ნორვეგიაში რუსეთის მოქალაქე ჯაშუშობისა და სადაზვერვო საქმიანობისთვის დააკავეს

კითხვის დრო: < 1 minute

კითხვის დრო: < 1 minute

share
76
VIEWS

ნორვეგიული ონლაინ გამოცემა Nordic Page-ის ცნობით, 21 სექტემბერის საღამოს ნორვეგიის სადაზვერვო პოლიციის სამსახურმა ნორვეგიის პარლამენტში გამართული სემინარის შემდეგ, ოსლოს აეროპორტში ჯაშუშობისა და უკანონო სადაზვერვო საქმიანობის ბრალდებით  51 წლის რუსეთის მოქალაქე დააკავა, რომელსაც უსაფრთხოების სამსახურმა (PST) ელექტრონული მოწყობილობა ამოუღო Guardian-ის ცნობით, დაკავებული დაკავებულმა ადრე საკუთარი თავი რუსეთის პარლამენტის ზედა პალატის საინფორმაციო ტექნოლოგიების მრჩევლად წარადგინა.

20-21 სექტემბერს ნორვეგიის პარლამენტში (Stortinget), საპარლამენტო კვლევისა და დოკუმენტაციის ევროპული ცენტრის (ECPRD) ორგანიზებით, დიგიტალიზაციის თემაზე საპარლამენტთაშორისო სემინარი მიმიდინარეობდა. ღონისძიებას 34 ქვეყნის პარლამენტის 79 წარმომადგენელი ესწრებოდა. ოსლოს პარლამენტში გამართულ სემინარზე საეჭვო ქცევაში შემჩნეული რუსეთის მოქალაქის  შესახებ ნორვეგიის პოლიციის სადაზვერვო სამსახურს შეატყობინეს.

ოსლოში დაკავებულ რუსეთის მოქალაქეს ბრალი ედება ნორვეგიის სისხლის სამართლის კოდექსის 121-ე მუხლის დარღვევაში, რაც არალეგალურ სადაზვერვო საქმიანობას გულისხმობს. დაცვის მხარე ადასტურებს, რომ ამოღებულია ელექტრო აღჭურვილობა, თუმცა აცხადებს, რომ ბრალდებულის დაკავება გაუგებრობაა და ის პოლიციასთან თანამშრომლობას აპირებს.

აღსანიშნავია, რომ ნორვეგიის პოლიციის უსაფრთხოების სამსახურის 2018 წლის საფრთხეების შეფასების ანგარიშში რუსეთის მიერ სადაზვერვო საქმიანობა ნორვეგიაში ერთ-ერთ მთავარ საფრთხედ არის დასახელებული.

წყარო
ასევე დაგაინტერესებს

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist