ვინ უწევს ადვოკატირებას ‘3+3’ ფორმატს და რა საფრთხეებს შეიცავს იგი საქართველოსთვის?

კითხვის დრო: 6 წუთი

კითხვის დრო: 6 წუთი

243
VIEWS

2021 წლის 6 ოქტომბერს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა, მის ირანელ კოლეგა ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰაინთან ერთად პრესკონფერენცია გამართა.  კავკასიის რეგიონში არსებული გეოპოლიტიკური გამოწვევების შესახებ საუბრისას, ლავროვმა არსებული სატრანსპორტო გზებისა და ეკონომიკური ურთიერთობების სრული აღდგენის აუცილებლობას გაუსვა ხაზი. ლავროვის თქმით, 6 ოქტომბრის შეხვედრაზე კიდევ ერთხელ იქნა განხილული “3+3” ინიციატივა, რომელიც სამხრეთ კავკასიის სამ სახელმწიფოს (საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი) და მათ “დიდ მეზობლებს” (რუსეთი, თურქეთი, ირანი) გააერთიანებს, და რეგიონულ ინტეგრაციას შეუწყობს ხელს. ყარაბაღის კონფლიქტის დასრულების შემდგომ, თურქეთის პრეზიდენტ ერდოღანის მიერ 2020 წლის დეკემბრის ინიციატივის განხილვისას, ლავროვმა საქართველოს მაგალითიც მოიყვანა და იმედი გამოთქვა, რომ ქვეყანა რეგიონული კოოპერაციის პროცესში საკუთარი ფუნდამენტალური ინტერესის გაანალიზებას მოახერხებს.

"

სერგეი ლავროვი, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: “მოცემულ კონტექსტში განვიხილეთ “3+3” ფორმატის შექმნის ინიციატივა, რათა მოვახერხოთ სამხრეთ კავკასიის ქვეყნებისა და მათი სამი “დიდი” მეზობლის ჩართვა. […] ვიმედოვნებთ, რომ მისი პრობლემების მიუხედავად, საქართველო შეძლებს, გააანალიზოს მისი ფუნდამენტალური ინტერესი კონსულტაციებისა და გადაწყვეტილებების დადასტურების ისეთი მექანიზმის შექმნისადმი, რომელიც რეგიონის დაჩქარებულ განვითარებას შეუწყობს ხელს, რასაც დიდი ხნის განმავლობაში ფერხდებოდა მიმდინარე კონფლიქტების გამო”.

ლავროვის განცხადებიდან 1 დღის შემდეგ, 2021 წლის 7 ოქტომბერს, საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუს დროს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკანიანმა განაცხადა, რომ საქართველოსთვის “ძალიან რთული” იქნება ოკუპანტ ქვეყანასთან ერთად ფორმატში მონაწილეობა, თუმცა ქვეყანა რეგიონში მიმდინარე ძირითად გეოპოლიტიკურ პროცესებსა და პროექტებს არ უნდა ჩამორჩებოდეს.  მინისტრმა იქვე დასძინა, რომ ჩართულობა არ უნდა განხორციელდეს ქვეყნის ეროვნული ინტერესებისა და ოკუპანტთან დათმობების ხარჯზე, ვინაიდან სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა ქვეყნისათვის “წითელ ხაზებს” წარმოადგენს.

"

ზალკანიანის განცხადებას, არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა. მაგალითისათვის, ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა ელჩმა საქართველოში, იან კელიმ, გზავნილი ნეგატიურად შეაფასა და განმარტა, რომ საქართველოს მეგობრების ერჩივნათ, საქართველოს ოკუპანტ ქვეყანასთან ურთიერთობების შეფასებისათვის “ძალიან ძნელის” ნაცვლად, “შეუძლებელი” გამოეყენებინა.  ინიციატივის შესახებ შეშფოთება გამოთქვა The Heritage Foundation-ის საგარო პოლიტიკის ცენტრის დირექტორმა ლუკ კოფიმ, რომელმაც ფორმატი “საშინელ იდეად” შეაფასა და აღნიშნა, რომ საქართველოსთვის, როგორც ევროპული და ევროატალნტიკური მისწრაფების მქონე ქვეყნისთვის, რუსეთთან და ირანთან თანამშრომლობა კარგი ვერ იქნება.

"

3+3 ფორმატის მხარდამჭერი კრემლისტური პარტია “პატრიოტთა ალიანსის” სიით პარლამენტში გასული დეპუტატები აღმოჩნდნენ, რომლებმაც “პატრიოტთა ალიანსისგან” გამიჯვნის შემდეგ პოლიტიკური პარტია „ევროპელი სოციალისტები“ და შესაბამისი ფრაქცია შექმნეს. ლავროვის ინიციატივას ასევე მხარს უჭერს ლევან ვასაძის პარტია “ერი”-სთან დაკავშირებული “ალტ-ინფო,” რომელიც 9 ოქტომბერს, გადაცემაში “ალტ-ანალიტიკა” “3+3” ფორმატის ადვოკატირებას 3 ძირითადი პოლიტიკური გზავნილის გავრცელებით შეეცადა:

  1. ფორმატის ფარგლებში თანამშრომლობა გარდაუვალია, ვინაიდან, წინააღმდეგ შემთხვევაში, ქვეყანა დანარჩენ რეგიონულ მოთამაშეებს გადაიმტერებს;
  2. “3+3” ფორმატი ქვეყნის ინტერესებში შედის, ვინაიდან, ქვეყანა ამ გზით მნიშვნელოვან ეკონომიკურ დივიდენდებს მიიღებს.
  3. რუსეთთან კოოპერაცია საქართველოსა და დასავლეთის ურთიერთობებს ვერ დააზიანებს.

"

  1. ფორმატის ფარგლებში თანამშრომლობა გარდაუვალია

“ალტ-ინფოს” მტკიცებით, რეგიონში არსებული გეოპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, ქვეყანას არ აქვს იმის ფუფუნება, რომ თანამშრომლობის ინიციატივებზე უარი თქვას, ვინაიდან წინააღმდეგობრივი პოლიტიკური ინტერესების მქონე მეზობლებს გარემოცვაში, აუცილებელია, კომუნიკაციის ისეთი პლატფორმის შექმნა, რომელიც დაპირისპირების რისკებს შეამცირებს. მოცემული ლოგიკით, წინააღმდეგობის გაწევა, ყველა შემთხვევაში, დამარცხებით დასრულდება და ქვეყანას პლატფორმაში გაწევრიანება, ადრე თუ გვიან, მაინც მოუწევს.

შოთა მარტინენკო, წამყვანი: “იქიდან გამომდინარე, რომ ამ მხარეებს აშკარად აქვს ურთიერთგამომრიცხავი ინტერესები და დაძაბულობა, საჭირო გახდება, გარდაუვალია ისეთი ფორმატის შემუშავება, რომელიც აქ, რაღაცნაირად კონფლიქტს გამორიცხავს. აქ რომ კონფლიქტი დაიწყოს ამ მხარეებს შორის, იმდენად დიდი, მასშტაბური პროცესი იქნება, რომ, ფაქტობრივად, ყველა სასიცოცხლო ამოცანაა. […] ამიტომ, აი ეს ფორმატი იქნება რაღაც გარდაუვალი ჩვენი რეგიონისთვის. ჩვენ, ვის წარმოუდგენია რომ ამ ყველაფრის მიღმა შეიძლება დავრჩეთ?”

გიორგი ქარდავა, წამყვანი: “წამყვანმა რეგიონულმა მოთამაშეებმა, რუსეთმა, თურქეთმა, ირანმა, ამ პროექტის მიმართ აშკარა პოზიტიური დამოკიდებულება გამოხატეს, იმიტომ, რომ ყველას ინტერესშია. […] არც ერთი მხარე არ დაუშვებს თავისი ინტერესების, ასე ცალმხრივად, უკანა პლანზე დატოვებას. და ვინმეს საერთოდ როგორ წარმოუდგენია, რომ ცალკე საქართველომ ამ პროექტს ხელი შეუშალოს. ეს გამოიწვევს აი ამ ურჩი ქვეყნის სერიოზულ პოლიტიკურ, ეკონომიკურ დაზიანებას. […] უარს ვერ ეუბნები, იმიტომ, რომ დაგიპირისპირდება მთელი რეგიონი, გარშემო ყველა.”

გიორგი ქარდავა, წამყვანი: „და ეს რაღაცა სანამ საქართველოს დეოკუპაცია არ მოხდება, ჩვენ არაფერში არ ვიღებთ მონაწილეობას, ეგ არის იგივე სიჯიუტე, რომელიც ჩვენ 90-იანებში ვნახეთ უკვე და ყოველთვის ასეთი სიჯიუტე მთავრდება ჩვენი დამარცხებით და რაზეც უარს ვამბობდით, იმას მერე მაინც გვითანხმებენ. აი, როგორც დსთ-ზე ვიჯიუტეთ, არ შევალთ რაღაცა, მაინც შეგვიყვანეს, ოღონდ აფხაზეთის გარეშე და იგივე პრობლემებში არ აღმოვჩნდეთ, აი, ამ ჩვენი სულელური ლიბერალური წარმოდგენების გამო.

ზურაბ მახარაძე, წამყვანი: „რუსებთან უნდა დავლაგდეთ, მეწყვილე უნდა გვყავდეს და მეწყვილე ასარჩევია აქ, ადგილზე რეგიონალური ძალებიდან. აგერ არის პატივცემულებო მენიუ, მენიუ გამოიყურება ესე, რისგანაც შეგიძლია აირჩიო. შეიძლება არ მოგწონთ მენიუ, მაგრამ მენიუ არის ესეთი: რუსეთი, თურქეთი, ირანი… მანდ ვიღაცა გამოვა და „არა, მე ევროპას ვირჩევ“, ეგ როგორი განცხადებაა იცით, რომ შეხვიდე სალობიეში და მოითხოვო სუში…“

შოთა მარტინენკო, წამყვანი: “საქართველოს მანდ, ერთადერთ მხარეს, რომელსაც არანაირი ზურგი არ გააჩნია, ვინმე კი არ ჰკითხავს, მაგ პროექტში ჩაერთოს თუ არა, ან ჩაერთვება, ან ჩართავენ.

ირაკლი მარტინენკო, წამყვანი: “თურქეთს და აზერბაიჯანს აწყობთ, რომ ჩვენ იქ გავჯიუტდეთ. […] ჯოხი, რომელიც მათ შეიძლება მოხვდეთ, უფრო საქართველოსკენ იქნება მოქნეული და მით უმეტეს, ჩვენ დავუმატებთ ჩვენი მტრების რიცხვის ირანს, იმიტომ რომ ირანს ერთადერთ სასიცოცხლო დერეფანს ვუკეტავთ.”

  1. “3+3” ფორმატი ქვეყნის ინტერესებში შედის

მოცემული გზავნილის ფარგლებში ხდებოდა იმ იდეის წინ წამოწევა, რომ საქართველოს, უნიკალური გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, შეუძლია რეგიონში მთავარი სატრანზიტო როლი შეითავსოს და შედეგად ეკონომიკური სარგებელი მიიღოს.

ზურაბ მახარაძე, წამყვანი: “ვერ ხდება ირანული სატვირთოების ტრანზიტი, ბანალური თემაა. მეორე მხრივ, თურქეთიდან ნახჭევანის ავტონომიური ოლქისკენ კორიდორი რომ ამოქმედდეს. ანუ, კეთდება ესეთი კავკასიური ჯვარი: ჩრდილოეთ-სამხრერთის სატრანსპორტო კორიდორი, აღმოსავლეთ-დასავლეთის სატრანსპორტო კორიდორი. ქვეყანა, რომელსაც ერთადერთი ფუნქცია რაც შერჩა არის ამ სატრანსპორტო ფუნქციის შესრულება, და რომელსაც ეძახიან, რომ მოდი, დავილაპარაკოთ. […] ვაიმე დედა, ამერიკას არ ეწყინოს კონტექსტში, ერთადერთი გეოპოლიტიკური ფუნქცია, რაც შეგვრჩენია ეხლა, იმაზეც უარის თქმას ვაპირებთ.”

გიორგი ქარდავა, წამყვანი: “უშუალოდ ჩვენ რა შეიძლება მივიღოთ, დავაკონკრეტებთ, მივიღებთ ჩვენს ტერიტორიაზე ტვირთბრუნვას და ეს ფულია.”

გიორგი ქარდავა, წამყვანი: “რუსეთთან ერთადერთი სახმელეთო დერეფანი საქართველოს ტერიტორიაა და სომხეთის ინტერესებშიცაა, ჩვენი დერეფანი გაიჭრას რუსეთის მიმართულებით. გიორგი მახარაძე: სომხეთისთვის საოცნებოა, რომ აფხაზეთზე გავლით რკინიგზა აღდგეს.”

გიორგი ქარდავა, წამყვანი: “პარადოქსია, მაგრამ ჩვენი უსაფრთხოების დონე ამით იზრდება. იმიტომ, რომ თუ საქართველოში კომუნიკაციების სიხშირე გაიზრდება, ვინც ჩართულია ამ ტვირთბრუნვაში იმას არ აწყობს, რომ საქართველოში ომი იყოს. აი მაგალითად, ირანმა თუ დაალაგა საქართველოს მიმართულებით ტრანზიტით რაღაცა თავისი ტვირთბრუნვა, რკინიგზით მაგალითად, ხვალ რომ რუსეთმა ეგ რკინიგზა გადაჭრას და აქ ნახევარი წელიწადი იყოს ბლოკირებული საბრძოლო მოქმედებების შედეგად, ირანს ეგ არ აწყობს. რუსეთსაც არ აწყობს, ამიტომ რაც უფრო მეტი ტრანზიტი, ტვირთბრუნვა იქნება ჩვენს ტერიტორიაზე, ეგ ჩვენს უსაფრთხოებას ზრდის და ეკონომიკური კეთილდღეობაც მეტია.”

გიორგი ქარდავა, წამყვანი: „ჩვენ მაგაში ჩავერთვებით [3+3 ფორმატი], სხვა გზა არა გვაქვს და ზოგადად მომგებიანია ეგ კაცო”

  1. “3+3” ფორმატი საქართველოსა და დასავლეთის ურთიერთობებს ვერ დააზიანებს.

ალტ-ინფოს მიერ გაჟღერებული კიდევ ერთი გზავნილის მიხედვით, დასავლეთი დასუტებულია, შესაბამისად არ გააჩნია იმის რესურსი, რომ რეგიონის კონტროლზე ჰქონდეს პრეტენზია. ევროპის კონკრეტული ქვეყნები კი, შესაძლოა, საქართველო-რუსეთის ურთიერთბების დალაგებით კმაყოფილებიც კი დარჩნენ.

გიორგი ქარდავა, წამყვანი: „ქართული ოცნების ეგ განცხადება მინიშნება, რომ ჩაერთვება, ამაზე უბრალოდ ეხლა საუბარი უნდა დავიწყოთ, ცხადყოფს იმას, რომ დასავლეთისგან ზეწოლა ჩვენზე ბევრად უფრო სუსტია, ათი წლის წინ ასეთი განცხადება ქართული ოცნების წარმომადგენლისგან არ იქნებოდა. ამერიკელები რასაც გვეტყოდნენ იმას გავაკეთებდით, მაგრამ დასავლეთის ფიასკო, დასავლეთის სისუსტე ისეთი ნათელია, რომ ქართული ოცნებაც კი, რომელიც, ნუ რავი, დასავლური, ლიბერალური ძალაა, ისიც კი ურჩობს და რაღაცა ადეკვატური გადაწყვეტილების მიღებას ცდილობს.“

გიორგი ქარდავა, წამყვანი: „გერმანიის პერსპექტივით შეხედეთ. იყინება, რავი გაზი არა აქვთ, ძლივს ააშენეს ამ ამერიკული სანქციების მიუხედავად ჩრდილოეთ ნაკადი და უეცრად ან უკრაინაში, ან საქართველოში ამერიკელები უფეთქებენ სიტუაციას. გერმანიას ამაზე, როგორც ევროკავშირის ერთ-ერთ წამყვან ქვეყანას უწევს თავისი პოზიციის დაფიქსირება, რა თქმა უნდა საერთაშორისო სამართლის მიხედვით რუსეთი მტყუანი იქნება, იმიტომ რომ რუსეთი ძალას გამოიყენებს და მთელი ეს სერიოზული პროექტი უვარდება… ამიტომ თუ საქართველო და რუსეთი დალაგდება, გერმანია მხოლოდ იქნება კმაყოფილი.“

შოთა მარტინენკო, წამყვანი: „და ევროპის ქვეყნებს არც აქვთ პირდაპირი ამბიცია ამ რეგიონის კონტროლის, ძალა არა აქვთ, მაგის პოტენციალი არა აქვთ, ამიტომ მათთან კარგი ურთიერთობის შენარჩუნება სრულიად შესაძლებელია რუსეთთან დალაგების შემთხვევაში. ანუ რუსეთთან დალაგება არ ნიშნავს, რომ ევროპასთან რეალურად იფუჭებ საქმეს.”

  • ‘3+3’ ფორმატის საფრთხეები საქართველოსათვის

მიუხედავად იმისა, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააკეთა ოფიციალური განცხადება იმის შესახებ, რომ საქართველო ინიციატივაში მონაწილეობას არ აპირებს, მნიშვნელოვანია, აღინიშნოს ის გარემოებები, რომელიც საქართველოსათვის “3+3” ფორმატში ჩართვას ქვეყნის ეროვნულ ინტერესებთან შეუსაბამოს გახდიდა.

  1. ინიციატივაში ჩართვა რუსეთთან ურთიერთობების გარკვეული დოზით აღდგენას ნიშნავს

აუცილებელია ხაზი გაესვას იმ ფაქტს, რომ “3+3” ფორმატის ერთ-ერთი წევრი რუსეთიცაა, რომელიც ღიად გამოთქვამს ინიციატივის მთავარ აქტორობაზე პრეტენზიას. თბილისს, 2008 წლის მოვლენებისა და ბორდერიზაციის პრობლემების გამო, ოფიციალურ მოსკოვთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვეტილი აქვს, შესაბამისად, ისეთ პოლიტიკურ ფორმაციაში გაწევრიანება, რომლის მთავარი აქტორი რუსეთია, და რომლის ფარგლებშიც ქვეყანას კონკრეტული ვალდებულებების შესრულება მოუწევს, შესაძლოა ქვეყნის “სუვერენიტეტისათვის ბრძოლის დათმობადაც” კი იქნეს აღქმული.

აღსანიშნავია ისიც, რომ რუსეთი აქტიურად ცდილობს რეგიონში გავლენის გაძლიერებას სხვადასხვა პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური ბერკეტების მოპოვებით. მოცემული ფორმატის შექმნა რუსეთის ინტერესეში შედის, ვინაიდან იგი ამ გზით შეძლებს, რეგიონის მთავარი მედიატორისა და მშვიდობისმყოფელის როლის მორგებას.

ხაზგასასმელია ის გარემოებაც, რომ ფორმატში წარმოდგენილნი არიან მხოლოდ რეგიონული აქტორები, შესაბამისად საქართველოს სტრატეგიული პარტნიორები ვერ შეძლებენ ქვეყნისთვის ზურგის გამაგრებას. საქართველოს, ასეთ პირობებში, ავტომატურად წამგებიან ვითარებაში აღმოჩნდება, რადგან იგი მარტო რჩება აგრესორის პირისპირ.

დეტალური ინფორმაციისათვის, თუ რა შედეგები შეიძლება ჰქონდეს რუსეთთან, საერთაშორისო პარტნიორების გარეშე დიალოგს, იხილეთ მითების დეტექტორის სტატიები:

გარდა ამისა, ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა ქვეყნის ევროატლანტიკური კურსის მომხრეა, რაც არჩევნებში კრემლისტური პარტიების საგრძნობლად დაბალ რეიტინგშიც გამოიხატება. შესაბამისად, მთავრობის მიერ 3+3 ფორმატში ჩართვა, მნიშვნელოვან უკმაყოფილებას გამოიწვევს ქართველ მოსახლეობაში.

  1. ფორმატის წევრები უმეტესწილად არადემოკრატიული სახელმწიფოები არიან, რომელთან ეკონომიკური პროექტების წარმოება სარისკოა

აღსანიშნავია ისიც, რომ, იმ ფონზე, როდესაც საქართველოს ნათლად აქვს გაცხადებული უსაფრთხოებისა და ეკონომიკური სტაბილურობის მისაღწევად ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის სურვილი, “3+3” ფორმატში მონაწილეობა, რომლის წევრებიც უმეტესად არალიბერალური სახელმწიფოები არიან, მოცემულ მიზანს საფრთხის ქვეშ დააყენებს.

ყურადსაღებია, რომ ირანი, საქართველოს სტრატეგიული პარტნიორის, ამერიკის შეერთებული შტატების მიერ არის სანქცირებული. შესაბამისად, ირანთან საგარეო ურთიერთობების წარმოების ასპექტში, საქართველოს, როგორც აშშ-ს მოკავშირეს, მეტი სიფრთხილის გამოჩენა მართებს.

“3+3” ფორმატში მონაწილეობით, საქართველოს აპრიორი მოუწევს რუსეთთან ერთად ჩაერთოს სხვადასხვა ეკონომიკურ და ინსფრასტრუქტურულ პროექტში, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს ქვეყნის ეკონომიკურ სტაბილურობას. პირველ რიგში, საერთო პროექტებში მონაწილეობით, რუსეთის მიიღებს მნიშვნელოვან ეკონომიკურ ბერკეტს ქვეყანაში გავლენის გასაძლიერებლად. საგულისხმოა, რომ წარსულში, რუსეთს თავისი ინტერესების გასატარებლად მოცემული ბერკეტები ხშირად გამოუყენებია არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ევროპის სხვა ქვეყნებთან მიმართებითაც.

შესაბამისად, საქართველოსათვის მნიშვნელოვანია, უზრუნველყოს საკუთარი ბაზრის დივერსიფიცირება.

წყარო

წყარო

აა
ალტ-ინფო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist