ნიშნავს თუ არა შვედური მოდელი კორონავირუსის უარყოფას?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

77
VIEWS

22 სექტემბერს ფეისბუქ მომხმარებელმა Tea Alvarez-მა ჯგუფში “ქართველ ემიგრანტ ქალთა გაერთიანება” გაავრცელა პოსტი კორონავირუსისა და ეპიდემიასთან ბრძოლაში შევდეთის მიდგომის შესახებ.  ფეისბუკ მომხმარებლის მტკიცებით,  Youtube-დან გაზიარებულ ვიდეოში შვედეთის ყოფილი ჯანდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ კოვიდ-19 ჩვეულებრივი ვირუსია და პანდემიის გამოცხადება მხოლოდ ხალხის შესაშინებლად და მათზე კონტროლის მოსაპოვებლად მოხდა, მიზანი კი გლობალიზაციის ხელშეწყობა, ერთიანი მთავრობის ჩამოყალიბება და მსოფლიოში ერთიანი ვალუტის შემოღებაა. ფეისბუკ მომხმარებლის მტკიცებით, შვედეთის პოლიტიკა ეპიდემიის მართვასთან დაკავშირებით რეგულაციებზე უარის თქმა ზემოთაღნიშნულმა ფაქტებმა განაპირობა.

ფეისბუკ მომხმარებლის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს შვედეთის  ეპიდემიის მართვის მიდგომა (ნაკლები რეგულაციები), იმით არის განპირობებული, რომ კოვიდ-19 ჩვეულებრივი ვირუსია, რაც შვედეთის ყოფილმა ჯანდაცვის მინისტრმაც განაცხდა, მცდარია. სინამდვილეში, 1. ინტერვიუში წარმოდგენილი რესპოდენტი არა შვედეთის ყოფილი ჯანდაცვის მინისტრი, არამედ შვედი ინჟინერი და ყოფილი ბიზნესმენი ლარს ბერნია. 2. კოვიდ-19-თან გამკლავების  შვედური მოდელი ჯანდაცვის სისტემის მართვის განსხვავებულ მიდგომებს ითვალისწინებს და არა პანდემიის უარყოფას.

1. ინტერვიუში წარმოდგენილი რესპოდენტი არა შვედეთის ყოფილი ჯანდაცვის მინისტრი, არამედ შვედი ინჟინერი და ყოფილი ბიზნესმენი, ლარს ბერნია. 

სინამდვილეში, ინტერვიუში წარმოდგენილი რესპოდენტი არა შვედეთის ყოფილი ჯანდაცვის მინისტრი, არამედ შვედი ინჟინერი და ყოფილი ბიზნესმენი, ლარს ბერნია.

"

ბერნი კლიმატის ცვლილებებისა და გლობალიზაციის სკეპტიკოსი და მოწინააღმდეგეა და იგი SwebbTV-ს, რომელიც მემარჯვენე ალტერნატიული მედია საშუალებაა, ხშირად სტუმრობს ხოლმე. ლარს ბერნი კლიმატის ცვლილებების შესახებ ხშირად ავრცელებს კონსპირაციის თეორიებს. მათ შორის, ერთ-ერთ გადაცემაში SwebbTV-ზე, იგი ამტკიცებდა, რომ კლიმატის პოლიტიკა არის პროპაგანდისტული საშუალება, რომელიც შვედეთში საზოგადოების დასაშინებლად გამოიყენება. ბერნმა ასევე გააკრიტიკა SVT (შვედეთის სახელმწიფო ტელევიზია) და თქვა, რომ ისინი ავრცელებენ დეზინფორმაციას კლიმატის ცვლილების შესახებ ამახინჯებენ. ბერნი გლობალიზაციის წინააღმდეგაც აქტიურად იღვწის. ერთ-ერთ სტატიაში იგი აკრიტიკებს  გაეროს გეგმას – Agenda 2030, მას “გლობალური კონტროლის სისტემას” უწოდებს და ამტკიცებს, რომ აღნიშნული მიზნად ისახავს ძალაუფლების გადაცემას დემოკრატიული გზით არჩეული ლიდერებიდან და სუვერენული ქვეყნებიდან გლობალურ კორპორაციებზე. ლარს ბერნი, აგრეთვე, მიიჩნევს, რომ ანგლო-ამერიკული ჰეგემონია, რომელიც დიდი ხანია უკვე მსოფლიოს მართავს, მალე ჩანაცვლება მსხვილი გლობალური კომპანიებით, რომლებიც დომინირებენ ეკონომიკაში და მათი საბოლოო მიზანი მსოფლიოში მთლიანი ძალაუფლების ხელში ჩაგდებაა. ბერნმა ჯორჯ სოროსიც გააკრიტიკა და მას “მავნე ბოროტმოქმედი” უწოდა.

კოვიდ-19-თან გამკლავების  შვედური მოდელი, ჯანდაცვის სისტემის მართვის განსხვავებულ მიდგომებს ითვალისწინებს, და არა პანდემიის უარყოფას

რას გულისხმობს შვედური მოდელი?

შვედეთი ჯანდაცვის სისტემა ერთ-ერთი მოწინავეა მსოფლიოში. ეპიდემიის გავრცელების საწყის ეტაპზევე შევდეთმა სხვა ქვეყნებისაგან განსხვავებული მიდგომა აირჩია, რომელიც ჯანდაცვის სისტემის გამართულ მუშაობასა და სოციალურ პასუხისმგებლობას ეფუძნება და არა მკაცრ რეგულაციებსა და “ლოკდაუნს”, რაც მას მსოფლოოს თითქმის ყველა ქვეყნისაგან განასხვავებს.

შვედეთი ეპიდემიის შესაჩერებლად სოცლიალურ დისტანციას ეყრდნობა, რაც მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობად განიხილება. შვედეთის ეპიდემიოლოგის გაიდლიანის მიხედვით, მოქალაქეებმა, შესაძლებლობის შემთხვევაში, სახლიდან უნდა იმუშაონ და საჯარო ტრანსპორტის სარგებლობას თავი აარიდონ. შესაბამისად, შვედეთის მიდგომის განხორციელებისათვის მთავარი დასაყრდენი საზოგადოებრვი თვითშეგნებაა. სხვადასხვა მეცნიერები ხაზს უსვამენ, რომ “შვედები წესებს უფრო პასუხისმგებლიანად მიყვებიან, ვიდრე სხვა ქვეყნებში”.

მიუხედავად იმისა, რომ შვედეთმა მკაცრი რეგულაციები უარყო, ზოგიერთი შეზღუდვა მაინც მოქმედებს.  შვედეთში 50 ადამიანზე მეტის შეკრება და მოხუცებულთა სახლებში ვიზიტი აკრძალულია, ბარებსა და რესტორნებში კი მხოლოდ მაგიდის სერვისი მოქმედებს.

შვედეთში ეპიდემიის მართვაზე პასუხისმგებელი მთავარი ეპიდემიოლოგი ანდერს ტეგნელია. სხვა ქვეყნებისაგან განსხვავებით, პანდემიის დროს ჯანდაცვის პოლიტიკის შემუშავებაში სხვა სახელმწიფო უწყებები და პოლიტიკოსები ჩართულები არ არიან.

მიუხედავად იმისა,რომ  საწყისი ეტაპიდანვე ქვეყნის ეპიდემიოლოგიურ სტრატეგიას მეცნიერები განსაზღვრავდენენ, პრემიერ მინისტრმა კორონავირუსის შესახებ კომისია ჩამოაყალიბა, რომელიც ეპიდემიიაზე ხელისუფლების პასუხს ეროვნულ, რეგიონულ და ადგილობრივ დონეზე შეაფასებს.

შვედური მიდგომას ბევრი კრიტიკოსი ჰყავს, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე, საერთაშორისო ასპარეზზე. ოპოზიციური პარტია მთავარ ეპიდემიოლოგს გადადგომისაკენ მოუწოდებდა. კოვიდისაგან გარდაცვლილთა რაოდენობის მიხედვით, შვედეთი ევროპაში მეხუთე ადგილზეა და ბევრად უსწრებს მეზობელ ქვეყნებს. ზაფხულში, როდესაც შვედეთში კოვიდ-10-ის შემთხვევებმა იკლო, მთავარი ეპიდემიოლოგი ანდერს ტეგნელი აცხადებდა, რომ ამის მიზეზი მიღწეული ფართოდ გავრცელებული იმუნიტეტი იყო. თუმცა, სექტემბერში კოვიდ-19-ის შემთვვევების რაოდენობა ისევ მზარდია. შვედეთის პრემიერ მინისტრმა სტეფან ლოფვენმა (Stefan Löfven) განაცხადა, რომ ინფცირებულთა რიცხვი შემაშფოთებელია.

შვედეთის მიდგომას  “ჯოგური იმუნიტეტის” მოდელთან ხშირად აკავშირებენ, რაც გულისხმობს, რომ  მოსახლეობის მინმუმ 60% უნდა დაინფიცირდეს, რათა საზოგადოებამ იმუნიტეტი გამოიმუშავოს. თუმცა, შვედეთის ოფიციალურ პირებს არასოდეს უთქვამთ, რომ ჯოგური იმუნიტეტის მიღწევა მათი მიზანი იყო. მთავარი ეპიდემიოლოგი განმარტავდა, რომ რეგულაციების ნაკლებობის პირობებში საზოგადოებას ვირუსის მიმართ რეზისტენტულობა ჩამოუყალიბდებოდა, მაგრამ მისი პროგნოზი “ჯოგურ იმუნიტეტს” არ გულისხმობდა.

მთავარი ეპიდემიოლოგის ტეგნელის არ ნანობს, რომ შევდეთმა მსგავსი სტრატეგია აირჩია, თუმცა მისი თქმით, ეპიდემიის საწყოს ეტაპზე მეტი ტესტირების შესაძლებლობა და სკანდინავიურ ქვეყნებს შორის უფრო მჭიდრო თანამშრომლობა უკეთეს შედეგს გამოიღებდა.

დეზინფორმაცია, თითქოს კოვიდ-19 “ჩვეულებრივი ვირუსია”, ადრეც ვრცელდებოდა

“მითების დეტექტორის” ადრეც წერდა დეზინფორმაციის შესახებ, თითქოს კოვიდ-19 ჩვეულებრივი ვირუსია და გრიპზე საშიში არ არის.

COVID-19 ახალი და მიმდინარე ვირუსია, შესაბამისად მისი ზუსტი სიკვდილიანობის დადგენა ამ ეტაპისთვის შეუძლებელია. თუმცა, არსებული მონაცემების მიხედვით, კოვიდ-19-ის სიკვდილიანობა ბევრად აღემატება სეზონური გრიპის მაჩვენებელს.

მარტში სიკვდილიანობა მსოფლიო მასშტაბით ოფიციალურად 3.4%-ით განისაზღვრა, თუმცა უახლესი  მონაცემებით, ის დაახლოებით 5%-ს შეადგენს. ინფლუენსას ვირუსს, რომელიც სეზონური გრიპის სახით ვლინდება, სიკვდილიანობა ახალი ტიპის კორონავირუსზე გაცილებით ნაკლები – 0.1%-ია, შესაბამისად უსაფუძვლოა იმის მტკიცება, თითქოს COVID-19 გრიპის ვირუსზე ნაკლებად საფრთხისშემცველია.

ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” მიერ  ადრე მომზადებულ მასალაში:

  • “გრიპის ვირუსი მოერევა თუ კორონა?”
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: შვედეთი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist