NBC News-ის აუდიო + Oe24TV-ის “სიმულაციური გვამების” კადრები = უკრაინაზე დეზინფორმაციას

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

572
VIEWS

7 მარტს ფეისბუქ გვერდმა ტრადიციონალისტური პლატფორმა გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც ჩანს ჟურნალისტი და მის ფონზე შავ პარკში გახვეული სხეულები. ვიდეოში ჩანს, რომ ერთ-ერთ პირს ქარი შავ პარკს გადახდის და ის მას კვლავ იფარებს. ვიდეოს ახლავს წარწერა: “უკრაინის ჯანდაცვის სამინისტრო: 57 გარდაცვლილი, 169 დაშავებული უკაინის მასშტაბით რუსეთის მიერ დაწყებული თავდასხმის შემდეგ”. მას თან ერთვი ხმა, რომელიც აცხადებს:

“ჩვენ გამოვიყენებთ შეფასებას “სულ მცირე”, სულ მცირე 59 ადამიანია მოკლული, სულ მცირე 149 ადამიანი დაშავდა, ეს რიცხვები გაიზრდება, ამაზე კითხვის ნიშნები არ არსებობს. ქვეყნის მასშტაბით რამდენიმე ლოკაციაზე მძიმე ბრძოლებია, თქვენ ახსენეთ ჩერნობილი. რუსეთის ძალებმა სწრაფად აიღეს ეს ტერიტორია. როგორც ვიცით, კვლავ აკონტროლებენ მას. კიდევ ერთი, რაც დღეს მოხდა და ძალიან მნიშვნელოვანია არის ის, რომ რუსი პარაშუტისტები შევიდნენ აეროდრომზე, რომელიც კიევიდან 15 მილითაა დაშორებული და ამ შუადღეს მცირე დროის განმავლობაში ეკავათ ის”.

ტრადიციონალისტური პლატფორმა “მითების დეტექტორს” მიმართავს და ამტკიცებს, რომ ვიდეო მათ კი არა, სხვებმა გააყალბეს, რაშიც გავრცელებული კადრების ინგლისურენოვანი გახმოვანებ გამო, ის სავარაუდოდ დასავლურ მედიას  გულისხმობს.

მტკიცება, რომ დასავლური მედია უკრაინაში რუსეთის შეჭრის შედეგად არსებული მსხვერპლის შესახებ ინფორმაციას აყალბებს და აღნიშნულ ვიდეოს იყენებს, სიმართლეს არ შეესაბამება. რეალურად, სიუჟეტი, რომლის ტიტრი და ხმა გაყალბებულ ვიდეოში არის გამოყენებული, NBC News-ს ეკუთვნის და რეალურ სიუჟეტში მსგავსი კადრები არ ფიგურირებს. ხოლო ვიდეო კადრები ავსტრიული ტელევიზია Oe24TV-ს ეკუთვნის და ის არა “გაყალბებულ გვამებს”, არამედ  კლიმატის პოლიტიკის გასაპროტესტებელად გამართულ პერფორმანსს ასახავს

რეალურად, ხმა რომელიც ვიდეოში ისმის, ამერიკული ტელეკომპანია NBC News-ის ჟურნალისტს, კალ პერის ეკუთვნის, რომელიც ტელეარხს ლვოვიდან 25 თებერვალს ერთვებოდა. ორიგინალ ჩართვაში პარკში გახვეული გვამების ამსახველი კადრები გამოყენებული არ არის და იმ დროს, როდესაც ჟურნალისტი ომის მსხვერპლზე და მიმდინარე სიტუაციაზე საუბრობს კადრში მხოლოდ თავად ჩანს.

ვიდეოს თან ახლავს იდენტური ტიტრი:  “უკრაინის ჯანდაცვის სამინისტრო: 57 გარდაცვლილი, 169 დაშავებული უკაინის მასშტაბით რუსეთის მიერ დაწყებული თავდასხმის შემდეგ”, თუმცა მისი დიზაინი და ფერები ქართული ფეისბუკ გვერდის მიერ გავრცელებული ვერსიისგან განსხვავებულია.

პარკში გახვეული გვამების ავტენტური ვიდეო 4 თებერვალს ავსტრიაში კლიმატის პოლიტიკის გასაპროტესტებელად გამართულ პერფორმანსს ასახავს , რომელშიც გვამების იმიტაციის შექმნით აქტივისტები იმას უსვამდნენ ხაზს, რომ ნახშირორჟანგის დიდი რაოდენობით გამოყოფა საბოლოოდ ადამიანურ მსხვერპლს გამოიწვევდა. პერფორმანსის შესახებ სიუჟეტი, რომლის კადრები გაყალბებულ ვიდეოშია გამოყენებული, ავსტრიული ტელევიზია oe24TV-ს ეკუთვნის.

რეალურად, ავსტრიაში გამართული პერფორმანსის კადრებს უკრაინაში რუსეთის თავდასხმასთან კავშირში არა დასავლური, არამედ რუსული წყაროები იყენებდნენ. პირველ მარტს ფეისბუქ-მომხმარებელმა Liudmila Jecheva Andonova-მ აღნიშნული ვიდეო გამოაქვეყნა და ამტკიცებდა, რომ პოლონეთში უკრაინის ჰუმანიტარული კატასტროფის შესახებ ვიდეოს ყალბი გვამების გამოყენებით იღებენ. ვიდეო ყალბი აღწერით არაერთ რუსულენოვან ჯგუფში გაზიარდა, მათ შორის არის Russian Canada-Русская Канада, Мошенники Эстонии, Новости Эстонии და Наш Ласнамяэ. “მითების დეტექტორმა” რუსულენოვან ფეისბუკის მომხმარებელთა შორის ჯამში იდენტური ვიდეო ყალბი აღწერით 20 შემთხვევაში გამოავლინა.

რუსულენოვან წყაროებში ვიდეოს გავრცელების შესახებ ვრცლად იხილეთ მასალა:

აღნიშნული ვიდეო მცდარი აღწერით Covid-19-ის პანდემიის კონტექსტშიც ვრცელდებოდა:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: პოლონეთი, რუსეთი, უკრაინა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist