პაპი ფრანცისკეს მოსასხამზე შეთქმულების თეორია ვრცელდება

კითხვის დრო: 4 წუთი

კითხვის დრო: 4 წუთი

749
VIEWS

14 თებერვალს მომღერალმა ეკა კვალიაშვილმა გამოაქვეყნა პოსტი, რომლის მიხედვითაც პაპ ფრანცისკეს მოსასხამზე “ბიჭების მოყვარული პედოფილების” სიმბოლო ჩანს. პოსტში ასევე აღნიშნულია, რომ პაპის განცხადებით “ბიბლია არასწორია” და ჰომოსექსუალობა ცოდვა არ არის. პოსტს თან ახლავს 2019 წელს მსოფლიო ახალგაზრდობის დღეზე გადაღებული ფოტო და აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს ლოგოიანი დოკუმენტის ფოტო, რომელშიც პედოფილების მიერ გამოყენებული სიმბოლოებია ჩამოთვლილი.

მსგავსი შინაარსის ინფორმაცია რუსულენოვან წყარეობში 2020 წელს გავრცელდა. 2020 წლის ივლისში Экспресс Газета-ში გამოქვეყნდა სტატია, რომელიც პედოფილების მიერ გამოყენებულ სიმბოლოებს პაპის მოსასხამზე გამოსახულ ორნამენტებს უკავშირებს. იმავე პერიოდში მსგავი შინარაარის პოსტი რუსულენოვან სოციალურ ქსელში Дзен გამოქვეყნდა.

პაპი ფრანცისკეს მოსასხამზე გამოსახული ორნამენტების პედოფილების მიერ გამოყენებულ სიმბოლოსთან დაკავშირება კონსპირაციულია. ტოლგვერდა სამკუთხედი ქრისტიანობაში წმინდა სამების სიმბოლოა, ხოლო ორნამენტის დიზაინი პანამის მკვიდრი მოსახლეობის სამოსში გამოყენებული პოპულარული დიზანის მსგავსია. გარდა ამისა პაპ ფრანცისკეს არ უთქვამს, რომ ბიბლია არასწორია, თავის განცხადებაში მან ის კანონები გააკრიტიკა, რომელიც ჰომოსექსუალობის კრიმინალიზაციას ახდენს და აღნიშნა, რომ ჰომოსექსუალობა დანაშაული არ არის, თუმცა ცოდვად მიიჩნევა.

პაპი ფრანცისკეს ფოტო, რომელიც გავრცელებულ პოსტს ახლავს თანს 2019 წელს პანამაში მსოფლიო ახალგაზრდობის დღეზეა გადაღებული.

წყარო: Americanmagazine.org/CNS photo/Paul Haring

პაპის მოსასხამის კიდეზე სპირალური ფორმის სამკუთხედი შეიმჩნევა. მოსახამზე დატანილი სწორედ ეს ორნამენტი გახდა კონსპირაციული თეორიის საგანი. გამოძიების ფედერალური ბიუროს დოკუმენტი, რომელიც პოსტს თან ახლავს 2007 წელს WikiLeaks-მა გამოაქვეყნა. WikiLeaks-ი საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელიც 2006 წელს დაარსდა და ანონიმური წყაროებიდან მოპოვებულ დოკუმენტებს აქვეყნებს. FBI-ს დოკუმენტში აღწერილია სიმბოლოები, რომლებსაც პედოფილები თავისი სექსუალური პრეფერენციების გასამჟღავნებლად იყენებენ. ერთ-ერთი მათგანი სამკუთხედის ფორმის სპირალია, რომელიც ბიჭების მიმართ მიზიდულობას გამოხატავს.

წყარო: WekiLeaks

თუმცა პაპის მოსასხამზე გამოსახული ორნამენტის და FBI-ს დოკუმენტში აღწერილი სიმბოლოების დაკავშირება კონსპირაციულია.

WikiLeaks-ის მიერ გავრცელებულ FBI-ს დოკუმენტში აღწერილი სპირალური სამკუთხედისა და პაპის მოსასხამზე გამოსახული სამკუთხედში სპირალის მიმართულება განსხვავებულია. დოკუმენტში ნაჩვენებ მაგალითებში კი, ბეჭდებზე, გულსაკიდზე და მონეტაზე გამოსახული სიმბოლოებში სპირალის დახვევის მიმართულება ზუსტად ერთნაირია და პაპის მოსასხამზე გამოსახული მიმართულების საწინააღდეგოა.

გარდა ამისა, ერთსა და იმავე სიმბოლოებს სხვადასხვა დროსა და კულტურაში სხვადასხვა მნიშვნელობა შეიძლება ენიჭებოდეს. მაგალითად ტოლგვერდა სამკუთხედი ქრისტიანობაში წმინდა სამების აღმნიშვნელი ერთ-ერთი უძველესი სიმბოლოა. რაც უფრო მეტად ნიშანდობლივია, პაპის მოსასხამზე გამოსახული სამკუთხედის სტილი ჰგავს პანამის მკვიდრი მოსახლეობის, კუნას ტრადიციულ სამოსზე, მოლაზე გამოსახულ ფერად გეომეტრიულ დიზაინს. მოლას დიზაინში სპირალური ფორმები ხშირად მეორდება და მცენარეების, ცხოველების და სხვადასხვა აბსტრაქტული გეომეტრიული ფიგურების გამოსახულებას ქმნის.

მოლა. წყარო: Smithsonian Magazine

მოლას დიზაინით შთაგონებული თანამდეროვე აქსესუარებიც აქტიურად იქმნება და იყიდება.

ასევე აღსანიშნავია, რომ პანამაში გამართულ მსოფლიო ახალგაზრდობის დღის ღონისძიებებზე პაპს კიდევ ერთი, მწვანე ფერის მოსასხამი ეცვა.

წყარო: Мercury Magazine/Luis Acosta/Agence France-Presse via Getty Images

ოქროსფერი სპირალური სამკუთხედები მწავანე მოსასხამზეც შეინიშნება. გარდა ამისა მწვანე მოსასახამის ცენტრში უშუალოდ მსოფლიო ახალგაზრდობის დღის 2019 წლის ლოგოც არის გამოსახული

წყარო: World Youth Day

სავარაუდოა, რომ ორივე მოსასხამი, რომლებზეც სამკუთხედებია გამოსახული საგანგებოდ მსოფლიო ახალგაზრდობის დღისთვის შეიკერა და მათი დიზაინი პანამურ კულტურაში პოპულარული ტრადიციული დიზაინით იყო შთაგონებული. სამკუთხედებით გაფორმებული მოსასხამები მსოფლიო ახალგაზრდობის დღეს არა მხოლოდ პაპს, არამედ ღონისძიებაზე დამსწრე სხვა სასულიერო პირებსაც ეცვათ.

წყარო: Мercury Magazine/Luis Acosta/Agence France-Presse via Getty Images
წყარო: Мercury Magazine/Luis Acosta/Agence France-Presse via Getty Images

პაპის მოსასხამთან დაკავშირებით კონსპირაციული თეორიის განვითარებასთან ერთად, ფეისბუქ პოსტში აღნიშნულია, რომ პაპმა ფრანცისკეს განცხადებით “ბიბლია არასწორია” და ჰომოსექსუალობა ცოდვა არ არის. ეს კომენტარი სავარაუდოდ პაპის მიერ 2023 წლის იანვარში გაკეთებულ განცხადებას ეხება. პაპმა ფრანცისკემ განაცხადა, რომ ჰომოსექსუალობა დანაშაული არ არის, მაგრამ აღნიშნა, რომ ის ცოდვად ითვლება. თავის განცხადებაში მან არა ბიბლია, არამედ ის კანონები გააკრიტიკა, რომლებიც ჰომოსექსუალობის კრიმინალიზაციას ახდენენ. პაპმა დანაშაულის და ცოდვის ცნებები გამიჯნა და იმ სასულიერო პირებს, რომლებიც ჰომოსექსუალობის კრიმინალიზაციას უჭერენ მხარს, ლმობიერებისკენ მოუწოდა, ასევე აღნიშნა, რომ ღმერთს თითოეული ადამიანი უყვარს.

აღსანიშნავია, რომ პაპ ფრანცისკეთან დაკავშირებით არასწორი ინფორმაცია, თითქოს ის პედოფილიას ამართლებს, წარსულშიც გავრცელებულა. პაპის გაყალბებული ციტატები და სრული კონტექსტის გარეშე გავრცელებული ფრაზები “მითების დეტექტორმა” წარსულშიც გადაამოწმა.

პაპი ფრანცისკე პედოფილიის პრობლემასთან ბრძოლის საჭიროების შესახებ ხშირად აკეთებს განცხადებებს. 2019 წელს მან საკითხზე სამსჯელოდ სპეციალური კრებაც მოიწვია. გარდა ამისა, პაპმა გააუქმა ზოგიერთი ის წესი, რომლებიც საეკლესიო პირების მხრიდან განხორციელებული ძალადობის გამოძიებას ხელს უშლიდა.

პაპ ფრანცისკესთან დაკავშირებით სხვადასხვა შეთქმულების თეორია და ყალბი ინფორმაცია ხშირად ვრცელდება. ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალები:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: რელიგია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist