“ობიექტივის” 4-წუთიან ფრანგმენტში თარხან-მოურავმა ევროპაზე 6 დეზინფორმაცია გააჟღერა

კითხვის დრო: 4 წუთი

კითხვის დრო: 4 წუთი

281
VIEWS

28 ივნისს მედია-კავშირი ობიექტივის ფეისბუქ გვერდზე „სტუდია N8“-ს 27 ივნისის გადაცემის ნაწყვეტი გამოქვეყნდა, რომელშიც პარტია „პატრიოტთა ალიანსის“ თავმჯდომარე დავით თარხან-მოურავი ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსზე საუბრობს და რამდენიმე მტკიცებას აჟღერებს:

  1. საქართველოს აქვს ევროკავშირის ასოცირებული წევრის სტატუსი, რაც უფრო მეტია, ვიდრე წევრობის კანდიდატის სტატუსი
  2.   წევრობის კანდიდატის სტატუსი თურქეთისთვის მოიგონეს 30 წლის წინ, რათა ევროკავშირში არ შეეშვათ
  3. ევროკავშირში გასაწევრიანებლად ქვეყანაში არ უნდა იყოს კონფლიქტური ზონები
  4. ევროპის სრულფასოვანი წევრი რომ გახდე, დსთ-ს წევრი არ უნდა იყო
  5. ევროკავშირში შესვლისთვის არ შეიძლება რომ ქვეყანა იყოს ნეიტრალური
  6. მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ, რომელიც რუმინეთის მოქალაქეა, გადატრიალების შედეგად მოვიდა

evro1 “ობიექტივის” 4-წუთიან ფრანგმენტში თარხან-მოურავმა ევროპაზე 6 დეზინფორმაცია გააჟღერა

აღნიშნული მტკიცებები დეზინფორმაციულია, ვინაიდან ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე ასოცირების შეთანხმების გაფორმება წევრობის კანდიდატის სტატუსს არ აღემატება, ხოლო კანდიდატის სტატუსი თურქეთამდე მიენიჭათ ისეთ ქვეყნებს, რომლებიც მოგვიანებით ევროკავშირის წევრები გახდნენ; რაც შეეხება ევროკავშირში გაწევრიანების კრიტეტიუმებს, ის არ მოიცავს ნეიტრალიტეტზე და სხვა კავშირების, მათ შორის დსთ-ს წევრობაზე უარის თქმას და სადავო ტერიტორიების არქონას. მოლდოვის პრეზიდენტი კი, რომელსაც ორმაგი მოქალაქეობა აქვს, ხელისუფლებაში არჩევნების გზით მოვიდა.

დეზინფორმაცია N1: საქართველოს აქვს ევროკავშირის ასოცირებული წევრის სტატუსი, რაც უფრო მეტია, ვიდრე წევრობის კანდიდატის სტატუსი

გადაცემაში როგორც წამყვანი, ასევე დავით თარხან-მოურავი, არაერთხელ ამბობენ, რომ საქართველო ევროკავშირის ასოცირებული წევრია. წამყვანის თქმით, ასოცირების ხელშეკრულებიდან, ანუ მას შემდეგ, რაც საქართველო ევროპის ასოცირებული წევრი გახდა, 8 წელი გავიდა. დავით თარხან-მოურავი კი ამბობს, რომ ეს სტატუსი უფრო მეტია, ვიდრე ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი:

დავით თარხან-მოურავი, პატრიოტთა ალიანსი: “აი დააკვირდით, ასოცირებული წევრი, სრულუფლებიანი წევრი და კანდიდატი წევრობაში, სიტყვათწყობა. რომელი უფრო მეტია, წევრობის კანდიდატი, თუ ასოცირებული წევრი? ასოცირებული წევრი ნიშნავს, რომ წევრი ხარ უკვე ნაწილობრივ. ესე იგი, ეს უფრო მეტია, ვიდრე წევრობის კანდიდატი…ჩვენ რომ მოგვცეს ასოცირებული წევრობა ეს მაშინ უფრო მეტი იყო, ვიდრე კანდიდატობა.”

“ასოცირებული წევრის” სტატუსი რეალურად არ არსებობს, ხოლო მტკიცება, რომ ასოცირების ხელშეკრულება ევროკავშირში გაწევრიანების კუთხით უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე კანდიდატის სტატუსის მიღება, სიმართლეს არ შეესაბამება. ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში გამოყოფილია 3 საფეხური, რომელიც ქვეყანამ უნდა გაიაროს. Პირველი სწორედ წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებაა. Მეორე ნაბიჯი მოიცავს მოლაპარაკებების დაწყებას, ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოებას და სასამართლო, ადმინისტრაციული, ეკონომიკური და სხვა რეფორმების გატარებას, რათა ქვეყანამ ევროკავშირში გაწევრიანების კრიტერიუმები დააკმაყოფილოს. Მხოლოდ ამის შემდეგ ხდება ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანება.

Რაც შეეხება ასოცირების შეთანხმებას, ეს არის შეთანხმება ევროკავშირსა და მესამე ქვეყანას შორის, რომლის მიზანსაც ორმხრივი ურთიერთობებისათვის ჩარჩოს შემუშავება წარმოადგენს. Შეთანხმება შეიძლება მოიცავდეს ვაჭრობის ლიბერალიზაციას (მაგ. თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას), ზოგ შემთხვევაში კი ქვეყანას ამზადებდეს ევროკავშირში სამომავლოდ გაწევრიანებისათვის. ევროკავშირს სხვადასხვა დროს მსგავსი შეთანხმებები გაფორმებული აქვს არა მხოლოდ ევროკავშირში გაწევრიანების მსურველ და კანდიდატ ქვეყნებთან, არამედ ახლო აღმოსავლეთის, ჩრდილოეთ აფრიკის და სამხრეთ ამერიკის ქვეყნებთანაც, მაგალითად ევრო-ხმელთაშუაზღვის ასოცირების შეთანხმება მოიცავს ისეთ ქვეყნებს, როგორებიცაა ლიბანი, ალჟირი, მაროკო, ტუნისი, ეგვიპტე, იორდანია და ისრაელი, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ მათ ევროკავშირის წევრის სტატუსი ან წევრობის კანდიდატზე მაღალი სტატუსი აქვთ.

დეზინფორმაცია N2: წევრობის კანდიდატის სტატუსი თურქეთისთვის მოიგონეს 30 წლის წინ, რათა ევროკავშირში არ შეეშვათ

თურქეთმა, რომელმაც ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას ხელი ჯერ კიდევ 1963 წელს მოაწერა, ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადი 1987 წელს შეიტანა, წევრობის კანდიდატის სტატუსი კი 1999 წელს მიიღო.

Შედარებისათვის, 1972 წელს ასოცირების შეთანხმებას ხელი მოაწერა კვიპროსმა, ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი კი 1990 წელს შეიტანა. 1993 წელს ევროპულმა საბჭომ მხარი დაუჭირა ევროკომისიის დასკვნას, რომლის მიხედვითაც, კვიპროსი აკმაყოფილებდა კრიტერიუმებს და მისი გაწევრიანება ევროკავშირში შესაძლებელი იქნებოდა. Კომისიამ კვიპროსის აპლიკაცია კიდევ ერთხელ 1995 წელს განიხილა და კვლავ დაადგინა, რომ კვიპროსი აკმაყოფილებდა ევროკავშირში გაწევრიანებისათვის არსებულ კრიტერიუმებს. Შესაბამისად, კვიპროსი ევროკავშირის წევრობის კანდიდატი გახდა და სხვა კანდიდატ ქვეყნებთან ერთად (უნგრეთი, პოლონეთი, ჩეხეთი, ლიეტუვა, ლატვია, ესტონეთი, სლოვენია) გაწევრიანებისათვის მეორე ნაბიჯი, მოლაპარაკებები, 1998 წელს დაიწყო. Საბოლოოდ ქვეყანა ევროკავშირის წევრი 2004 წელს გახდა.

კვიპროსის მაგალითი აქარწყლებს დავით თარხან-მოურავის კიდევ ერთ მტკიცებას:

დეზინფორმაცია N3: ევროკავშირში გასაწევრიანებლად ქვეყანაში არ უნდა იყოს კონფლიქტური ზონები

1993 წელს კვიპროსის აპლიკაციის განხილვის შემდეგ ევროკომისიამ გამოაქვეყნა დასკვნა, რომელშიც ნათქვამია, რომ კვიპროსის პრობლემის მიუხედავად, საჭირო იყო ყველა ინსტრუმენტის გამოყენება, რაც ქვეყანასთან ასოცირების შეთანხმებით არსებობდა და დაწყებულიყო ახლო თანამშრომლობა კვიპროსის მთავრობასთან ეკონომიკური, სოციალური და პოლიტიკური ტრანზიციისათვის, რომელიც ქვეყანას ევროკავშირთან ინტეგრაციასთან დააახლოვებდა.

Მიუხედავად იმისა, რომ კვიპროსის მთავრობას არ აქვს კონტროლი ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილზე, მან შეძლო ევროკავშირში გაწევრიანება. ევროკავშირი ჩრდილოეთ კვიპროსის მთავრობას არ აღიარებს. კვიპროსის ევროკავშირში გაწევრიანების 2003 წლის შეთანხმებაში მოცემულია პროტოკოლი N10, რომლის მიხედვითაც, ევროკავშირის კანონმდებლობის აპლიკაცია შეჩერებულია კვიპროსის რესპუბლიკის იმ ტერიტორიაზე, რომელზეც კვიპროსის რესპუბლიკის მთავრობას ეფექტური კონტროლი არ აქვს.

Შესაბამისად, მტკიცება, რომ ევროკავშირში გაწევრიანება შეუძლებელია, თუ ქვეყანას სადავო ტერიტორიები აქვს, სიმართლეს არ შეესაბამება.

დეზინფორმაცია N4: ევროპის სრულფასოვანი წევრი რომ გახდე, დსთ-ის წევრი არ უნდა იყო

ევროკავშირში გაწევრიანებისათვის ქვეყანამ 1993 წელს კოპენჰაგენში შემუშავებული პოლიტიკური და ეკონომიკური კრიტერიუმები უნდა დააკმაყოფილოს. ესენია:

  • სტაბილური ინსტიტუტები, რომლებიც უზრუნველყოფენ დემოკრატიას
  • კანონის უზენაესობა
  • ადამიანის უფლებების დაცვა
  • უმცირესობების დაცვა და პატივისცემა
  • ფუნქციური საბაზრო ეკონომიკა და კონკურენციასთან და საბაზრო ძალებთან გამკლავების უნარი
  • ადმინისტრაციული და ინსიტუციური შესაძლებლობები იმისა, რომ ეფექტურად მოხდეს ევროკავშირის წევრობის ფარგლებში საერთო ვალდებულების და კანონების იმპლემენტაცია და წევრობის პირობების შესრულება

Როგორც ვხედავთ, კრიტერიუმებში არ არის ნახსენები სხვა ეკონომიკური კავშირის წევრობა, მათ შორის არც დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის. დსთ-ის წევრობას ხელი არ შეუშლია სომხეთის, აზერბაიჯანისა და მოლდოვისათვის ეთანამშრომლათ ევროკავშირთან ევროპული სამეზობლოს პოლიტიკის ფარგლებში.

Ევროკავშირში გაწევრიანების კრიტერიუმების შესახებ ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალა:

დეზინფორმაცია N5: ევროკავშირში შესვლისთვის არ შეიძლება, რომ ქვეყანა იყოს ნეიტრალური

Როგორც კოპენჰაგენის კრიტერიუმებიდან ჩანს, მსგავსი მოთხოვნა ევროკავშირის წევრობისათვის დაყენებული არ არის. Მეტიც, გადაცემაში თავად დავით თარხან-მოურავს მოჰყავს იმ ქვეყნების მაგალითები, რომლებიც ევროკავშირის წევრობასთან ერთად ნეიტრალურები არიან: ავსტრია, ირლანდია, შვედეთი, ფინეთი, მალტა (თარხან-მოურავი არ ახსენებს კვიპროსს, რომელიც ასევე ამ სიაშია). Შვედეთზე საუბრისას ის ამბობს: “შვედეთიც ნეიტრალურია, ჯერჯერობით, და იქნება ასე, სავარაუდოდ, ნეიტრალური”. თუმცა აღსანიშნავია, რომ უკრაინაში რუსეთის მიერ დაწყებული ომის შემდეგ შვედეთმა და ფინეთმა ნატოში გაწევრიანების განაცხადი გააკეთეს და მას შემდეგ, რაც საკითხისადმი თურქეთის წინააღმდეგობა დაიძლია, ნატოს ლიდერებმა ისინი ალიანსში გასაწევრიანებლად ოფიციალურად მიიწვიეს.

დეზინფორმაცია N6: მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ, რომელიც რუმინეთის მოქალაქეა, გადატრიალების შედეგად მოვიდა

რეალურად, მაია სანდუს, ისევე, როგორც მოლდოვის მოქალაქეთა მეოთხედზე მეტს, მოლდოვისა და რუმინეთის ორმაგი მოქალაქეობა აქვს და ის ხელისუფლების სათავეში არა გადატრიალების, არამედ არჩევნების გზით მოვიდა. სანდუმ 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ხმების 36.1% მიიღო, ყოფილმა პრეზიდენტმა, კრემლთან დაახლოებულმა იგორ დოდონმა კი 32.6%. მეორე ტურში სანდუმ ხმების 57.75% მიიღო, დოდონმა 42.25%.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: ევროკავშირი, მოლდოვა
წყარო

წყარო

პატ
პატრიოტთა ალიანსი

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist