ოკულტურ-სატანისტური შენობა თუ საქართველოს დაზვერვის სამსახური?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

844
VIEWS

30 მარტს ფეიბუქ მომხმარებელმა “დავით თორდია. უკვე დროა” გამოაქვეყნა იუთუბ ვიდეო, რომლის თანმხლებ ტექსტში ის წერს, რომ ვიდეოში მაყურებელი თბილისში მოქმედ ძლიერ ოკულტურ-სატანისტურ შენობას ნახავს და ვაქცინების შესახებ შეიტყობს. ვიდეოს დასაწყისში ავტორი თბილისის ზღვასთან მდებარე საიდუმლო შენობის შესახებ საუბრობს. აქვე აღნიშნავს, რომ როგორც მან გაარკვია, ეს ამერიკის დაზვერვის შენობაა. უშუალოდ ადგილზე მისული კი ხაზს უსვამს, რომ აშშ-მ თბილისი ძლიერი ოკულტური ზემოქმედებისთვის შეარჩია. ვიდეოს მეორე ნაწილში ვაქცინებზე საუბრისას თორდია აცხადებს, რომ ბილ გეითსი შვილებს არ ცრის, ხოლო პანდემია წინასწარ დაიგეგმა და მისი გეგმის წარდგენა 2012 წლის ლონდონის ოლიმპიადაზე მოხდა. თბილისში მდებარე ოკულტური ნაგებობის შესახებ იდენტური ინფორმაცია 31 მარტს ფეისბუკ გვერდმა “ახალგაზრდულიც” გამოაქვეყნა.

;

დავით თორდიას და “ახალგაზრდულის” მტკიცება თბილისში მდებარე ოკულტურ-სატანისტური შენობის შესახებ დეზინფორმაციაა. შენობა რეალურად საქართველოს დაზვერვის სამსახურს ეკუთვნის. ბილ გეითსის სამივე შვილი სრულად ვაქცინირებულია, ლონდონის ოლიმპიადასა და წინასწარ დაგეგმილ პანდემიას შორის კავშირების შესახებ დეზინფორმაცია კი 2020 წლის გაზაფხულიდან ვრცელდება. 

  • ვიდეოში ნაჩვენები “ძლიერი ოკულტურ-სატანისტური შენობა” საქართველოს დაზვერვის სამსახურია

უცნობ გმირთა ქუჩაზე მდებარე შენობა, რომელიც დავით თოდრიას  მტკიცებით, აშშ-ს ეკუთვნის და ძლიერი ოკულტური ცენტრია, რეალურად საქართველოს დაზვერვის სამსახურს წარმოადგენს.

;

საქართველოს დაზვევრის სამსახურის ოფიციალურ საიტზე მითითებულია, რომ შენობა უცნობ გმირთა ქუჩაზე მდებარეობს.

;

სამსახურის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნებულ ერთ-ერთი ფოტოზე კი იდენტური ფორმის შენობაა გამოსახული.

;;

1997 წლიდან საქართველოს დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტი დამოუკიდებელი უწყება იყო. 2010 წელს უწყებას  “საქართველოს დაზვერვის სამსახური” დაერქვა, 2013 წლიდან კი საქართველოს დაზვერვის სამსახური საქართველოს პრემიერ–მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული აღმასრულებელი ხელისუფლების სპეციალური დანიშნულების დაწესებულებაა. 2015 წელს დაზვერვის სამსახურის უცნობ გმირთა ქუჩაზე მდებარე ახალი ადმინისტრაციული შენობის მშენებლობა საზეიმო ვითარებაში პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა და დაზვერვის სამსახურის მაშინდელმა ხელმძღვანელმა დავით სუჯაშვილმა მოინახულეს.

  • დეზინფორმაცია ბილ გეითსის შვილებისა და ლონდონის ოლიმპიადის შესახებ

დავით თორდია ვიდეოში ახსენებს, რომ ბილ გეითსი თავის შვილებს ვირუსების საწინააღმდეგოდ არ ცრის. რეალურად, გეითსის სამივე შვილი სრულად ვაქცინირებულია, დამატებით შეგიძლიათ იხილოთ “მითების დეტექტორის” მასალა:დეზინფორმაცია გეიტსის შვილების ვაქცინაციაზე, დეპოპულაციაზე და ჩუბაისზე

დავით თორდიას ვიდეოში ლონდონის 2012 წლის ოლიმპიადის შესახებ დეზინფორმაციაც მოხვდა. ვიდეოს ავტორის თქმით, ოლიმპიადის გახსნის წარმოდგენა წინასწარ დაგეგმილი პანდემიის სცენარით ვითარდებოდა, ამის საილუსტრაციოდ თორდიას მოჰყავდა პერფორმანსზე გამოყენებული “ბორის ჯონსონის ფიგურა,” რომელიც რეალურად გულების დედოფალია ნაწარმოებიდან “ალისა საოცრებათა ქვეყანაში.” 2012 წლის ოლიმპიადის გახსნის წარმოდგენის შესახებ დეზიფორმაციები “მითების დეტექტორმა” ადრეც გადაამოწმა:
რა კავშირი აქვს “Исцели Себя Сам”-ს ლონდონის 2012 ოლიმპიადასთან და კორონავირუსთან?

დავით თორდიას შესახებ

კორონავირუსის გავრცელებით გამოწვეული პანდემიის დაწყებიდან დღემდე დავით თორდია თავის იუთუბ და ფეისბუქ გვერდებზე ანტივაქსარული და კონსპირაციული შინაარსის ვიდეოებს ხშირად აქვეყნებს. ამ ტიპის ვიდეოებს ავტორი აერთიანებს ერთ სერიაში “ხმა სიმართლისა.”

;

დავით თორდია 2019 წელს ზუგდიდის მერის რიგგარეშე არჩევნებში დამოუკიდებელ კანდიდატად მონაწილეობდა, თუმცა კანდიდატურა “არავის სასარგებლოდ” მოხსნა. უფრო ადრე, 2018 წელს ის სამეცნიერო კვლევით  ცენტრ “ახალ სიტყვას” ხელმძღვანელობდა და “მიძინებული ერის გამოფხიზლების” მიზნით მესტიიდან თბილისის მიმართულებით ფეხით მსვლელობა მოაწყო.

“ახალგაზრდულის” შესახებ

გვერდი “ახალგაზრდული” 2018 წლის 17 ივლისს შეიქმნა და სახელი 4-ჯერ გამოიცვალა. აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდულის თავდაპირველი სახელწოდება ნაციონალისტი, შემდეგ ნაციონალისტები ახალგაზრდული ლეგიონი იყო.

;


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ, საქართველო
წყარო

წყარო

ახალ
ახალგაზრდული

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist