ოსმანოვი თუ ბეკიროვი – რა ჰქვია რეალურად ყირიმელი თათრების წინააღმდეგ მოწმეს რუსეთის სასამართლოში?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

4
VIEWS

“ხარკოვის ადამიანის უფლებათა დაცვის ჯგუფის” თანახმად, 17 თებერვალს  გამართულ ყირიმელი თათრების  სასამართლო პროცესზე გამოვლინდა, რომ  რუსეთის “ბრალდების საიდუმლო მოწმე” ის ადამიანი იყო, რომელიც FSB-ს სხვა სამოქალაქო აქტივისტებისა და ჟურნალისტების დასაკავებლად უკვე გამოყენებული ჰყავდა. მას და კიდევ “ერთ საიდუმლო მოწმეს” დაცვის მხარის მიერ დასმულ ისეთ მარტივ კითხვებზე პასუხის გაცემა გაუჭირდათ, როგორიც არის იმ მეჩეთის ადგილმდებარეობა, სადაც მათი განცხადებით ბრალდებულს შეხვდნენ.

ბრალდებულები და მათი ადვოკატები დარწმუნებულები არიან, რომ მათ ერთ-ერთ “საიდუმლო მოწმეში” სალახუტდინ ნაზრულაევი ამოიცნეს. პროცესზე, რომელიც რუსეთის სამხრეთ სამხედრო სასამართლოში როსტოვში გაიმართა, ის ოსმანოვის სახელით წარსდგა, მაგრამ ყირიმის სოლიდარობის კოორდინატორისა და “Amnesty International”-ის სინდისის პატიმარის სერვერ მუსტაფაევისა და 7 ყირიმელი პოლიტიკური პატიმრის პროცესზე ის ივან ბეკიროვის სახელით და გვარით სარგებლობდა.

ნაზრულაევი უზბეკეთიდან არის და არ აქვს (ან არ ჰქონდა) შესაბამისი დოკუმენტები, რომლებიც რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმში მის ყოფნას ლეგალურს გახდიდა. სავარაუდოდ, მისმა ამ მდგომარეობამ სასამართლო პროცესზე, სადაც ის საიდუმლო მოწმის სტატუსით მონაწილეობდა, FSB-ს შესაძლებლობა მისცა, მასზე ზეწოლა მარტივად მოეხდინა.

გარდა ამისა, პროცესზე მისმა გამოსვლამ სხვა კითხვის ნიშნებიც გააჩინა. მას ელემენტარული ფაქტები შეხვედრებისა და ადგილების შესახებ “არ ახსოვდა”. ასევე, შესამჩნევი იყო ისიც, რომ დასმულ კითხვებზე პასუხის გასაცემად მას დიდი დრო სჭირდებოდა და დაცვის მხარეს ლეგიტიმური ეჭვი გაუჩნდა, რომ ის, სანამ ვიდეო ბმულს უპასუხებდა, კონსულტაციას ოთახში სხვა პირთან გადიოდა.

დასახელებული ფაქტები მოსამართლეებმა მხედველობაში არ მიიღეს და მოწმის ოფიციალურ იდენტიფიცირებასა და საფუძვლიანად გამოკითხვაზე უარი თქვეს. აღსანიშნავია, რომ  ყირიმელი თათრების სხვა სასამართლო პროცესებზეც  “მოწმეებმა” იდენტიფიცირებაზე უარი თქვეს, რადგან “საჯაროობა” არ უნდოდათ და თითქოს ეშინოდათ. არც ერთ შემთხვევაში “მოწმეებს” მათი შიშის მიზეზის დამადასტურებელი არგუმენტი არ წარუდგენიათ.

აღსანიშნავია, რომ ბრალდებულებს არა რაიმე კონკრეტული დანაშაულში მონაწილეობა, არამედ მშვიდობიან ორგანიზაციაში “Hizb ut-Tahrir” -ში ჩართულობა ედებათ ბრალად. ეს ორგანიზაცია უკრაინაში ლეგალურია, თუმცა, რუსეთმა ის ტერორისტულ ორგანიზაციად ყოველგვარი დასაბუთების გარეშე გამოაცხადა და ახლა ამას ყირიმელი თათრების და უკრაინელი მუსლიმების გასამართლებისათვის იყენებს. გარდა ამისა, “ჩართულობის” შესახებ სამხილი არ არსებობს და სწორედ ამიტომ FSB  ცრუ საიდუმლო მოწმეებს იყენებს.

მოსალოდნელია, რომ ამ საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განსხვავებული პოზიცია ექნება.

2020 წლის 22 სექტემბერს ამ საკითხზე ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ (საქმე ვასილიევი და სხვები რუსეთის წინააღმდეგ) რუსეთი სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევაში დამნაშავედ უკვე ცნო, რადგან  ბრალდებულების  წინააღმდეგ არასანდო “საიდუმლო მოწმე” იყო გამოყენებული. ევროპულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ მოწმის ანონიმურობის დაცვისთვის სათანადო მიზეზი წარმოდგენილი არ ყოფილა.

წყარო
ასევე დაგაინტერესებს

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist