Nike “სატანის ფეხსაცმელის” გამო MSCHF-ს უჩივის

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

35
VIEWS

2021 წლის 28 მარტს ქართველმა ფეისბუქ მომხმარებლებმა Linda Linda-მ ფეისბუკ ჯგუფში ანტი-მასონობა. „ანტიქრისტეს“ ახალი მსოფლიო წესრიგი (NWO); ანტი-ეკუმენიზმი გამოაქვეყნა პოსტი, რომელიც ამტკიცებს, რომ სპორტული ფეხსაცმლის ბრენდმა “Nike” სატანური ფეხსაცმელი გამოუშვა. პოსტის მიხედვით, Nike-ის ფეხსაცმელი ადამიანის სისხლს შეიცავს და ფეხსაცმლის მხოლოდ 666 წყვილი გაიყიდება. იდენტური შინაარსის პოსტი, დამატებითი დეტალებით და ლევან ნავი-მაც გამოაქვეყნა. ლევან ნავის პოსტში ფეხსაცმლის აღწერასთან ერთად პროდუქტის ამსახველ რამდენიმე ვიდეოსაც ვხვდებით.

 

;

სოციალური ქსელის მომხმარებლების მიერ “სატანურ ფეხსაცმელზე” გავრცელებული ინფორმაცია ნაწილობრივ მცდარია. Nike-ის სპორტული ფეხსაცმლის ერთ-ერთი მოდელზე დაყრდნობით “სატანის ფეხსაცმელი” რეპერმა Lil Nas X-მა შექმნა, თუმცა ცნობილი ბრენდი მომღერლის ამ პროექტს ოფიციალურად გაემიჯნა და მას სასამართლოში უჩივის.

“სატანის ფეხსაცმელი” ამერიკელი რეპერის Lil Nas X-ისა და ასევე ამერიკული კომპანიის MSCHF-ის ერთობლივი პროექტია, რომლის ფარგლებშიც 29 მარტიდან სპეციალური დიზანით შექმნილი  Nike Air Max 97s-ის მოდელზე დაფუძნებული ფეხსაცმლის 666 წყვილი უნდა გაიყიდოს. მას შემდეგ, რაც “სატანის ფეხსაცმლის” დაანონსებამ Lil Nas X-ისა და Nike-ის მისამართით Twitter-ის მომხმარებლების აღშფოთება გამოიწვია, ბრენდმა ამერიკულ მედიასთან განმარტება გააკეთა. Nike-ის თქმით, ისინი არც რეპერთან და არც კომპანია  MSCHF-სთან არ თანამშრომლობენ. ისინი არც “სატანის ფეხსაცმლის” დიზანის შექმნასა და წარმოებაში ყოფილან ჩართულები. როგორც Nike-მა აღნიშნა, “სატანის ფეხსაცმელი” მათი ბრენდის სახელით დამზადებულ პროდუქტად არ განიხილება. 29 მარტს Nike-მა ფეხსაცმლის შემქმნელ ჯგუფს სავაჭრო ნიშნის გამოყენების წესების დარღვევისთვის უჩივლა. Nike სასამართლოსგან მოითხოვს, რომ კომპანია MSCHF-ს ცნობილი ბრენდის სამარკო ნიშნით ფეხსაცმლის გამოშვება სამუდამოდ აეკრძალოს. საჩივრის თანახმად, სავაჭრო ნიშნის არაავტორიზებულმა გამოყენებამ შესაძლოა მომხმარებლებში Nike-ის  MSCHF-თან მცდარი ასოცირება გამოიწვიოს.

“სატანის ფეხსაცმელი”  Lil Nas X-ის 26 მარტს გამოქვეყნებულ ახალ სიმღერას უკავშირდება. სიმღერის კლიპის სიუჟეტი ედემის ბაღიდან განდევნას ასახავს. “სატანის ფეხსაცმლის” კიდევ ერთი დეტალი, რომელმაც სოციალური ქსელების განსაკუთრებული აღშფოთება გამოიწვია, ფეხსაცმლის ძირებში მოთავსებული ადამიანის სისხლია. როგორც პროდუქტის მწარმოებელმა კომპანიამ NBC News-ს განუმარტა, ფეხსაცმლის დიზაინში გამოყენებული სისხლი მათი გუნდის წევრებმა გაიღეს. აღსანიშნავია, რომ ამერიკულმა კომპანიამ MSCHF-მა, რომელიც სხვადასხვა უცნაური პროდუქტის გაყიდვებითაა ცნობილი, 2019 წელს Nike Air Max 97s-ის მოდელის მიხედვით ე.წ. “იესოს ფეხსაცმელიც” შექმნა, რომელიც ვერცხლის ჯვარცმით და ნაკურთხი წყლით იყო გაფორმებული.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: სხვა
დარღვევის ტიპი: ნაწილობრივ მცდარი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist