Natia Colussi Vision 2050-ის და პარიზის შეთანხმების შესახებ შეთქმულების თეორიას ავრცელებს

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

125
VIEWS

26 ივნისს ფეისბუქ მომხმარებელმა Natia Colussi-მ საკუთარ იუთუბ არხზე გამოაქვეყნა ვიდეო, სათაურით “მსოფლიო მომავალი|მმართველობა| საქართველო.” ვიდეოში საუბარია Vision 2050-ის შესახებ, რომელიც ავტორის თქმით, მეორედ მოსვლის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია და მიზნად მსოფლიო მმართველობის დამყარებას ისახავს. ავტორი Vision 2050-ს პანდემიასთანაც აკავშირებს და აღნიშნავს, რომ ამ გეგმის განხორციელება უკვე დაწყებულია და პანდემიებიც მისი შემადგენელი ნაწილია. Vision 2050-ის გარდა, ვიდეოში ნახსენებია კლიმატურ ცვლილებასთან დაკავშირებული პარიზის შეთანხმება, რომელიც ავტორის მიხედვით, მსოფლიო მმართველობის დამყარების მთავარი დოკუმენტია. 8 ივლისს ნათია ქოლუსის ვიდეო ფეისბუქ მომხმარებელმა ლევან ჩხიკვაძემ საკუთარ ფეისბუქ გვერდზე გამოაქვეყნა. 9 ივლისს ქოლუსის ვიდეო ექსტრემისტულ მედია “ალტ-ინფოსთან დაკავშირებულ ფეისბუქ გვერდზე “მნიშვნელოვანი” გამოჩნდა.

;

;
ვიდეოს გარდა, 2 ივლისსს ქოლუსიმ საკუთარ პროფილზე გამოაქვეყნა პოსტი, სადაც აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობას კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლისთვის 1 მილიონი აქვს აღებული, მსოფლიო მთავრობა სწრაფად ყალიბდება და პარიზის შეთანხმება და Vision 2050-ც სწორედ ამას ემსახურება.

;
მტკიცება იმის შესახებ, რომ Vision 2050 და პარიზის შეთანხმება მსოფლიო მმართველობის დამყარებას ისახავს მიზნად, შეთქმულების თეორიაა. რეალურად Vision 2050 კერძო ბიზნესების განვითარების გეგმაა, ხოლო პარიზის შეთანხმება დოკუმენტია, რომლის მთავარი მიზანი დედამიწაზე “სათბურის ეფექტის” შემცირებაა. 

ნათია ქოლუსი ვიდეოსა და პოსტში ახსენებს Vision 2050-ს (ხედვა 2050), რომელიც ორგანიზაციას “მსოფლიო ბიზნესის საბჭო მდგრადი განვითარებისთვის” (WBCSD) ეკუთვნის. ავტორი ვიდეოში არ ამბობს, რომ Vision 2050-ის გეგმა სახელმწიფოების დონეზე არ მოქმედებს და რეალურად იმ კონკრეტული ბიზნეს კომპანიებისთვის შეიქმნა, რომლებიც WBCSD-ში არიან გაწევრიანებულნი.

;
ორგანიზაცია “მსოფლიო ბიზნესის საბჭო მდგრადი განვითარებისთვის” 1995 წელს შვეიცარიელმა მეწარმე და ბიზნესმენმა შტეფან შმიდჰიმ დაარსა და მისი მიზანი თანამედროვე ეპოქაში ბიზნესების წინაშე წამოჭრილ გამოწვევების საპასუხოდ იმგვარი მექანიზმის შექმნაა, რომელიც კომპანიებისა და გარემოს მდგრად განვითარებას შეუწყობს ხელს. ამჟამად ორგანიზაციაში 200-მდე კერძო კომპანიაა გაწევრიანებული. 2010 წელს 29 წევრმა კომპანიამ სხვა 200-მდე ბიზნესთან კონსულტაციის შედეგად იმ სამოქმედო გეგმის შექმნაზე დაიწყო მუშაობა, რომელიც 2050 წლისთვის მსოფლიოში ადამიანთა კეთილდღეობას შეუწყობდა ხელს, სწორედ ამ გეგმას ეწოდა Vision 2050, რომლის მთავარ ფოკუსში  არა მსოფლიო მთავრობის, არამედ კერძო ბიზნესების გარემოსთან ჰარმონიული, სტაბილური და მდგრადი განვითარებაა.

რაც შეეხება პარიზის შეთანხებას, ის პარიზში გაეროს კლიმატის ცვლილების  კონვენციის ფარგლებში 2015 წლის დეკემბერში მსოფლიოს 200-მდე ქვეყანამ “სათბურის ეფექტის” შემცირების მიზნით მიიღო. მისი მთავარი მიზანია, 2100 წლისთვის მე-18 საუკუნის მეორე ნახევართან შედარებით დედამიწის საშუალო ტემპერატურამ 2 გრადუსზე მეტით არ მოიმატოს. საქართველომ შეთანხმებას ხელი 2016 წლის აპრილში მოაწერა, ძალაში კი ის 2017 წლის 7 ივნისს შევიდა. შეთანხმების მიხედვით, საქართველომ აიღო პასუხისმგებლობა, 2030 წლისთვის სათბური გაზების გამოყოფა 15%-ით შეამციროს.

პარიზის შეთანხმება საერთაშორისო დოკუმენტია, რომელიც მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნის მთავრობის თანამშრომლობით დედამიწაზე კლიმატური ცვლილების დამაზიანებელი გავლენის შემცირებას ემსახურება და მსოფლიო მმართველობასთან მისი დაკავშირება შეთქმულების თეორიაა, ხოლო სქრინი, რომელსაც ნათია ქოლუსი თავის პოსტთან ერთად ავრცელებს, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობისგან ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის (CENN) კონკრეტული პროექტის დაფინანსებას ასახავს. პროექტი კლიმატის ცვლილების პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებაში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის ხელშეწყობას ეხება  და მთავრობის დაფინანსებასთან კავშირი არ აქვს.

;;


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: კონსპირაციის თეორია
ქვეყანა/ორგანიზაცია: გაერო
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist