“ობიექტივის” წამყვანი ამკვიდრებს აზრს, რომ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა საერთაშორისო სამართლით დასჯადია

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

11111122222 - Copy (2)_1
246
VIEWS

2018 წლის 17 ნოემბერს ტელეკომპანია “ობიექტივის” გადაცემა “ღამის სტუდიის” წამყვანმა გია არეშიძემ განაცხადა, რომ საქართველო არ უნდა იყოს რომის სტატუტის წევრი, ვინაიდან ეს ზღუდავს ქვეყანას, ტერიტორიული მთლიანობა აღადგინოს. არეშიძის მტკიცებით, საქართველოს ხელისუფლების მიერ აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ძალისმიერი მეთოდით დაბრუნების შემთხვევაში, ჰააგის სასამართლო  ქართველ სამხედროებს გაასამართლებს.

გია არეშიძე, წამყვანი: “…საქართველო არ უნდა იყოს რომის სტატუსის წევრი, რომის სტატუსი აფუძნებს, დააფუძნა ეს საერთაშორისო კრიმინალური სასამართლო [ჰააგის]… აი, სწორედ ეს ჰააგაში სააკაშვილის ნაციონალური მოძრაობა, რომელიც დღეს აშინებს  ხალხს ჰააგის სასამართლოთი, სწორედ მათი დამსახურებაა, რო ამ სრულიად არადემოკრატიულად არჩეული სასამართლოს წევრები ვართ… იმიტომ უნდა გამოვიდეთ აქიდან და იმიტომ არ უნდა ვიყოთ ამის წევრები, რო როდესმე რო დაგვჭირდეს ძალით დაბრუნება სამაჩაბლოსი, ამას მე ვამბობდი 15 წლის წინათ დაახლოებით, სამაჩაბლოს და აფხაზეთის დაბრუნება რო დაგვჭირდეს ძალით, ჩვენი გმირები შეიძლება ამ სასამართლომ გაასამართლოს-თქო. ესე იგი ჩვენი გენერლები და მხედარმთავრები და ახლა მათი დამსახურებაა, რო ეს საშიშროება საერთოდ დგას ჩვენ წინაშე”.

ობიექტივის წამყვანის მტკიცება, თითქოს რომის სტატუტი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შესაძლებლობას უსპობს, ხოლო მცდელობის შემთხვევაში ქართველ სამხედროებს პატიმრობა ელით,  სიმართლეს არ შეესაბამება, ვინაიდან რომის წესდება აღიარებს სახელმწიფოების უფლებას, დაიცვან ტერიტორიული მთლიანობა. მსგავსი ნარატივი ამკვიდრებს აზრს, რომ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და სამხედროების მიერ საკუთარი ქვეყნის დაცვა საერთაშორის სამართლით დასჯადია.

რომის წესდების მე-8.3 მუხლის თანახმად, სამხედრო დანაშაულების აკრძალვა:

“არ ახდენს გავლენას მთავრობის პასუხისმგებლობაზე, ყველა კანონიერი საშუალების გამოყენებით შეინარჩუნოს ან აღადგინოს კანონიერება და წესრიგი სახელმწიფოში ან დაიცვას ერთიანობა ან ტერიტორიული მთლიანობა”.

ამასთანავე, წესდების მე-8 მუხლი მხოლოდ მშვიდობიანი მოსახლეობის ან სამოქალაქო ობიექტების წინააღმდეგ მიმართულ ისეთ სასტიკ განზრახ სამხედრო ქმედებებს აცხადებს დასჯადად, როგორიცაა მშვიდობიანი მოქალაქეების განზრახი მკვლელობა, გაუპატიურება, მძევლად აყვანა, ტყვეების წამება, მომწამვლელი გაზის გამოყენება, მარადიორობა, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების განზრახ განადგურება და სხვა.

თავისი არსებობის მანძილზე სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი სულ 4 სამხედრო პირის წინააღმდეგ გამოიტანა, რომელთაგან სასამართლომ სამხედრო დანაშაულისათვის მსჯავრდებული სამხედრო პირი აპელაციის შემდგომ გაამართლა. 2 შემთხვევა არასრულწოვანების იძულებით რეკრუტირებას და სასტიკ და ძალადობრივ ქმედებებში ჩართვას შეეხებოდა, 1 კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების განადგურებას.

არასრულწლოვანების რეკრუტირება კონგოში

ჟერმენ კატაგა კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის ერთ-ერთი სამხედრო დაჯგუფების ხელმძღვანელი იყო, რომელმაც 2003 წლის 24 თებერვალს სოფელ ბოგოროს მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმისათვის 15 წლამდე ასაკის ბავშვები სამხედრო ძალად გამოიყენა. თავდასხმისას სოფლის ასამდე დაუცველი მაცხოვრებელი მოკლეს, ქალები გააუპატიურეს, სოფელი კი გაძარცვეს. ჰააგის სასამართლომ კატაგა დამნაშავედ სცნო სამხედრო დანაშაულების ჩადენაში. (https://househummus.com)

მეორე ანალოგიურ საქმეში გამამტყუნებელი განანაჩენი თომას ლუბანგა დილოს წინააღმდეგ გამოიტანეს. სასამართლომ დილო დამნაშვედ სცნო იმისთვის, რომ 15 წლამდე ასაკის კონგოელი ბავშვები იძულების წესით ჩარიცხა არმიაში და 2002-2003 წლებში მთელი კონგოს მასშტაბით მიმდინარე შეიარაღებულ შეტაკებებში მონაწილეობას აიძულებდა.

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების განადგურება

აჰმად ალ ფაქი ალ მაჰდის საქმე შეეხებოდა 2012 წელს მალიში მომხდარ კონფლიქტს, როდესაც რამდენიმე შეიარაღებულმა ჯგუფმა ქალაქი ტიმბუქტუ დაიკავა და ე.წ. მორალის ბრიგადა შექმნა, რომელსაც ალ მაჰდი მეთაურობდა. ადგილობრივი მოსახლეობის მიერ რელიგიური რიტუალების განხორციელებისთვის ხელის შესაშლელად ბრიგადამ ალ მაჰდის მეთაურობით კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად აღიარებული ათამდე მეჩეთი და მავზოლეუმი გაანადგურა. ამ სამხედრო დანაშაულისათვის სასამართლომ ალ მაჰდის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა.

რომის წესდება

დღესდღეობით რომის წესდების მონაწილე მსოფლიოს 123 ქვეყანაა.  წესდების მიღების დღიდან მისი წევრობა ოფიციალურად სულ სამმა სახელმწიფომ დატოვა: ბურუნდიმ, ფილიპინებმა და რუსეთმა. ამ უკანასკნელმა წესდებაზე უარი 2016 წელს, ყირიმის ანექსიის დაწყებისთანავე, თქვა.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist