NTV-ს დეზინფორმაცია, თითქოს ამერიკელები რუსეთში ცხოვრებაზე ოცნებობენ

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

სჰარე
162
VIEWS

14 იანვარს НТВ-ს გადაცემა “სევოდნიას” ეთერში გავიდა სიუჟეტი, სათაურით “ ამერიკელები, რომლებიც თავიანთი ქვეყნიდან გამოიქცნენ რუსეთში ცხოვრების შესახებ ჰყვებიან ”. НТВ მაყურებლებს აშშ-ში ცხოვრების სირთულეებსა და რუსეთში ცხოვრების უპირატესობებზე უყვება:

НТВ: “ამერიკელების თითქმის მესამედი ოცნებობს აშშ-ის დატოვებაზე. მათ ქვეყნის დატოვებისაკენ უბიძგებს  მძიმე გადასახადები და მაღალი ფასები. ზოგიერთი მათგანი უკეთეს ცხოვრებას ეძებდა ევროპაში, ყირიმში, მაგრამ საბოლოოდ მოსკოვში დასახლდნენ. ისინი აცხადებენ, რომ მათი “ცხოვრების ხარისხი ბევრად გაუმჯობესდა” .

აშშ-სთან შედარებით რუსეთში ცხოვრების უპირატესობების შესახებ მომზადებულ სიუჟეტში ნაჩვენები სამი ამერიკის მოქალაქიდან ერთ-ერთ რეალურად არა რუსეთში, არამედ ლატვიაში ცხოვრობს.   The Insider-ის ჟურნალისტებმა კი გამოიკვლიეს, რომ ამერიკის მოსახლეობის მეექვსედზე ნაკლები “ფიქრობს ემიგრაციაში ცხოვრებაზე” რაც ეწინააღმდეგება НТВ-ს მტკიცებას, თითქოს ამერიკელებს მესამედ არა ზოგადად საზღვარგარეთ, არამედ კონკრეტულად რუსეთში სურთ ცხოვრება.

НТВ-ს  სიუჟეტის შესახებ   Eu vs disinfo-მ და The Insider-მა რამდენიმე უზუსტობა და დეზინფორმაცია გამოავლინეს.

რუსეთში ცხოვრების უპირატესობებზე არა რუსეთში მცხოვრები არამედ, რიგაში მცხოვრები ამერიკელი სტივენი  ჰყვება

НТВ -ს სიუჟეტში აღნიშნულია, რომ სტივენი  აშშ-დან “ფასებს გამოექცა”. НТВ-ს კამერასთან საუბრისას ამერიკელი ემიგრანტი ჰყვება როგორ გახდა მისი ცხოვრება უფრო კომფორტული. მისი თქმით,  ჯანრთელობის დაზღვევის ხარჯებს დამსაქმებელი იხდის, ავტომობილები იაფია და ბინის ქირა ხელმისაწვდომი. სტივენი არ აპირებს აშშ-ში დაბრუნებას – გვიყვება НТВ. თუმცა, სტივენი რიგაში ცხოვრობს.

НТВ არ მალავს იმ ფაქტს, რომ საიუჟეტის ერთ-ერთი გმირი სტივენი რიგაში ცხოვრობს, თუმცა გაურკვეველია НТВ რატომ ჩავიდა რიგაში იმის საჩვენებლად, თუ რამდენად მომხიბვლელია რუსეთში ცხოვრება ამერიკელი ემიგრანტებისათვის.

Eu vs disinfo-ს  ეჭვი შეაქვს იმაშიც, თუ რა უთხრა სინამდვილეში სტივენმ НТВ -ს ჟურნალისტს. რუსულად გახმოვანებული რესპოდენტის კომენტარი იმდენად ხმამაღალია, რომ რესპონდენტის მშობლიურ ენაზე  საუბარი არ ისმის. ხოლო НТВ -ს მანიპულაციურად თარგმანში ადრეც ადანაშაულებდნენ.

НТВ: ამერიკასთან გამომშვიდობება

რეალობა: სხვა ქვეყანაში ცხოვრების გამოციდლების მიღება

რუსული დამოუკიდებელი მედია-გამოცემის The Insider-ის ჟურნალისტებმა გამოიკვლიეს, რომ სინამდვილეში ამერიკელების მესადმედი არ ოცნებობს ემიგრაციაში წასვლაზე. კენტისა და ტუფტის უნივერსიტეტების კვლევის თანახმად ამერიკელების მესამედი  (33.1%) შესაძლებლად მიიჩნევს განიხილოს სამშობლოს ფარგლებს გარეთ ცხოვრება გარკვეული დროით. რაც შეეხება ემიგრაციაში წასვლას, ამის შესახებ ამერიკელების შეხედულებებზე უახლესი ფართომასშტაბიანი კვლევის შედეგები 2019 წლის 4 იანვარს Gallup-მა გამოაქვეყნა.  გამოკითხვის თანახმად, ემიგრაციაში წასვლის (სხვა ქვეყანაში მუდმივად სახცოვრებლად გადასვლის) სურვილი ამერიკელთა მხოლოდ 16%-ს აქვს, რაც ბევრად ნაკლებია, ვიდრე “ამერიკელების მესამედი”. ამასთან, გამოკითხვაში ამერიკელები ზოგადად უცხო ქვეყანაში ცხოვრებაზე საუბრობენ და არა კონკრეტულად რუსეთში, როგორც ამას НТВ ამტკიცებს.

НТВ-ს სიუჟეტს კრიტიკულად და ირონიულად გამოეხმაურნენ ფეისბუკის მომხმარებლებიც

"

წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist