პანდემიის შესახებ ჯიმ ქერის ციტატა გაყალბებულია

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

325
VIEWS

2022 წლის 12 იანვარს ფეისბუქ მომხმარებელმა Dorotea Kato-მ ამერიკელი მსახიობის ჯიმ ქერის შემდეგი ციტატა გამოაქვეყნა: “ვირუსმა დაამტკიცა, რომ შიშის საშუალებით მთელი მსოფლიოთი მანიპულირება იოლია, თუკი მასმედიას, სამეცნიერო და სამედიცინო წრეებს გააკონტროლებ”.  17 იანვრის მონაცემებით, Dorotea Kato-ს პოსტს 230-ზე მეტი გაზიარება აქვს.

"
აღნიშნული ციტატა ინგლისურ და რუსულენოვან სოციალურ ქსელებში ჯიმ ქერის ფოტოსთან ერთად 2020 წლიდან ვრცელდება, თუმცა არ არსებობს მტკიცებულება, რომ ჯიმ ქერიმ პანდემიის შესახებ იდენტური ან მსგავსი შინაარსის განცხადება გააკეთა. ციტატის ავთენტურობა ამერიკელი კომიკოსის ოფიციალურმა წარმომადგენელმაც უარყო. მსგავსი სიტყვები ქერის არც სოციალურ ქსელში დაუწერია. 

Yandex-ის საძიებო სისტემის მიხედვით, Dorotea Kato-ს მიერ გამოქვეყნებულ ფოტოს რუსულენოვანი მომხმარებლები სხვადასხვა სოციალურ ქსელში 2021 წლიდან ავრცელებდნენ,  ხოლო ციტატის ინგლისური თარგმანის Google-ის სისტემაში ძიებისას ჯიმ ქერის მსგავსი ციტატა სხვადასხვა პლატფორმაზე 2020 წლის მარტიდან გვხვდება, თუმცა  არცერთ სანდრო წყაროში არ იძებნება.

"

ფაქტების გადამოწმების ავსტრალიური პლატფორმა AAP Fact Check ციტატის ავთენტურობის გადასამოწმებლად ჯიმ ქერის ოფიციალურ წარმომადგენელს მერლი ლეზლის  დაუკავშირდა. ლეზლის თქმით, გავრცელებული ციტატა ქერის არ ეკუთვნის. გარდა ამისა AAP Fact Check-მა ჯიმ ქერის Twitter-ის პროფილიც შეისწავლა, თუმცა მსგავსი შინაარსის პოსტი არც იმ ერთადერთ სოციალურ ქსელში გვხვდება, რომელსაც მსახიობი იყენებს. ამგვარად, გავრცელებული ციტატა ამერიკელ კომიკოსს არ ეკუთვნის.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: გაყალბებული ციტატა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist