პაატა იმნაძის შვილის აცრაზე დეზინფორმაცია ვრცელდება

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

20
VIEWS

7 სექტემბერს ფეისბუქ მომხმარებელმა გიორგი დავითაძემ ჯგუფში “ქართველი მართლამდიდებლები” დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილის პაატა იმნაძის ორსული შვილის, ტატა იმნაძის აცრის ვიდეო გამოაქვეყნა. გიორგი დავითაძის მტკიცებით, მან კადრები  “დახურული საიტიდან” აიღო და ტატა იმნაძეს რეალურად შეცვლილი ამპულიდან აღებული გამაყუჩებელი ნემსი გაუკეთეს და შესაბამისად, ის არ აცრილა. დავითაძე აღწერაში უთითებს იმასაც, რომ ვაქცინაცია უნაყოფობას იწვევს.

 

"
მტკიცება იმის შესახებ, რომ პაატა იმნაძის შვილი არ აცრილა, ყალბია. ტატა იმნაძემ ფაიზერის კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზა 5 აგვისტოს გაიკეთა, მეორე დოზით კი 2 სექტემბერს პირდაპირ ეთერში აიცრა. ვიდეო, რომელსაც ფეისბუკ მომხმარებელი აქვეყნებს, “გასაიდუმლოებული” არ არის და ფრაგმენტია, თავად ტატა იმნაძის დის ინსტაგრამზე საჯაროდ გამოქვეყნებული ვიდეოდა.

პაატა იმნაძის ორსული შვილი ტატა იმნაძე ფაიზერის კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზით 2021 წლის 5 აგვისტოს თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში აიცრა.

"
ვაქცინაცის პირველი დოზის მიღების კადრებში ვაქცინის ამპულიდან ნემსის შევსება და პაციენტის მხარში მისი გაკეთება ნათლად ჩანს.

""
აღსანიშნავია, რომ ფაიზერის ვაქცინის ამპულის ეტიკეტის ერთი ნაწილი შავი ფერისაა და მასზე თეთრად ვაქცინის ვარგისიანობის ვადაა დატანილი.

"
ფაიზერის ვაქცინები, ფოტო: NPR

სწორედ ფაიზერის კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინის ტიპური ამპულა ჩანს ვიდეოში, რომელშიც ტატა იმნაძეს ვაქცინის მეორე დოზას უკეთებენ.

"
ტატა იმნაძეს ვაქცინის მეორე დოზა ინსტაგრამის პირდაპირ ეთერში გაუკეთეს. მისი დის, ლიზი იმნაძის ინსტაგრამ ანგარიშზე ვაქცინაციის ამსახველი 29 წუთიანი ვიდეო საჯაროდაა ხელმისაწვდომი. სწორედ ამ ვიდეოდან არის ამოჭრილი ის ნაწყვეტი, რომელსაც გიორგი დავითაძე ავრცელებს.

კადრებში ჩანს, რომ ექიმს პირველი ნემსის საშუალებით ამპულიდან სითხის გადმოღება უჭირს, რის გამოც ნემსს ცვლის, თუმცა ახალი ნემსის აღების შემდეგ ვაქცინის სითხეს კვლავ იმავე ამპულიდან იღებს და გავრცელებულ ვიდეოშიც მხოლოდ ერთი ამპულა ჩანს.

"
პაატა იმნაძისა და მისი ოჯახის წევრების ვაქციანციასთან დაკავშირებული დეზინფორმაცია “მითების დეტექტორიმა” ადრეც გადაამოწმა, ფეისბუქ მომხმარებლები ამტკიცებდნენ, რომ პაატა იმნაძემ და მისმა დედამ, ნუნუ დუმბაძემ არა ასტრაზენეკას კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინა, არამედ “ექსტრატი” გაიკეთეს. ვაქცინის მეორე დოზის მიღების შემდეგ ამ დეზინფორმაციას იუმორისტული პოსტით გამოეხმაურა ტატა იმნაძე, რომელმაც ვაქცინაციის ამსახველი ვიდეოდან ამოჭრილ სქრინს შემდეგი წარწერა დაურთო: “მე, ჩემი ბალიში და “ექსტრატის” მეორე დოზა.”

"


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist