“ობიექტივი” ლუგარის ლაბორატორიის წინააღმდეგ კრემლის დეზინფორმაციებს ახმოვანებს

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

640
VIEWS

23-24 მარტს სატელევიზიო არხ “ობიექტივის” საინფორმაციო გამოშვებაში “ნამდვილი ამბები” გავიდა ლუგარის ლაბორატორიის შესახებ სიუჟეტი  გავიდა. “ობიექტივის” ეთერში ბულგარელი ჟურნალისტის დილიანა გაიტანჯიევა და ამერიკელი ჟურნალისტი ჯეფრი სილვერმანი ამტკიცებდნენ, რომ საქართველოში, ლუგარის ლაბორატორიაში ჯარისკაცებზე საშიში ექსპერიმენტები ტარდება, ხოლო თავად ლუგარის ლაბორატორია უკანონო საქმიანობას ეწევა. სიუჟეტში არ არის წარმოდგენილი აღნიშნული მტკიცებების საპასუხო არგუმენტები, დამატებით კი, 23 მარტის სიუჟეტში ნათქვამია, რომ ეჭვებს ლუგარის ლაბორატორიის შესახებ ამყარებს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის ვიქტორია ნულანდის განცხადება, რომელმაც უკრაინის ბიოლაბორატორიებში სახიფათო ნივთიერებების არსებობა დაადასტურა. 

23 მარტის სიუჟეტში მოყვანილია პარტია “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერის ირმა ინაშვილის განცხადებაც, რომელიც აღნიშნავს, რომ ლუგარის ლაბორატორიის საქმიანობა გამჭვირვალე უნდა იყოს, რათა დამატებითი კითხვები არ გაჩნდეს.

Screenshot 14 10 “ობიექტივი” ლუგარის ლაბორატორიის წინააღმდეგ კრემლის დეზინფორმაციებს ახმოვანებს Screenshot 15 8 “ობიექტივი” ლუგარის ლაბორატორიის წინააღმდეგ კრემლის დეზინფორმაციებს ახმოვანებს

ტელეკომპანია “ობიექტივის” და მისი რესპონდენტების განცხადებები ყალბია. რეალურად: 1) უკრაინაში და საქართველოში მიმდინარე კვლევები არა ჯარისკაცებზე საშიში ექსპერიმენტების ჩატარებას, არამედ მათი სისხლის ნიმუშების ანტისხეულებზე შემოწმებას გულისხმობდა; 2) ვიქტორია ნულანდის განცხადება ლაბორატორიების უკანონო ან საზიანო საქმიანობას არ ადასტურებს, ის მიუთითებს, რომ ლაბორატორიების კვლევითი მასალები შესაძლოა, რუსეთმა ბოროტად გამოიყენოს; 3) ლუგარის ლაბორატორიაში საიდუმლო კვლევები არ ხორციელდება, კვლევით პროექტებზე ინფორმაცია საჯაროა, ხოლო ლაბორატორიაში ჟურნალისტებისა და ექსპერტების ვიზიტი არაერთხელ განხორციელებულა.

  • რას ეხებოდა უკრაინასა და საქართველოში ჩატარებული კვლევები, რომელშიც ჯარისკაცები მონაწილეობდნენ?

კვლევა სახელწოდებით  Arthropod-borne and zoonotic infections among military personnel in Georgia 2014-2016 წლებში მიმდინარეობდა, ის მიზნად ისახავდა სამხედრო პერსონალში ფეხსახსრიანებით გადამდები და ზოონოზური ინფექციების მიმართ ანტისხეულების არსებობა განესაზღვრა და შემდგომ ამ ინფექციების გამომწვევებთან დაკავშირებული ეპიდემიოლოგიური რისკ-ფაქტორების დაედგინა. კვლევის ფარგლებში, ანტისხეულებზე შესამოწმებლად ჯარისკაცების სისხლის ნიმუშები აიღეს, ისინი ფიზიკურად რაიმე ბიოლოგიურ ექსპერიმენტში ჩართული არ ყოფილან. ხოლო კვლევის შედეგები საჯაროა და სამეცნიერო ჟურნალებში არის ხელმისაწვდომი. მსგავსი კვლევა ჩატარდა უკრაინაშიც, რომელიც ყირიმ-კონგოს ცხელებასა და ჰანტავირუსებს ეხებოდა. ანალოგიურად შემოწმდა კვლევაში მონაწილეების სისხლის ნიმუშები, რათა დაედგინათ ჰქონიათ თუ არა მათ წარსულში შეხება ამ დაავადებებთან. ვრცლად ამ თემაზე იხილეთ:

გაიტანჯიევა საქართველოსა და უკრაინაში სამხედრო პერსონალის კვლევებზე დეზინფორმაციას ავრცელებს

  • რა განაცხადა ვიქტორია ნულანდმა?

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ვიქტორია ნულანდის განცხადებას რუსულენოვანი წყაროები მანიპულაციურად იყენებენ და ამტკიცებენ, თითქოს მან აქამდე გასაიდუმლოებული ლაბორატორიების არსებობა დაადასტურა. აშშ-ის მხარდაჭერით მოდერნიზებული უკრაინული ლაბორატორიებისა და მათი საქმიანობის შესახებ ინფორმაცია გასაიდუმლოებული არ ყოფილა, ხოლო ნულანდის განცხადებით, უზრუნველყოფილი უნდა იყოს, რომ კვლევითი მასალები ხელში რუსულ მხარეს არ ჩაუვარდეს. მან ასევე აღნიშნა, რომ არ გამორიცხავს ბიოლოგიური ან ქიმიური იარაღი რუსეთმა გამოიყენოს და შემდეგ უკრაინას დააბრალოს. 

ნულანდს არ დაუკონკრეტებია, თუ რომელ კვლევით მასალებს გულისხმობდა, თუმცა საჯაროა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ უკრაინულ ლაბორატორიებში, ისევე როგორც სხვა ქვეყნის ლაბორატორიებში ასევე ხდება საშიში დაავადებების საფრთხეების შესწავლა, ხოლო უკრაინას აშშ 2005 წლიდან ბიოლაბორატორიების ტექნიკურ მოდერნიზაციაში და უსაფრთხოების დონის გაუმჯობესებაში ეხმარება. 2005 წელს უკრაინასა და აშშ-ის შორის  ბიოლოგიური საფრთხის შემცირების პროგრამას ჩაეყარა საფუძველი. ხელშეკრულება მიზნად ისახავს საბჭოთა კავშირის დაშლის შედეგად წარმოქმნილი ბიოლოგიური საფრთხეების განეიტრალებას, რაც ნან-ლუგარის პროგრამის ნაწილია, რომელიც 2012 წლამდე რუსეთშიც მოქმედებდა.

კრემლი წლებია ავრცელებს ინფორმაციას, თითქოს უკრაინაში ბიოლოგიური იარაღის შექმნაზე მუშაობენ, თუმცა ამის დამადასტურებელი მტკიცებულება წარმოდგენილი არ აქვს. გარდა ამისა, არაერთხელ გაჟღერებულა დეზინფორმაცია საშიში პათოგენების გავრცელებასთან დაკავშირებით, თუმცა მსგავსი გაჟონვა უკრაინაში არ მომხდარა, ხოლო ის დაავადებები, რაც კრემლს და მის მხარდამჭერ წყაროებს ‘მტკიცებულებად’ მოჰყავთ, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გავრცელებული ბუნებრივი ვირუსებია, რომელთაც უკრაინის ლაბორატორიების საქმიანობასთან კავშირი არ აქვს.

ვრცლად იხილეთ:

უცნობი ვირუსი თუ ღორის გრიპი? – ბიოლაბორატორიებზე 2016 წლის რუსულენოვანი დეზინფორმაცია ვრცელდება

კრემლის 4 დეზინფორმაცია უკრაინაში ბიოლოგიური ლაბორატორიების შესახებ 

რა თქვა რეალურად  ვიქტორია ნულანდმა და რა დეზინფორმაციას ავრცელებს რუსული მედია უკრაინაში ბიოლოგიურ იარაღზე?

  • ლუგარის ლაბორატორიის საქმიანობა გამჭვირვალეა ცენტრში ექსპერტებისა და ჟურნალისტების ვიზიტი არაერთხელ განხორციელებულა

ხშირად ხდება აპელირება იმასთან დაკავშირებით, თითქოს ლუგარის ცენტრი აკრძალულ კველევებს ახორციელებს და ამიტომაც მათი საქმიანობა გამჭვირვალე არაა. ამასთან დაკავშირებით “ობიექტივის” სიუჟეტში ირმა ინაშვილმაც განაცხადა. სინამდვილეში, ლაბორატორია ინფექციური დაავადებების დიაგნოსტირებას და პრევენციას ახდენს. ხოლო გამჭვირვალობის შესახებ ბრალდება უსაფუძვლოა, რადგან ლაბორატორიას უსაფრთხოებისა და ბიო-ექსპერტები 20-მდე ქვეყნიდან ეწვივნენ, თუმცა, საქართველოს მხრიდან მოწვევის მიუხედავად,  რუსეთმა  ვიზიტში მონაწილეობის მიღებაზე უარი განაცხადა. ლუგარის ცენტრში რამდენჯერმე ეწვივნენ ჟურნალისტებიც, მათ შორის რუსი ჟურნალისტები.

ვრცლად ლუგარის ლაბორატორიის საქმიანობაზე იხილეთ:

რატომ ესხმის კრემლი თავს პერიოდულად ლუგარის ლაბორატორიას?

მითი, თითქოს ლუგარის ლაბორატორია საქართველოს მოსახლეობაზე ბიოლოგიურ ცდებს ატარებს, საფუძველს მოკლებულია

ვინ არიან დილიანა გაიტანჯიევა და ჯეფრი სილვერმანი?

დილიანა გაიტანჯიევა და ჯეფრი სილვერმანი წლებია ლუგარის ლაბორატორიის წინააღმდეგ საინფორმაციო ოპერაციებში მონაწილეობენ.

გაიტანჯიევა კრემლთან და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მფლობელობაში მყოფი TV Zvezda-სთან დაკავშირებული ბულგარელი ჟურნალისტია, რომელიც სხვადასხვა დროს საქართველოს ოფიციალური უწყებებიდან გაჟონილ დოკუმენტებს, მათ შორის კიბერშეტევების შემდეგ მოპოვებულს, კონსპირაციულად აქვეყნებდა.

როგორც გაიტანჯიევა, ასევე ჯეფრი სილვერმანი რუსული პროპაგანდისტულ არხებზე ლუგარის ლაბორატორიის წინააღმდეგ ხშირად ფიგურირებენ. სილვერმანი ასევე არის  აშშ-ის ფინანსთა დეპარტამენტის მიერ სანქცირებული USA Really-ს ავტორი.

რუსული ВОЕННЫЙ АРСЕНАЛ-ი, ბულგარული ARMS WATCH და სხვანი ლუგარის ლაბორატორიის წინააღმდეგ


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ, რუსეთი, უკრაინა
წყარო

წყარო

სილ
ჯეფრი სილვერმანი

წყარო

გაი
გაიტანჯიევა დილიანა

წყარო

პატ
პატრიოტთა ალიანსი

წყარო

ობ
ობიექტივი

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist