ვინ მანიპულირებს ჯანდაცვის მინისტრის ინფიცირების ცნობით ვაქცინის ეფექტიანობის თემაზე?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

12
VIEWS

პირველ ივნისს საქართველოს ჯანდაცვის მინისტრს, ეკატერინე ტიკარაძეს Covid-19 დაუდასტურდა. საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი „ასტრაზენეკას“ ვაქცინის პირველი დოზით 23 მარტს აიცრა. ეკატერინე ტიკარაძის ინფიცირების ცნობას სოციალურ ქსელებში ვაქცინის ეფექტიანობის თაობაზე მანიპულაციური მტკიცებები მოჰყვა. ჟურნალ “ქვაკუთხედის” რედაქტორმა ხათუნა საგინაშვილმა პოსტი გამოაქვეყნა, სადაც წერს, რომ მინისტრის ინფიცირება ადასტურებს მოსაზრებას, რომ ვაქცინის მთავარი დანიშნულება ვირუსისგან პრევენციაა არაა. პოსტები გამოაქვეყნა “ქართული მარშის” ლიდერმა სანდრო ბრეგაძემაც. “ან მოგვატყუა და ვაქცინის ნაცვლად წყალი გაიკეთა, ან ვაქცინაა უხარისხო”. – წერს ის.

1
2
მტკიცება, რომ AztraZeneca-ს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ვირუსისგან არ იცავს და არაეფეტიანია, მანიპულაციურია. ვირუსისგან 100%-ით დაცვას დღეისათვის ავტორიზებული არც ერთი ვაქცინა არ უზრუნველყოფს, თუმცა ამის საფუძველზე ვაქცინაციის უსარგებლობის მტკიცება მანიპულაციაა, ვინაიდან ვაქცინა დაავადების შემთხვევაში ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების და გარდაცვალების შანსებს ამცირებს. კვლევების მიხედვით, AstraZeneca-ს ვაქცინის ეფექტიანობა 62%-ია, თუმცა ეფექტიანობის სრულად გამოსავლენად 2 დოზის მიღებაა საჭირო.

AstraZeneca-ს ვაქცინის მესამე ფაზის წინასწარი შედეგები 2020 წლის 8 დეკემბერს ავტორიტეტულ ჟურნალ “The Lancet”-ში გამოქვეყნა, რომლის მიხედვითაც ვაქცინის ორი დოზის საშუალო ეფექტიანობა 62%-ია. კორონავირუსის ვაქცინების შემთხვევაში “ეფექტიანობა” გულისხმობს იმას, თუ რამდენად ამცირებს ვაქცინა შედეგის დადგომას ე.ი. COVID-19-ით დაავადებას. თავის მხირვ, 62%-იანი ეფექტიანობა არ გამორიცხავს ვაქცინის მიღების შემდეგ ვირუსით ინფიცირების შესაძლებლობას, თუმცა ამის საფუძველზე ვაქცინაციის უსარგებლობის მტკიცება მანიპულაციაა. რეალურად, ვაქცინა დაავადების შემთხვევაში პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმებისა და ფატალური შედეგის დადგომის შანსებს ამცირებს. ამასთანავე, ვაქცინის ეფექტიანობის სრულად გამოსავლენად, აუცილებელია ორი დოზის მიღება.

როგორც “რადიო თავისუფლებას” ჯანდაცვის სამინისტროში განუცხადეს, ეკატერინე ტიკარაძეს AstraZeneca-ს ვაქცინის მეორე დოზა ივნისში უნდა მიეღო. შესაბამისად, ის მხოლოდ პირველი დოზით არის აცრილი.

აღსანიშნავია ისიც, რომ ოქსფორდისა და შვედური კომპანიის კოლაბორაციით შექმნილი ვაქცინის ეფექტიანობა შეიძლება გაცილებით მაღალიც იყოს, ვიდრე ეს კლინიკურ კვლევებში გამოვლინდა. 2021 წლის თებერვალში სხვადასხვა ქვეყანაში მიმდინარე ვაქცინაციის მონაცემების ანალიზმა რეალიურად  აჩვენა AstraZeneca-ს  ვაქცინა პირველი დოზის შემდეგ 72%-იანი ეფექტიანობა, ხოლო მეორე დოზის შემდეგ ეს მაჩვენებელი 82%-მდე იზრდება.  2021 წლის 25 მარტს AstraZeneca-მ სამ ქვეყანაში (აშშ, ჩილე, პერუ) მიმდინარე კიდევ რამდენიმე კლინიკური კვლევის პირველადი შედეგებიც გაასაჯაროვა, რომელთა მიხედვით ვაქცინის ორი დოზის ეფექტიანობა 76%-ია. 33 449 ზრდასრული მოხალისის ვაქცინაციის შემდეგ COVID-19 მხოლოდ 141 მოხალისეს დაუდასტურდა, თუმცა მათგან დაავადების მძიმე ფორმა არცერთს არ განვითარებია. ვაქცინაციის შემდეგ ინფიცირებულთაგან დაავადების დამძიმების გამო არცერთი პაციენტის ჰოსპიტალიზება არ გამხდარა საჭირო და არც რომელიმე ინფიცირებული დაღუპულა, იმის გათვალისწინებით, რომ კვლევის მონაწილეთა 60%-ს კორონავირუსის დამძიმების მაღალი რისკის განმაპირობებელი სხვადასხვა მახასიათებელი (წინარე სამედიცინო ისტორია, დიაბეტი, ჭარბი წონდა და ა.შ.) ჰქონდა.

მიუხედავად იმისა, რომ ვაქცინები მნიშნველოვნად ზღუდავენ ვირუსის მძიმე ფორმებში გადატანის რისკებს, მეცნიერები ჯერ კიდევ იკვლევენ, რამდენად ეფექტიანია ისინი ვირუსის ტრანსმისიის შესაკავებლად. სხვადასხვა კვლევები აჩვენებს, რომ კორონავირუსის ვაქცინებს ამ მხრივაც პოზიტიური შედეგები აქვთ. მაგალითად, ბრიტანეთის ვაქცინაციის პროგრამის მონაცემების მიხედვით, AstraZeneca-ს ვაქცინა ვირუსის ასიმპტომურ შემთხვევებს 49%-ით ამცირებს. მიუხედავად ამისა, ვაქცინები ვირუსით ინფიცირებას და ტრანსმისიას სრულად არ ზღუდავს, სწორედ ამიტომუსაფრთხოების ზომების დაცვა ვაქცინაციის შემდეგაც რეკომენდირებულია.

მანიპულაცია ვაქცინაციისა და ვირუსით ინფიცირების რისკის, ასევე AstraZeneca-ს პირველი დოზით აცრის შემდეგ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის კარანტინში გადასვლის შესახებ ადრეც ვრცელდებოდა. ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” მიერ მომზადებული სტატიები:

ვინ მანიპულირებს პრეზიდენტის თვითიზოლაციისა და ვაქცინაციის თემით?
მანიპულაცია, თითქოს ვაქცინაციამ ინგლისსა და ისრაელში ინფიცირების რიცხვი გაზარდა


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: მანიპულაცია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist