-ი. ამ კონკრეტული კომპანიის მიზანი საქართველოში ტურიზმის განვითარებაა. კომპანია 2016 წელს დაფუძნდა და ისს „Capitol Investment Group“ – ის შემადგენლობაში შედის, სადაც სხვადასხვა პროფილის (სოფლის მეურნეობა, მშენებლობა, დეველოპმენტი, საინვესტიციო პროექტების მენეჯმენტი, საერთაშორისო ბრენდების წარმომადგენლობა, სასტუმროების მართვა და ა.შ.) რამდენიმე კომპანიაა გაერთიანებული. კომპანიის ოფიციალურ გვერდზე მოცემული ინფორმაციით კომპანია 2019 წლის ბოლომდე კომპანიას 5 ქალაქში 7 სასტუმრო ექნება, 2021 წლის ბოლომდე კი სასტუმროთა რაოდენობა 12-ს მიაღწევს.

3) Frontera Resources Corporation

3

Frontera აშშ-ში დაფუძნებული ნავთობისა და გაზის შემსწავლელი და წარმოების საერთაშორისო კომპანიაა, რომლის წილებით ვაჭრობა ლონდონის საფონდო ბირჟის AIM ბაზარზე ხდება. Frontera-ს ამჟამინდელი საქმიანობა საქართველოში ფოკუსირებულია კახეთის რეგიონში მდებარე დიდი ნაკვეთის შემოწმებასა და განვითარებაზე. ნაკვეთი ცნობილია როგორც ბლოკი 12, სადაც Frontera-ს აქვს ექსკლუზიური უფლება ნავთობის მოპოვების, განვითარებისა და წარმოების საქართველოს მთავრობასთან გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად. ჰიუსტონის, თბილისისა და კახეთის საველე ოფისებში 190-ზე მეტი თანამშრომლით, კომპანიის Frontera არის აშშ-ის უმსხვილესი ინვესტორი საქართველოში ნავთობისა და გაზის წარმოების ინდუსტრიაში.

“ამერიკის სავაჭრო პალატის საქართველოში” ინფორმაციის მიხედვით, საქართველოში მრავალი ამერიკული მსხვილი თუ მცირე კომპანია მოქმედებს. ამის გარდა, დიდია იმ ქართული კომპანიების რაოდენობა, რომლებიც დახმარებას აშშ-დან იღებენ. პალატას სხვადასხვა კატეგორიის წევრები ჰყავს. A  კატეგორიაში შედის ისეთი კომპანიები, რომლებიც დაარსდა ან ინკორპორირდა ამერიკის შეერთებულ შტატებში. B კატეგორია ისეთ კომპანიებს მოიცავს, რომელსაც 33%-ზე მეტი აშშ-ის საკუთრებაა.

A კატეგორიის კომპანიები:

Alliance LLC, Alliance Group Holding, American Medical Centers, Georgia, Anaklia Development Consortium, Avon Cosmetics Georgia LLC, Betsy’s Hotel and Prospero’s Books, Coca-Cola Company, Deloitte, Finca Georgia Microfinance Organization JSC, Gazelle Finance Georgia LLC, GULF Georgia by Sun Petroleum Georgia LLC, Hilton Batumi, Meridian Express Ltd, Radisson BLU Iveria Hotel, Willis Towers Watson Ltd. და სხვა.

B კატეგორიის კომპანიები:

Adjara Group Hospitality, Bank of Georgia, Biltmore Hotel Tbilisi, BMC Gorgia Legal Bureau, Channel Energy (Poti) Limited Georgia LLC, by Petrocas Energy Group, Crystal MFO JSC, Georgian Express Ltd., HeidelbergCement Georgia, Liberty Bank, Wissol Georgia და სხვა.

  • ზოგადი სტატისტიკური მონაცემები

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციაზე დაყრდნობით, 2019 წლის მე-2 კვარტლის წინასწარი მონაცემებით პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ღირებულებით აშშ მე-3 ადგილზეა და მხოლოდ თურქეთსა და ნიდერლანდებს ჩამორჩება.

4

აღსანიშნავია, რომ ამერიკული ინვესტიციები საქართველოში უკვე 90-იანი წლებიდან იწყებს შემოსვლას, იმ პერიოდში, როდესაც ბიზნესი საკმაოდ დიდ შევიწროებას განიცდიდა დიდი რეგულაციებითა და კორუფციის მაღალი დონით. როგორც საერთაშორისო სავაჭრო პალატის პრეზიდენტი ფადი ასლი Forbes Georgia-ზე გამოქვეყნებულ სტატიაში აღნიშნავს აშშ-მა/ამერიკელმა ინვესტორებმა თავიდანვე საკმაოდ გიგანტური ინვესტიციები ჩადეს საქართველოში:

ფადი ასლი: “ამერიკელი ინვესტორები ერთ-ერთი პირველი საერთაშორისო ინვესტორები იყვნენ, ვინც კი 90-იანების დასაწყისიდან ამავე წლების შუა პერიოდამდე საქართველოში კაპიტალდაბანდებას მოჰკიდა ხელი. ამის საილუსტრაციოდ, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ჯეიმს ბეიკერის მაგალითს მოვიყვან, რომელმაც ღვინის ქარხანაში განახორციელა ინვესტიცია, და კიდევ AES-საც ვახსენებ – გიგანტურ ამერიკულ ენერგოკომპანიას, რომელმაც თბილისში ენერგომომარაგების პრივატიზება მოახდინა და დაახლოებით $300 მილიონის ინვესტიცია განახორციელა.”

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებზე (1996-2019) დაყრდნობით აშშ-ის ინვესტიციები 1997 წელს ჩნდება და მისი რაოდენობა 96651,9 ათასი აშშ დოლარია. ამ წლის მონაცემებით აშშ ყველაზე დიდი ინვესტორია. მას მოსდევს ავსტრალია, გაერთიანებული სამეფო და ავსტრია. შემდგომ წლებში ინვესტიციების რაოდენობით უკვე სხვა ქვეყნებიც ლიდერობენ.

5

6

  • ოპიკის შესახებ

„ოპიკი“ – კერძო უცხოური ინვესტიციების კორპორაცია – აშშ-ის სახელმწიფო სააგენტოა, რომელიც ამერიკულ კომპანიებს ეხმარება საერთაოშირისო ბაზარზე დამკვიდრებაში. OPIC-ის სერვისები ხელმისაწვდომია 160-ზე მეტ ქვეყანაში. ოპიკი მოქმედ და ახალ განვითარების მსურველ ბიზნესებს ეხმარება. ამ მხრივ აშშ საქართველოში საკმაოდ ბევრი მსხვილი თუ მცირე ინვეატიციის მოზიდვას ახერხებს.

 

თემატიკა: ეკონომიკა
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist