“ნარკომაიდანი”- რუსულენოვანი საინფორმაციო პორტალები თბილისში გამართულ საპროტესტო აქციებს აფასებენ

კითხვის დრო: 5 წუთი

კითხვის დრო: 5 წუთი

უუფ
584
VIEWS

ნარკომაიდანი”,  ამ ტერმინით მოიხსენიეს რუსულენოვანმა საინფორმაციო პორტალებმა საპროტესტო აქციები, რომელიც 12-13 მაისს თბილისში, პარლამენტის წინ “თეთრი ხმაურის მოძრაობამ” შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ღამის კლუბებში ჩატარებული სპეცოპერაციის გაპროტესტების მიზნით გამართა.


თარიღი ვებ-გვერდი სათაური
13.05.2018 " ნარკომაიდანი გრძელდება!

Наркомайдан продолжается!

14.05.2018 " ვინ დააფინანსა ნარკომაიდანი საქართველოში

Кто оплатил наркомайдан в Грузии

14.05.2018 " ნარკომაიდანმა წყლის ჭავლის მანქანებიანი საქართველოს ხელისუფლება რეივით დაამარცხა

Наркомайдан” победил власти Грузии рейвом против водометов

16.05.2018 " ნარკომაიდანი. ქართველი “მოკაიფეები” დამოუკიდებლობის სადარაჯოზე

Наркомайдан. Грузинские “торчки” на страже независимости


ფაქტების მანიპულაციური აღწერის, აქციის მონაწილეების სტიგმატიზაციისა და ანტიდასავლური განწყობების თვალსაზრისით გამოირჩეოდა პორტალი Военное Обозрение, სადაც 16 მაისს გამოქვეყნებულ სტატიაში „ნარკომაიდანი. ქართველი “მოკაიფეები” დამოუკიდებლობის სადარაჯოზე“,  გასულ შაბათ-კვირას თბილისში მომხდარი მოვლენებია შეფასებული.

"

მასალაში რუსთაველზე შეკრებილ ახალგაზრდები „ოპოზიციურ მომიტინგე ბიომასადაა“ მოიხსენიებული, ხოლო საპროტესტო აქციის მიზეზების და მიზნების აღწერისას აღნიშნულია, რომ ჰიპსტერული გარეგნობის ახალგაზრდები თავდაპირველად ცენტრალურ ქუჩაზე რეივ-საღამოს მოწყობას ცდილობდნენ, მოგვიანებით კი გადაწყვიტეს თავად შეექმნათ „ევროპული საქართველოს მომავალი“.

პროტესტის გამომწვევი მიზეზების განმარტებისას, მასალის ავტორი ფსევდონიმით Восточный ветер, საქართველოს ხელისუფლების მიერ მიღებულ გონივრულ გადაწყვეტილებებს ასახელებს, რასაც წინ უძღოდა თბილისის საავადმყოფოებში ნარკოტიკული საშუალებების მიღების შედეგად რამოდენიმე ადამიანის გარდაცვალება. მასალის მიხედვით, „კაიფისა და ჭერზე მოსეირნე ვარდისფერი სპილოების მაძიებელმა ახალგაზრდობამ“ კლუბებს მიაშურა, რის გამოც ხელისუფლებამ  აღნიშნულ დაწესებულებებში სპეცოპერაცია ჩაატარა.

ავტორის შეფასებით, აქციის ორგანიზატორი, „თეთრი ხმაურის მოძრაობა“  რეგულარულად უჭერს მხარს „თანამედროვე ევროპულ ფასეულობებს“- შიშველი უკანალებით გამართულ ლგბტ მარშს და მოსაწევის მასობრივ ლეგალიზაციას.” მოძრაობის ლიდერის, ბექა წიქარიშვილის შესახებ მასალაში აღნიშნულია, რომ მოქალაქე წიქარიშვილი „თავისი ადეპტების“ თანხლებით რეგულარულად მიემგზავრება ევროპაში „კვალიფიკაციის ასამაღლებლად“, საქართველოში დაბრუნებული კი ევროპული დემოკრატიის იდეებზე საუთარ „ბნელ“ თანამემამულეებს ანათლებს.

მასალაში ქართულ მედია საშუალებები მოვლენების არაობიექტურ გაშუქებაშია დადანაშაულებული, მაგალითად კი დასახელებულია ტელეკომპანია რუსთავი 2.  ავტორის თანახმად, რუსთავი 2 საქართველოს ექს-პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთანაა დაკავშირებული და თავად საქართველოში არაერთხელ გამხდარა კრიტიკის ობიექტი რუსების მიმართ სიძულვილის გაღვივებისთვის.

დასასრულს, გაკრიტიკებულია მოსაზრება საქართველოს ხელისუფლების „პრორუსულობის შესახებ“, რადგან ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობები ისედაც შეწყვეტილია, ხოლო კომუნიკაცია მხოლოდ არაფორმალურ დონეზე მიმდინარეობს. მასალის თანახმად, ორმხრივი ურთიერთობების დარეგულირებით რუსეთზე მეტად ქართული მხარე უფროა დაინტერესებული, რადგან ქართული ღვინისა და ციტრუსების ფართო ექსპანსია ევროპულ ბაზარზე ვერ შედგა, ამიტომ „დასალევისა და ხილის“ გატანა საქართველოს ძირითადად რუსულ ბაზარზე მოუწევს. ამასთან, ავტორის აზრით რუსულ „დერჟავას“ მაინც არაფერი დააკლდება აღნიშნული „მნიშვნელოვანი“ საქონლის გარეშე.

Военное Обозрение-ს მსგავსად, ტერმინით „ნარკომაიდანი“ თეთრი ხმაურის მოძრაობის მიერ გამართული აქციაზე მანიპულაციური მასალები  პორტალებმა Мировое Обозрение და  news.ru -მაც გაავრცელეს.

  • Мировое Обозрение  -ს მიერ 13 მაისს გამოქვეყნებულ  მასალაში აღნიშნული იყო, რომ საქართველოში, პარლამენტის წინ „3 ათასამდე ნარკომანი შეიკრიბა“, რომლებიც  „პრორუსული“ ხელისუფლების გადადგომას ითხოვენ.
  • საინფორმაციო-ანალიტიკური პორტალი  News.ru, მასალით  „ვინ დააფინანსა ნარკომაიდანი საქართველოში“, ცდილობდა მკითხველის გარკვევას იმაში, თუ როგორ გადაიქცა ლეგალიზაციის თემა ძალაუფლებისთვის მორიგ ბრძოლად საქართველოში.  მასალაში მოყვანილი იყო აქციის ორგანიზატორების და საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებები, ასევე ცალკეული პირების სტატუსები სოციალური ქსელში. მასალის ბოლოს გამოტანილი იყო არასამთავრობო ორგანიზაცია „სტრატეგიული მართვის ინსტიტუტის“ ხელმძღვანელის და ყოფილი დეპუტატის, პეტრე მამრაძის კომენტარი, რომელიც მომხდარს „ახალგაზრდობის არც თუ ისე დიდ ბუნტად“ აფასებს და არ გამორიცხავს, აქციების მონაწილეები, როგორც ლეგალიზაციის მომხრეები, ასევე ნეონაცისტები შესაძლოა გარკვეულმა ძალებმა დააფინანსეს.

მედია გზავნილები
"
  • შაბათ-კვირას რუსთაველზე რეივ -საღამოს მოსაწყობად შეკრებილმა ჰიპსტერული გარეგნობის ახალგაზრდებმა საქართველოს ევროპული მომავლის შექმნა გადაწყვიტეს.
  • კაიფისა და ჭერზე მოსეირნე ვარდისფერი სპილოების მაძიებელი ახალგაზრდობა კლუბებში დადის, რის გამოც საქართველოს ხელისუფლებამ სპეცოპერაცია ჩაატარა.
  • თეთრი ხმაურის მოძრაობა „ევროპულ ფასეულობებს“ – ლგბტ მარშებს და მოსაწევის მასობრივ ლეგალიზაციას უჭერს მხარს.
  • აქციას ოპერატიულად აშუქებდა ტელეკომპანია რუსთავი 2, რომელიც საქართველოში რუსების მიმართ სიძულვილის გაღვივებაში არაერთხელ დაადანაშაულეს.
  • ქართული ღვინო და ხილი ევროპულ ბაზარზე ვერ დამკვიდრდა, მისთვის ერთადერთი გასაღების ბაზარი რუსეთია.
  • რუსულ დერჟავას ქართული პროდუქტის გარეშეც არაფერი დაკლდება.
"
  • საქართველოში პარლამენტის წინ 3 ათასამდე ნარკომანი შეიკრიბა, რომლებიც „პრორუსული“ ხელისუფლების გადადგომას ითხოვენ.
"
  • აქციის მონაწილე მხარეები შესაძლოა გარკვეულმა ძალებმა დააფინანსეს.

პეტრე მამრაძე, მართვის სტრატეგიული ინსტიტუტი


რუსული Livejournal-ის ბლოგერი Colonel Cassad აქციის შესახებ

რუსმა  ბლოგერმა ბორის როჟინმა, რომელიც  რუსულ სოციალურ ქსელ Livejournal-ზე მასალებს Colonel Cassad-ის ფსევდონიმით აქვეყნებს, საქართველოში გამართულ საპროტესტო აქციებს ბლოგი მიუძღვნა. Colonel Cassad-ის პერსონალური ჟურნალი Livejournal-ის 10 ყველაზე რეიტინგული ჟურნალს შორის მეოთხე ადგილზეა.
"

14 მაისს გამოქვეყნებულ ბლოგში სახელწოდებით „ნარკომაიდანი თბილისში“ აქციის მოვლენების ამსახველი ფოტომასალაა თავმოყრილი, რომლებზეც შიგადაშიგ ავტორის კომენტარებია დართული. რუსულენოვანი ვებ-გვერდების მსგავსად, ბლოგერი აქციის მონაწილეებს დამამცირებელ კონტექსტში მოიხსენიებს. მისი თქმით, ქართველები რომ ნამდვილი ევროპელები ყოფილიყვნენ, უკვე მოახდენდნენ ნარკოტიკების ლეგალიზაციას ჰოლანდიის მსგავსად, თუმცა საქართველო ევროპული ქვეყანა, მხოლოდ სახელწოდების მიხედვითაა.

„ნამდვილი ევროპელები რომ ყოფილიყვნენ [ქართველები], უკვე მოახდენდნენ ნარკოტიკების ლეგალიზაციას როგორც ჰოლანდიაშია, მაგრამ საქართველო ევროპული ქვეყანა მხოლოდ სახელწოდების მიხედვითაა. რასაც არ უნდა აკეთებდნენ [ქართველები], მაინც მორდორი გამოსდით

იმ შემთხვევაში, თუ საქართველოში ნარკოტიკების მოხმარება ლეგალიზებული იქნება, ავტორი მკითხველს სთავაზობს აღნიშნულ მოვლენას „ამფეტამინის რევოლუცია“ უწოდონ. ბლოგერის თმით, “ნარკოტიკების ლეგალიზაციის” გარეშე  საქართველოს სვლა ევროპისკენ ვერ დასრულდება.

„ნარკოტიკების ლეგალიზაციის გარეშე სვლა ევროპისკენ ვერ დასრულდება. არადა [საქართველო] ოდესღაც აყვავებული საბჭოთა რესპუბლიკა იყო…“

"

წყარო: Livejournal , Collonel Cassad.

საპროტესტო აქცია თბილისში. 12 მაისს, თბილისის ორ ღამის კლუბში, ბასიანსა და გალერიში შინაგან საქმეთა სამინისტრომ  სპეცოპერაცია ერთდროულად დაიწყო. სპეცოპერაციის დაწყებიდან სამი საათის შემდგომ შსს-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, ნარკოდანაშაულის ბრალდებით რვა პირი დააკავა. მოგვიანებით სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ განცხადებით გაირკვა, რომ შსს-მ ნარკოდანაშაულში ბრალდებული 8 პირი კლუბების ტერიტორიაზე არ დაუკავებია.  

13-14 მაისს, თბილისში სპეცოპერაციის გასაპროტესტებლად აქციები გაიმართა. „თეთრი ხმაურის მოძრაობა“ საპროტესტო აქციებზე ითხოვდა პრემიერ მინისტრის და შინაგან საქმეთა მინისტრების გადადგომას, ასევე 12 მაისის სპეცოპერაციაზე პასუხისმგებელი ყველა პირის დასჯას. 13 მაისს რუსთაველის გამზირზე რამოდენიმე ათასი ადამიანი შეიკრიბა, აქციაზე სიტყვით გამოდიოდნენ აქციის მონაწილეები და ორგანიზატორები. საღამოს სიტყვით გამოსვლები კლუბურმა მუსიკამ შეცვალა, რომელიც იმ საღამოს კლუბებში უნდა დაეკრათ, თუმცა ნაწილი სპეცოპერაციის, ნაწილი კი სოლიდარობის გამო იყო დახურული. მას შემდეგ რაც პარლამენტთან შეკრებილმა ადამიანებმა 17 მაისს მსოფლიო ჰომოფობიისა და ტრანსფობიის დღეს აქციის გამართვის შესახებ განაცხადეს, ნეონაცისტურმა ჯგუფებმა კონტრაქცია დააანონსეს. მათი წევრების აზრით, უნდა შეზღუდულიყო პარლამენტთან შეკრებილი ადამიანების გამოხატვის თავისუფლება. 14 მაისს, ნეონაცისტური იდეოლოგიის მატარებელმა ადამიანებმა პარლამენტის შენობასთან მყოფ ხალხთან მიახლოება მოახერხეს ისე, რომ მათგან მხოლოდ პოლიციის კორდონები ჰყოფდათ.

14 მაისს საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრიფინგის შემდგომ, რუსთაველის გამზირზე წყლის ჭავლის გამშვები მანქანები და სპეცრაზმელები გამოჩდნენ. აქციაზე მივიდა შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი გახარია და ორგანიზატორებს შეხვდა. შეხვედრის შემდგომ, ორგანიზატორებმა აქციის მონაწილეებს მინისტრის დაპირება გააცნეს, რომლის მიხედვითაც მინისტრმა გამოთქვა მზადყოფნა ჰუმანურ ნარკოპოლიტიკაზე მუშაობის გაგრძელების მხრივ და ასევე ძალის გადამეტების  აღმოჩენის შემთხვევაში ყველა იმ პირის დასჯაზე, რომლებმაც სპეცოპერაცია დაგეგმეს. გიორგი გახარიასგან აქციის მონაწილეები ბოდიშის მოხდას ითხოვდნენ, რამდენიმე წუთში მინისტრი სცენაზე ავიდა და აქციის მონაწილეების მოთხოვნა შესრულდა. ამის შემდგომ აქცია მალევე დაიშალა, მონაწილეები საქართველოს პარლამენტის შიდა ეზოდან ავტობუსებით გაიყვანეს.

წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist