Npa.ge-ს ვიდეომანიპულაცია, თითქოს არაბები ნარიყალაზე ქრისტეს შეურაცხყოფენ

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

ყჯ
1.4k
VIEWS

2017 წლის 4 ოქტომბერს ვებ-გვერდზე www.npa.ge  გამოქვეყნდა ვიდეო სახელწოდებით: “როგორ დასცინიან არაბები ნარიყალაზე მაცხოვარს“. ვიდეოს ავტორის მტკიცებით, კადრებში ასახულია, თუ როგორ აყენებენ შეურაცხყოფას ეთნიკურად არაბი პირები მაცხოვარს “ჯვარზე” მისი განსახიერებით. მასალას npa.ge-ზე კი ქსენოფობიური თაგი “ზუნზლიანი არაბები” აქვს დართული.

"

იგივე ვიდეო Youtube-ის მომხმარებლის, გიორგი დუნდუას მიერ youtube-ზე 2017 წლის 3 ოქტომბერს აიტვირთა,  სახელწოდებით “არაბი ,,ინვესტორები”, რომლებიც ნარიყალას მთაზე, ჯვარზე განასახიერებენ მაცხოვარს“, რასაც კომენტარების ველში ქსენოფობიური და დისკრიმინაციული შეფასებები მოჰყვა.

"

"

Youtube-სა და npa.ge-ზე გამოქვეყნებული ვიდეო და თანდართული აღწერა მანიპულაციურია, რადგანაც ვიდეოს გადაღების ხარისხი, გადაღების კუთხე და ფორმა არ იძლევა პირების წარმომავლობის, მათი ქცევის ფორმისა და მოტივის იდენტიფიცირების საშუალებას.

  1. ვიდეოში პირების ეთნიკურობისა და ქცევის იდენტიფიცირება შეუძლებელია

ვიდეო მასალაზე დაყრდნობით შეუძლებელია დაზუსტებით გაირჩეს ვიდეოში მონაწილე პირების ეთნიკური წარმომავლობა, ასევე მათი ქცევის ფორმა და მოტივი. ვიდეოს სათაური კი  „არაბი ,,ინვესტორები”, რომლებიც ნარიყალას მთაზე, ჯვარზე განასახიერებენ მაცხოვარს“ მანიპულაციურია და ქსენოფობიურ ლექსიკას შეიცავს.

"

2. ისლამში იესო ქრისტე წინასწარმეტყველად არის აღიარებული

ვიდეოს ავტორი უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიმართ სიძულვილის ენას აღვივებს იმ მოტივით, თითქოს ისინი იესო ქრისტეს შეურაცხყოფენ. ისლამში, რომლის მიმდევარიც ეთნიკურად არაბთა უმრავლესობაა, იესო ქრისტე აღიარებულია, როგორც წინასწარმეტყველი.

წყაროს შესახებ:

Npa.ge-ზე ვიდეოს შემცველი სიახლის ავტორი თათა მურაჩაშვილია, ხოლო ვიდეო youtube-ზე მომხმარებლის, გიორგი დუნდუას მიერ არის ატვირთული. დუნდუა კი თავის მხრივ წარმოადგენს ვებ გვერდის  www.npa.ge -სა და ამავე საიტის Facebook გვერდის ტექნიკურ მენეჯერს. შესაბამისად ვიდეოს პირველწყარო და გამავრცელებელი ერთი და იგივე სუბიექტია.

ონლაინ სააგენტო News Press Agency, იგივე npa.ge 2017 წლის 5 ივნისს დაფუძნდა. ვებ-გვერდი  ულტრანაციონალისტური, ჰომოფობიური, ტრანსფობიური, ქსენოფობიური მოწოდებების შემცველ ინფორმაციას ავრცელებს და მკითხველს მგრძნობიარე თემებზე აპელირებით მანიპულაციურ, დაუდასტურებელ ინფორმაციას აწვდის, რაც პროპაგანდის ერთ-ერთი მეთოდია.


მითების დეტექტორის ლაბორატორია

თემატიკა: მიგრაცია
დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist