ვინ ურევს კლაუს შვაბს “მსოფლიო ეკონომიკური ფორუმიდან” მაქს შვაბში ფლორიდიდან?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

49k
VIEWS

სხვადასხვა დროს სოციალურ ქსელში ვრცელდებოდა პლაჟზე მყოფი ქალის თეთრეულში ჩაცმული ასაკოვანი მამაკაცის იდენტური ფოტოები, რომელთა აღწერების მიხედვითაც, ფოტოზე “მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის” ხელმძღვანელი კლაუს შვაბი იყო გამოსახული. პოსტების ავტორები კლაუს შვაბს ახალი მსოფიო წესრიგის, “დიდი გადატვირთვის” და შესაბამისად, კორონავირუსის პანდემიის წინასწარ დაგეგმვაში ადანაშაულებდნენ.

იდენტური ფოტოებს სხვადასხვა დროს ფეისბუქ მომხმარებლები ვამეხ ფუსდანი, დავით გიორგობიანი, ნანუ ნენსი, მამული საქართველო და Karen Jitsuryoku ავრცელებდნენ.

"

"

მამაკაცის ამსახველი ფოტო ყალბი აღწერით ვრცელდება, რეალურად, მასზე არა გერმანელი ინჟინერი და ეკონომისტი კლაუს შვაბი, არამედ ფლორიდის მკვიდრი მაქს შვაბია გამოსახული. 

ფოტოს აღწერა ფაქტების ანალიტიკოსმა უცხოურმა ორგანიზაციებმა გადაამოწმეს. ბერძნული Elinika Hoaxes-ის მიხედვით, ფოტოზე არა “მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის” ხელმძღვანელი კლაუს შვაბი, არამედ ფლორიდის ქალაქ კი-უესტში მცხოვრები მისი მოგვარე მაქს შვაბია გამოსახული. გამოცემის მიხედვით, მაქს შვაბისთვის საჯარო სივრცეში, განსაკუთრებით პლაჟზ,ე მსგავსი ჩაცმულობით გამოჩენა ჩვეულებრივი ყოველდღიური მოვლენაა.

"
ფოტოები: Elinika Hoaxes

მაქს შვაბის ფოტოები კი-უესტთან დაკავშირებულ ფეისბუქ გვერდებზე ხშირად ხვდება. სხვადასხვა დროს მის ფოტოებს ადგილობრივი ბარი Schooner Wharf Bar და ფეისბუქ გვერდი  “Only in Key West” (მხოლოდ კი-უესტში) აქვეყნებდა.

"

"

კლაუს შვაბთან, “ახალ მსოფლიო წესრიგთან” და “მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმთან” დაკავშირებული დეზინფორმაციები და კონსპირაციის თეორიები “მითების დეტექტორმა” არა ერთხელ გადაამოწმა, ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალები:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: იდენტობა
დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist