“ობიექტივის” წამყვანის დეზინფორმაცია, თითქოს აშშ საქართველოში ინვესტიციებს არ ახორციელებს

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

46
VIEWS

2018 წლის 19 სექტემბერს, მედია-კავშირი „ობიექტივის“ წამყვანმა ბონდო მძინარაშვილმა ტელეკომპანია “ობიექტივის” ღამის სტუდიის ეთერში განაცხადა, რომ აშშ-დან საქართველოში ინვესტიციები არ ხორციელდება და აშშ საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში არ ეხმარება. მან ასევე აღნიშნა, რომ  საქართველოში ინვესტიციებს მხოლოდ რუსეთი, აზერბაიჯანი და თურქეთი ახორციელებენ.

ბონდო მძინარაშვილი, ტვ ობიექტვი: შეერთებული შტატებიდან აქ ინვესტიციები არ ხორციელდება, ძირითადად გერმანიაა ყველაზე მეტად დაინტერესებული საქართველოს ეკონომიკაში ინვესტირებით და ძალიან მნიშვნელოვანია ასევე ისიც, რომ შეერთებული შტატები არა მხოლოდ საქართველოს არ ეხმარება ეკონომიკის განვითარებაში, არამედ, კერძო ინვესტიციების წახალისებაც არ ხდება…ჩვენთან არი რუსული ინვესტიციები, აზერბაიჯანული ინვესტიციები, თურქული ინვესტიციები, აი, ეს არის მთელი ჩვენი საინვესტიციო ასე ვთქვათ, პორტფელი“.

1997 წლიდან 2017 წლის ჩათვლით საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების თითქმის ნახევარი (48%) აშშ-სა და ევროკავშირის ქვეყნებზე მოდის. 2017 და 2018 წლის მონაცემების მიხედვით, აშშ იმ ქვეყნების 10-ეულშია, რომლებიც საქართველოში ყველაზე მეტ პირდაპირ უცხოურ ინვესტიციას ახორციელებს. ამერიკული კერძო სექტორის დაინტერესებას საქართველოში ინვესტიციების ჩადებით აშშ-ს სახელმწიფო  აშშ-ს კერძო უცხოური ინვესტიციების კორპორაცია OPIC-ის მეშვეობით ახალისებს. შესაბამისად, ბონდო მძინარაშვილის მტკიცება, თითქოს აშშ-დან საქართველოში ინვესტიციები არ ხორციელდება, ტყულია.

ფაქტი 1. საქართველოს  სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების მიხედვით, აშშ-სა და ევროკავშირის ქვეყნებზე ბოლო 20 წლის მანძილზე (1997-2017 წწ) საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების თითქმის ნახევარი – 48% მოდის. 20 წლის მანძილზე აშშ-მა $ 1 483 554 მლნ , ხოლო ევროკავშირმა  $ 7 391 802 მლნ. ინვესტიცია განახორციელა საქართველოში.

"

ფაქტი2. საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების წყაროები დივერსიფიცირებულია. 2018 წლის პირველი 2 კვარტლის წინასწარი მონაცემების მიხედვით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი ინვესტიციების 10-ეულში 5 ევროკავშირის ქვეყანა და აშშ-ია და მხოლოდ ამის შემდეგ მოდის რუსეთი.
"

ფაქტი 3. საქართველოს  სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების მიხედვით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოში 2018 წელს პირველი ორი კვარტლის წინასწარი მონაცემებით $28 მლნ.   პირდაპირი ინვესტიცია განახორციელა,  2017 წელს –  $79,7 მლნ.  აშშ იმ ქვეყნების 10-ეულშია, რომლებიც საქართველოში ყველაზე მეტ პირდაპირ უცხოურ ინვესტიციას ახორციელებენ.
"

ფაქტი4. ამერიკული კერძო სექტორის დაინტერესებას საქართველოში ინვესტიციების ჩადებით აშშ-ს სახელმწიფო  ახალისებს.

აშშ-ს კერძო უცხოური ინვესტიციების კორპორაცია (OPIC) ამ  დროისთვის საქართველოში 138 მილიონი დოლარის ინვესტიციას ახორციელებს. 1995 წლიდან დღემდე OPIC-მა საქართველოში $618 მილიონი ინვესტიცია განახორციელა.

აშშ-ის კერძო უცხოური ინვესტიციების კორპორაცია OPIC-ი დაინტერესებულია საქართველოში სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტების განხორცილებეით, მათ შორის ანაკლიის ღმაწყლოვანი პორტის პროექტით,  სადაც კომპანია 100 მილიონ აშშ დოლარამდე ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს.

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობაში მონაწილეობს მსხვილი ამერიკული კომპანია SSA MARINE -იც, რომელიც ანაკლიის პორტის ტერმინალ-ოპერატორი და ერთ-ერთი ინვესტორია.


მითების დეტექტორის მიერ ამ თემაზე მომზადებული მასალები:

დეზინფორმაცია: აშშ-დან საქართველოში არცერთი პირდაპირი ინვესტიცია განხორციელებულა
ინფორმაცია, რომ დასავლეთს საქართველოში არცერთი საწარმო აუშენებია, მცდარია
დეზინფორმაცია: საქართველოში ამერიკული ბრენდები არ შემოსულა
მითი, თითქოს საქართველო მეტ შემოსავალს და დახმარებას იღებს რუსეთიდან, ვიდრე დასავლეთის ქვეყნებიდან, უსაფუძვლოა


მითების დეტექტორის ლაბორატორია

თემატიკა: ეკონომიკა
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ
წყარო

წყარო

ობ
ობიექტივი

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist