NDI-ის და IRI-ის საწინააღმდეგო რეკლამა Tinp.ge-ზე $1000 -1500 ღირს

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

2
203
VIEWS

2020 წლის 13 აგვისტოდან 18 აგვისტოს ჩათვლით Tinp.ge- დღეს პოლიტიკაში Facebook-ის გვერდზე რეკლამის სახით პატრიოტთა ალიანსის მიერ NDI-ისა და IRI-ის საწინააღმდეგო, ალტერნატიული კვლევის შედეგების პრეზენტაციის ამსახველი პოსტი იყო განთავსებული. Facebook Ad Library-ის თანახმად, აღნიშნული პოსტის ხუთდღიანი რეკლამაში 1000-დან 1500 დოლარამდე დაიხარჯა.

1

24 აგვისტოს პატრიოტთა ალიანსის ლიდერის ირმა ინაშვილის ბრიფინგი, რომელიც ცენტრ დოსიეს მიერ გამოქვეყნებულ ჟურნალისტურ გამოძიებას შეეხებოდა, სადაც პატრიოტთა ალიანსი რუსეთის ხელისფულებასთან კავშირებსა და საარჩევნო დაფინანსებაში იყო დადანაშაულებული, ამავე გვერდზე $100-199-ით არის დაფინანსებული.

3

აგვისტოს განმავლობაში Tinp.ge-მ პატრიოტთა ალიანსის მხარდამჭერი კიდევ სამი რეკლამა განათავსა. თითოეული რეკლამის დაფინანსება 100 დოლარის ფარგლებშია. 11 აგვისტოს გამოქვეყნებული პოსტი, რომელშც ირმა ინაშვილი პატრიოტთა ალინასში ახალგაზრდების გაერთიანებაზე საუბრობს ორჯერ დასპონსორდა. 7 აგვისტოს გამოქვეყნებულ დასპონსორებული პოსტი კი 2008 წლის აგვისტოს ომის შესახებ ნიკოლა სარკოზის ციტირებს.

4

Tinp.ge-ს შესახებ

Tinp.ge-ის ვებ-გვერდი, რომელიც ხშირად აშუქებს პატრიოტთა ალიანსის  აქტივობებს, 2019 წლის 20 ოქტომბერსაა დარეგისტირებული, ხოლო ფეისბუკ გვერდი 2019 წლის 8 ნოემბერს შეიქმნა.

5

6

როგორც Crowdtangle-ის ანალიტიკური ხელსაწყოს ანალიზიდან ირკვევა, გვერდი აქტიური მხოლოდ 2020 წლის ივლისიდან გახდა, 2019 წელს კი მისი აქტიურობა მინიმალური იყო.

7

წყარო

წყარო

ემზარ კვიციანი
ემზარ კვიციანი
ასევე დაგაინტერესებს

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist