ვის უხმობს Мади და პრიმაკოვის ცენტრი?

კითხვის დრო: 4 წუთი

კითხვის დრო: 4 წუთი

68
VIEWS

2017 წლის აპრილში მიღებული საქართველოს თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვის დოკუმენტის მიხედვით რუსეთის რბილი ძალა ოფიციალურად არის აღიარებული ქვეყნის უსაფრთხოების მთავარ საფრთხედ. საქართველოში რუსული რბილი ძალის განხორციელებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს ფონდი “რუსული სამყარო”, რომელიც  2007 წლის 21 ივნისს ვლადიმერ პუტინის ბრძანებით შეიქმნა. რუსული ენის პოპულარიზაციის გარდა, ორგანიზაცია თანამედროვე რუსეთის შესახებ ობიექტური ინფორმაციის გავრცელებასა და რუსეთის მიმართ ხელსაყრელი საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად. ამ მიზნების მისაღწევად ფონდი მხარს უჭერს სხვადასხვა ქვეყანაში და მათ შორის საქართველოში საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, პროფესიულ ასოციაციებსა და ინსტიტუტებს, რომლებიც რუსულ ენას, ლიტერატურას და ისტორიას, შეისწავლიან.

რუსეთში სწავლის გაგრძელების შესაძლებლობებისა და საქართველოში რუსული ენის შემსწავლელი უფასო კურსების შესახებ ინფორმაცია კრემლისტური მედია საშუალებებიდან ვრცელდება. 2021 წლის თებერვალში “რუსი თანამემამულეების საკოორდინაციო საბჭოს” ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით,  2021-2022 წელს საქართველოდან რუსეთში სწავლის მსურველთა რაოდენობა 174-ს შეადგენს. “რუსული კლუბისა” და “რუსი თანამემამულეების საკოორდინაციო საბჭოს” ხელმძღვანელის ნიკოლოზ სვენტიცკის,  ინფორმაციით, 2020 სასწავლო წელს რუსეთის უნივერსიტეტებში საქართველოსთვის 120 ადგილი იყო გამოყოფილი. სახელმწიფო პროგრამა სწავლის ხარჯებს სრულად ფარავს და სტუდენტებს საცხოვრებლითაც უზრუნველყოფს.  ამავე დროს, განმცხადებლებისა და სტუდენტებისთვის რუსეთში გამგზავრებისთვის ვიზა საქართველოში შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ინტერესების განყოფილებაში უფასოდ გაიცემა.

 

რუსეთის მთავრობის პატრონაჟით საგანმანათლებლო პროგრამების საქართველოში განხორციელებაში ასევე ჩართულია თანამემამულეთა საერთაშორისო კავშირი “ოტჩიზნა” და ფედერალურ სააგენტო “როსსოტრუდნიჩესტვო”. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობით  “რუს თანამემამულეთა მსოფლიო საკოორდინაციო საბჭო,” მსოფლიოს 93 ქვეყანაში მოქმედებს, თუმცა მათ ჩამონათვალში აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად არის წარმოდგენილი.

ამჟამად საქართველოში კრემლისტური მედიით ორი საგანმანათლებლო პროექტის შესახებ ვრცელდება ინფორმაცია. 2021 წლის თებერვალში რუსული ენის შემსწავლელ კურსებზე მიღება პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსულმა საზოგადოებრივმა ცენტრმა გამოაცხადა. მსურველებს სასაუბრო და საქმიანი რუსული ენის შესწავლა და რუსული ლიტერატურის გაცნობის შესაძლებლობა ეძლევათ. სპუტნიკ-საქართველოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში მითითებულია, რომ რუსული ენის უფასო კურსები პრიმაკოვის სახელობის ცენტრისა და  გორჩაკოვის ფონდის თანამშრომლობით ხორციელდება.
;

რუსეთის მთავრობის პატრონაჟით განხორციელებული შემდეგი საგანმანათლებლო პროექტის შესახებ ინფორმაცია მარტში “საქართველო და მსოფლიოს” ვებგვერდზეც გამოქვეყნდა. გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, მოსკოვის საავტომობილო-საგზაო სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტი (Мади)  მოსკოვში სწავლის მსურველებს იწვევს და მათ საერთო საცხოვრებელსა და სტიპენდიას სთავაზობს. რუსეთში უმაღლესი განათლების შესახებ ინფორმაცია “რუსი თანამემამულეების საკოორდინაციო საბჭოსა” და “რუსული კლუბის” ვებ-გვერდებზე გამოქვეყნდა.

;;

2020-2021 წელს საქართველოში შემოთავაზებული რუსული საგანმანათლებლო კურსები

კურსი

ორგანიზაცია

ვინ აფინანსებს

ვინ აქვეყნებს ინფორმაციას

რუსული ენის შემსწავლელი კურსები

პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრი

პრიმაკოვის სახელობის ცენტრი გორჩაკოვის საზოგადოებრივი დიპლომატიის მხარდაჭერის ფონდთან ერთად

სპუტნიკ საქართველო

კონკურსი “ყველა გზა მიდის Мади -ში!”

მოსკოვის საავტომობილო-საგზაო სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტი

სწავლის ხარჯების ანაზღაურება რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე ხდება

რუსი თანამემამულეების საკოორდინაციო საბჭო,რუსული კლუბი,საქართველო და მსოფლიო

რეგიონული ჟურნალისტებისა და ბლოგერებისთვის მედიასკოლა

ტელეარხი RT

სპუტნიკ საქართველო

საქართველოში განხორციელებული რუსული საგანმანათლებლო პროექტები და ფორუმები 2013-2019 წლებში

წელი

პროექტის სახელწოდება

ვინ მონაწილეობდა

ვისი დაფინანსებით

2019 (გაიმართა 3-ჯერ)

Sputnik Pro-ს ტრენინგი ჟურნალისტებისთვის

რეპორტიორი, ფოტოგრაფი ვერა კოსტამოდა „Sputnik–საქართველოს“ ხელმძღვანელი ოქსანა ვოინცევა.

საინფორმაციო სააგენტო Sputnik

2018

„მოლაპარაკე თავები vs. ექსპერტები: ვისზე ნადირობს მედია?“ და „მედია და სამხედრო–პოლიტიკური პროცესები კავკასიაში“.

რუსეთის ჟურნალისტთა კავშირის თავმჯდომარის მოადგილე ალექსეი ვიშნევეცკი;„იტარ-ტასის“ სამხედრო მიმომხილველი ვიქტორ ლიტოვკინი;რუსი საზოგადოების მკვლევართა ასოციაციის საერთაშორისო საბჭოს პრეზიდენტი გენადი ბორდიუგოვი;საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო „Россия сегодня“-ს საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილე ტატო ლასხიშვილი;გაზეთ „Северная Осетия“-ს მთავარი რედაქტორ ალან კასაევი;МГИМО-ს პროფესორი, პოლიტოლოგი, ალექსეი მალაშენკო.

რუსეთის პოლიტოლოგიური ცენტრი „Север-Юг“, პრესკლუბი „თანამეგობრობა“ და გაზეთი „საქართველო და მსოფლიო“ საპრეზიდენტო გრანტების ფონდის მხარდაჭერით.

2018

“სახალხო დიპლომატია – კომპრომისების დიალოგი”

“საქართველოს რუსი ახალგაზრდობის კავშირი”

გორჩაკოვის ფონდის მხარდაჭერით

2017 წელი

საერთაშორისო მედიაჯგუფ “როსია სეგოდნიას” (МИА “Россия сегодня”) პროექტების ხელმძღვანელი ზახარ ვინოგრადოვი,
რადიოსადგურ “გოვორიტ მოსკვას” (“Говорит Москва”) გენერალური დირექტორი ვლადიმერ მამონტოვი,
რადიოსადგურ “ვესტი FM”-ის წამყვანი გიორგი სარალიძე, ოციალური საკითხების დაპროექტების ცენტრ “პლატფორმას” ხელმძღვანელი ალექსეი ფირსოვი.

პოლიტიკური ცენტრი “ჩრდილოეთი–სამხრეთი” (“Север-Юг”) დსთ–ის სახელმწიფოების “ჰუმანიტარული თანამშრომლობის საერთაშორისო ფონდი” (МФГС) პრესკლუბი “თანამეგობრობა”, არასამთავრობო ორგანიზაცია “ისტორიული მემკვიდრეობა”, გაზეთი “საქართველო და მსოფლიო”.

2016

რუსული ენის შემსწავლელი უფასო კურსები

საქართველოს რუსი ახალგაზრდობის  კავშირი (სრაკ)

გორჩაკოვის ფონდის მხარდაჭერით

2015

ვლადიმირ სუნგორკინი _ გაზეთ “კომსომოლსკაია პრავდას” მთავარი რედაქტორი; ევგენი სატანოვსკი – “ახლო აღმოსავლეთის ინსტიტუტის” პრეზიდენტი;კირილ პრივალოვი ,რუსეთის სახელმწიფო ტელერადიო სამაუწყებლო კომპანიის მიმომხილველი; ვიტალი ლეიბინი, ჟურნალ “რუსკი რეპორტიორის” მთავარი რედაქტორი

“საქართველო და მსოფლიო

2015

მედიაფორუმი

რადიოსადგურ “ლაპარაკობს მოსკოვის” დირექტორმა ვლადიმერ მამონტოვი

ორგანიზატორია გაზეთ “საქართველო და მსოფლიოს” რედაქცია.

2015

რუსული ენის შემსწავლელი კურსები

რუსული კუთხე

საქართველოში სლავი ხალხების ეროვნული კონგრესი,რუსეთის საზოგადოებრივი პალატის წევრის ელენა სუტორმინას მხარდაჭერით,რუსეთის მშვიდობის ფონდი

2015

“ცოდნა საუკეთესო ხიდია” რუსული ენის კურსები

ერეკლე მეორის საზოგადოების” ინიციატივითა და ფონდ ”რუსული სამყაროს” ფინანსური მხარდაჭერით  გაიმართა.

2013

ტრენინგები და მასტერკლასები უახლესი საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებასა და მულტიმედიური კონტენტის შექმნაში

რუსული მასმედიის _ საინფორმაციო სააგენტო «რია ნოვოსტის», რადიო «მაიაკის», ჟურნალ «რუსკი რეპორტიორის», გაზეთ «მოსკოვსკიე ნოვოსტის», საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ «ვესტნიკ კავკაზას» ჟურნალისტები

სკოლის ორგანიზატორები არიან რუსეთის პოლიტოლოგიური ცენტრი «ჩრდილოეთი-სამხრეთი» და არაკომერციული ორგანიზაცია «კავკასიური თანამშრომლობა».

2019 წელს მედიის განვითარების ფონდის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, საქართველოში ფონდ “რუსული სამყაროს” მიერ განხორციელებული და დაფინანსებული საგანმანათლებლო აქტივობები რუსეთის უმაღლეს სასწავლებლებში განათლების მიღების შესაძლებლობას, რუსული ენის შემსწავლელი უფასო კურსების ორგანიზებას, კულტურული და ლიტერატურული საღამოებისა და კონფერენციების ორგანიზებას მოიცავს.

წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist