პარტიული “ტრიბუნა” ანტივაქსერებისთვის 6 დეზინფორმაციის და 1 კონსპირაციის გასავრცელებლად

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

45
VIEWS

27 მაისს, პოლიტიკური მოძრაობა “დავით ჭიჭინაძე – ტრიბუნის” ფეისბუქ გვერდმა გამოაქვეყნა ვიდეო, რომელიც კორონავირუსის პანდემიას ეძღვნება. ვიდეოში ლევან ჩხიკვაძე, რომელიც მიკრობიოლოგად და სადაზვერვო სამსახურის თადარიგის ოფიცრად არის წარმოდგენილი, პანდემიის შესახებ შემდეგ მტკიცებებს აჟღერებს:

  • COVID-19-ის პანდემია და ზოგადად პანდემიები არ არსებობს;
  • COVID-19-ს ლეტალობა არ აქვს;
  • COVID-19 იშიფრება, როგორც certificate of vaccination ID;
  • კორონავირუსის შტამის იზოლირება ვერ შეძლეს;
  • PCR ტესტის შემქმნელმა, ქერი მალისმა თქვა, რომ ტესტი ინფექციის დასადგენად, სამედიცინო დიაგნოსტირებისთვის არ გამოდგება;
  • პირბადეები ვირუსისგან არ იცავს;
  • 1981 წელს ამერიკელმა მწერალმა, დინ კუნცმა რომანში „სიბნელის თვალები” იწინასწარმეტყველა, რომ ჩინეთში უცნობი ინფექცია გავრცელდებოდა, რომელსაც მან “უხან-400” უწოდა;

აღნიშნულ ვიდეოს პოლიტიკური პარტიის გვერდზე 18 ივნისის მდგომარეობით 9 200-ზე მეტი გაზიარება აქვს. აღსანიშნავია, რომ ვიდეო საკუთარ ფეისბუქ გვერდზე პოლიტიკურმა პარტიამ “ქართულმა იდეამ”, ასევე “ქართული იდეის” სახელით არსებულმა კიდევ ერთმა გვერდმა “ქართული იდეა 44 ერთიანი და ზნეობრივი საქართველოსთვის” და აღნიშნული პარტიის ლიდერმა, ლევან ჩაჩუამაც გააზიარეს. ვიდეო ასევე გამოქვეყნებული აქვს ფეისბუქ მომხმარებელ დათო სალუქვაძეს, რომელიც კოვიდ19-თან დაკავშირებით ყალბი ამბების გამავრცელებელია.

ტრიბუნის ფეისბუქ გვერდზე, ასევე სხვა ანგარიშებზე გამოქვეყნებული იდენტური ვიდეო პანდემიის შესახებ ლევან ჩხიკვაძის მონაწილეობით 6 დეზინფორმაციულ მტკიცებას და 1 კონსპირაციულ თეორიას შეიცავს, რაც “მითების დეტექტორმა” ადრეც გადაამოწმა.

დეზინფორმაცია 1: კორონავირუსის შტამის იზოლირება ვერ შეძლეს

ვირუსის ინფიცირებულისგან იზოლირება მისი შესწავლით მიზნით ვირუსის სუფთა ნიმუშის აღებას ნიშნავს. ოფიციალური ინფორმაციით დასტურდება, რომ სხვადასხვა ქვეყნის სპეციალისტებმა, მათ შორის პირველი ჩინეთში, ვირუსის იზოლირება მოახდინეს.

კორონავირუსის შტამის იზოლირებასთან დაკავშირებით ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” სტატია:

დეზინფორმაცია 2: პირბადეები ვირუსისგან არ იცავს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების დაცვით გამოყენების შემთხვევაში, პირბადეები რესპირატორული ვირუსისაგან პერსონალური დაცვის ერთ-ერთი ეფექტიანი იარაღია და იგი პათოგენის მასიურ გავრცელებას საგრძნობლად ამცირებს. მიუხედავად იმისა, რომ პირბადე აბსოლუტურ დაცვას ვერ უზრუნველყოფს, ბოლოდროინდელი კვლევები ადასტურებს, რომ პირბადეები კოვიდ-19-ის გავრცელებას პოპულაციურ დონეზე ამცირებს და ეპიდემიის მრუდის ზრდას აფერხებს.

აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის მიხედვით, ქირურგიული პირბადე არ ატარებს დიდი ზომის ნაწილაკებს, რომლებიც ბაქტერიულ და ვირუსულ მიკრობებს შეიძლება შეიცავდეს. მკვლევარები განმარტავენ, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, პირბადეს დაინფიცირებული ადამიანი ატარებდეს.

პირბადეების ეფექტიანობასთან დაკავშირებით ვრცლად იხილეთ:

დეზინფორმაცია 3: PCR ტესტის შემქმნელმა, ქერი მალისმა თქვა, რომ ტესტი ინფექციის დასადგენად არ გამოდგება

მსგავსი განცხადება, თითქოს PCR ტესტებით ინფექციის დადგენა შეუძლებელია, ქერი მალისს არ გაუკეთებია. PCR ტესტები პათოგენების მიმართ განსაკუთრებული მგრძნობელობით გამოირჩევიან და პასუხის მაღალი სიზუსტის გამო, მათ ტესტირების ოქროს სტანდარტსაც უწოდებენ. PCR ტესტს ორგანიზმში აქტიური კორონავირუსის დიაგნოსტირებისთვის რეკომენდაციას როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, ისე ამერიკის საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაცია და სხვადასხვა ავტორიტეტული სამედიცინო ორგანიზაციები უწევს.

PCR ტესტირებასთან და ქერი მალისის გაყალბებულ განცხადებასთან დაკავშირებით ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” მიერ მომზადებული მასალები:

დეზინფორმაცია 4: COVID-19 იშიფრება, როგორც certificate of vaccination ID

დეზინფორმაცია იმასთან დაკავშირ]ებით, თითქოს COVID იშიფრება როგორც ვაქცინის სერთიტიფიკატი და ის ადამიანის კანქვეშ ჩაყენებულ ციფრულ სერთიფიკატთან არის დაკავშირებული, ადრეც ვრცელდებოდა და “მითების დეტექტორმა” უკვე გადაამოწმა. სინამდვილეში აშშ-ს დაავადებათა კონტროლის ცენტრის CDC-ის განმარტებით,  სახელწოდება სიტყვა Covid აბრევიატურაა და შედეგება სამი ნაწილისგან: “Co” – Corona (კორონა), “Vi” – Virus (ვირუსი) და “D” – disease (დაავადება).

დეზინფორმაცია 5: COVID-19-ს ლეტალობა არ აქვს

კორონავირუსით მსოფლიო მასშტაბით ამ დროისათვის 3 800 000-ზე მეტი ადამიანია გარდაცვლილი, ხოლო სიკვდილიანობის მაჩვენებლი ქვეყნების მიხედვით განსხვავდება. აღსანიშნავია, რომ ევროპაში კორონავირუსის გამო სიკვდილიანობა 2018 და 2019 წლებთან შედარებით 2020 წელს მკვეთრად გაიზარდა.

ამ თემაზე ვრცლად იხილეთ:

დეზინფორმაცია 6: COVID-19-ის პანდემია და ზოგადად პანდემიები არ არსებობს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თანახმად, პანდემია არის ახალი დაავადების მსოფლიო მასშტაბით სწრაფი გავრცელება. პანდემიის გამოცხადებას მისი გეოგრაფიული მოცვა და დაავადების გავრცელების სისწრაფე განაპირობებს. მაგალითად, გრიპის პანდემია არის მაშინ, როდესაც გრიპის ახალი ვირუსი ჩნდება და მთელს მსოფლიოში ვრცელდება, ადამიანთა უმეტესობას კი მისი საწინააღმდეგო იმუნიტეტი არ აქვს. მტკიცება, თითქოს პანდემიები ადრე არ არსებობდა, უსაფუძვლოა, რაზეც 2009 წელს H1N1-ის პანდემია, მე-20 საუკუნეში 1918 წელს “ესპანური გრიპის” პანდემიაც მეტყველებს.

კონსპირაცია: 1981 წელს ამერიკელმა მწერალმა, დინ კუნცმა რომანში „სიბნელის თვალები” იწინასწარმეტყველა, რომ ჩინეთში უცნობი ინფექცია გავრცელდებოდა, რომელსაც მან “უხან-400” უწოდა.

ასეთი წიგნი მართლაც არსებობს, თუმცა მისი წინასწარმეტყველებად გამოცხადება კონსპირაციული თეორიაა. მიუხედავად იმისა, რომ თრილერის ჟანრის რომანში კუნცის მიერ ნახსენებ ბიოლოგიურ იარაღს “უხან-400” ჰქვია, ის კოვიდ19-ისგან განსხვავდება, 100% სიკვდილიანობის მაჩვენებელი აქვს და საინკუბაციო პერიოდიც მხოლოდ 4 საათს გრძელდება. ასევე წიგნის თავდაპირველ, 1981 წლის რედაქციაში, ვირუსს “გორკი-400” ერქვა და ის საბჭოთა კავშირში შექმნეს.

ამ თემაზე ვრცლად იხილეთ:

აღსანიშნავია, რომ კოვიდ19-ის შესახებ დეზინფორმაციას სხვა პოლიტიკურ პარტიასთან დაკავშირებული ფეისბუქ გვერდიც – “თავისუფალი არხი “ილიონი” ავრცელებს, რომელიც თავისუფალ საქართველოსთან არის დაკავშირებული.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: WHO
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist