ნატო-ს სამიტის გახსნის ცერემონია თუ Zardoz-ის მისტიური ხმა – რას ასახავს ვიდეო?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

425
VIEWS

9 ოქტომბერს ფეისბუქ მომხმარებელმა Gia Giorgi-მ ნატო-ს ლიდერების ამსახველი კადრები გამოაქვეყნა. Gia Giorgi-ს გამოქვეყნებული ვიდეო თავდაპირველად  7 ოქტომბერს სოციალურ ქსელ TikTok-ზე  მომხმარებელმა, სახელად Gena_zhenya5777 განათავსა. ვიდეოზე თანდართულ ტექსტში აღნიშნულია, რომ კადრები ნატოს სამიტის დასაწყისს ასახავს. ვიდეოში ნატო-ს ქვეყნების ლიდერები ციფრულ ეკრანს უყურებენ, საიდანაც ისმის ხმა, რომელიც ლიდერებს მიმართავს, თავს ღმერთს უწოდებს, ხოლო პირველ პირებს  რჩეულებად (Chosen ones) იხსენიებს. ვიდეოს ქმნის შთაბეჭდილებას, რომ პოლიტიკოსები დავალებებს სწორედ ამ ხმისგან იღებენ. 

Screenshot 19 2 ნატო-ს სამიტის გახსნის ცერემონია თუ Zardoz-ის მისტიური ხმა - რას ასახავს ვიდეო?

ვიდეო დამონტაჟებულია და მასში გამოყენებული ხმა ვიდეოს ავთენტურ ვერსიას არ შეესაბამება. რეალურად, გასახმოვანებლად გამოყენებული მიმართვა 1974 წლის სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის ფილმიდან Zardoz არის აღებული, ხოლო ნატო-ს სამიტის რეალურ ვიდეოში ლიდერები მხოლოდ მუსიკას უსმენენ. 

გავრცელებული კადრები 2021 წლის 14 ივნისს ბრიუსელში გამართულ ნატო-ს სამიტზეა გადაღებული. ღონისძიების გახსნის ცერემონიაზე წარმოდგენილ ციფრულ კოშკზე ალიანსის 2030 წლის გეგმასთან დაკავშირებული ვიზუალური თვალსაჩინოებები აჩვენეს.

Screenshot 20 2 ნატო-ს სამიტის გახსნის ცერემონია თუ Zardoz-ის მისტიური ხმა - რას ასახავს ვიდეო?

კოშკზე ორენოვანი წარწერები ჩნდებოდა, ისინი ნატო-ს გეგმის მთავარ ასპექტებს გამოხატავდა, მაგალითად: შეკავებისა და თავდაცვის გაძლიერება (strengthen deterrence and defense), მდგრადობის გაძლიერება (enhance resilience), ტექნოლოგიური უპირატესობების გაძლიერება (sharpen technological edge) და სხვა.

თავად ალიანსის ოფიციალურ Youtube არხზე გამოქვეყნებულ ორიგინალ ვიდეოში არა ციფრული მოწყობილობის მიმართვა, არამედ მხოლოდ მუსიკა ისმის.

რეალურად, ვიდეოში გამოყენებული, თითქოს ციფრული კოშკის მიერ ნათქვამი სიტყვები, “ზარდოზი გელაპარაკებათ, როგორც რჩეულებს, ზარდოზი თქვენი ღმერთია, ზარდოზმა ღმერთებისა საჩუქარი გადმოგცათ”  1974 წლის ფილმიდან Zardoz-დან არის აღებული. 

Screenshot 21 1 ნატო-ს სამიტის გახსნის ცერემონია თუ Zardoz-ის მისტიური ხმა - რას ასახავს ვიდეო?

ირლანდიურ-ამერიკული სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის ფილმი რეჟისორმა ჯონ გადაიღო. ფილმი პოსტ-აპოკალიპტურ სამყაროს ასახავს, სადაც ადამიანები  ქვის ღმერთს სახელად Zardoz-ს თაყვანს სცემენ. გავრცელებულ ვიდეოს კი ფილმიდან ამ ღმერთის ფილმიდან ამოჭრილი ერთ-ერთი მიმართვა ადევს.

Screenshot 22 2 ნატო-ს სამიტის გახსნის ცერემონია თუ Zardoz-ის მისტიური ხმა - რას ასახავს ვიდეო?

აღსანიშნავია, რომ გამოქვეყნებული ვიდეო “მითების დეტექტორმა” წარსულშიც გადაამოწმა, 2021 წელს ფეისბუქ მომხმარებლები ამტკიცებდნენ, რომ ნატო-ს სამიტის ფარგლებში ლიდერები ხელოვნური ინტელექტისგან ბრძანებებს იღებდნენ. ვრცლად იხილეთ:


ანასტასია ცალუღელაშვილი
“ყველაზე მედიაწიგნიერი ახალგაზრდა 2022” კონკურსის გამარჯვებული


“სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზერომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.”  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: ნატო
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist