ვინ ავრცელებს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინებზე ნობელის პრემიის ლაურეატის ყალბ ციტატას?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

220
VIEWS

29 მაისს ჟურნალ “ქვაკუთხედის” რედაქტორმა ხათუნა საგინაშვილმა გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც წერს, რომ ნობელიატი ვირუსოლოგის, ლუკ მონტანიეს მიხედვით “ექსპერიმენტული ერენემ ვაქცინით აცრილები დაიღუპებიან 2 წლის განმავლობაში”. ამავე დღეს მან გამოაქვეყნა იგივე შინაარსის პოსტი, ამჯერად ვიდეოსთან ერთად. საგინაშვილის პოსტები “ქვაკუთხედის” ფეისბუქ გვერდზეც გადაზიარდა. მსგავსი შინაარსის პოსტები ასევე “ხარისხის არხის” წამყვანმა დავით გიორგობიანმა, ფეისბუქ მომხმარებლებმა შალვა დალაქიშვილმა და ქეთევან გეჯაძემ გამოაქვეყნეს.

 

;

;;

მტკიცება, რომ ნობელიატმა მეცნიერმა ლუკ მონტანიემ რნმ ვაქცინით აცრილების 2 წელიწადის განმავლობაში გარდაცვალებაზე ისაუბრა, დეზინფორმაციაა. ღია წყაროებში მონტანიეს მსგავსი განცხადება არ იძებნება. მონტანიე ვიდეოში “ანტისხეულებზე დამოკიდებულ გაძლიერებაზე” საუბრობს, რომლის შემთხვევებიც ვაქცინირებულ ადამიანებში ჯერ არ დაფიქსირებულა.

მტკიცება, რომლის მიხედვითაც ადამიანები რნმ ვაქცინაციის შემდეგ ორი წლის განმავლობაში ანტისხეულებზე დამოკიდებული გაძლიერებით დაიღუპებიან, ლუკ მონტანიეს არ ეკუთვნის. ამასთანავე, ამ დროისთვის ვაქცინირებულ ადამიანებში არც ანტისხეულებზე დამოკიდებული გაძლიერების შემთხვევები დაფიქსირებულა.

სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინტერვიუში  ლუკ მონტანიე  ამტკიცებს, რომ კოვიდ-19-ის ვაქცინები ანტისხეულებზე დამოკიდებულ გაძლიერებას (ADE) იწვევს:

“თქვენ ამას ყველა ქვეყანაში ხედავთ – ვაქცინაციის მრუდს სიკვდილიანობის მრუდი მიყვება. მე ყურადღებით მივყვები ამ პროცესს და ექსპერიმენტებს ვატარებ იმ პაციენტებზე, რომლებიც ვაქცინაციის შემდგომ კორონავირუსით დაავადდნენ. მე გაჩვენებთ, რომ ისინი ვირუსის ახალ ვარიანტებს ქმნიან, რომლებიც ვაქცინების მიმართ რეზისტენტულები არიან.“

“ანტისხეულებზე დამოკიდებული გაძლიერების” (ADE) დროს ვაქცინით შეძენილი ანტისხეულები ორგანიზმს არათუ იცავენ ვირუსისაგან, არამედ დაინფიცირების რისკებს ზრდიან და ვირუსულ ინფექციას აძლიერებენ. მსგავსი გვერდითი მოვლენა SARS-cov-ის ვაქცინების ცხოველებზე გამოცდისას ცალკეულ შემთხვევებში მართლაც დაფიქსირდა, რის შემდეგაც, აღნიშნული ვაქცინებზე კვლევები ადამიანებზე აღარ გაგრძელებულა. მიუხედავად ორი ვირუსის მსგავსებისა, მხოლოდ ეს ფაქტი საკმარისი არ არის იმის დასამტკიცებლად, რომ კოვიდ19-ის საწინააღმდეგოდ შექმნილი ვაქცინები  მსგავსი იმუნოპათოლოგიური ფენომენის გამომწვევი გახდება. ამასთანავე, ამ დროისთვის ვაქცინირებულ ადამიანებში არც ანტისხეულებზე დამოკიდებული გაძლიერების შემთხვევები დაფიქსირებულა.

მონტანიეს მტკიცებით, ვაქცინაცია ვირუსის ახალი შტამების გაჩენას ხელს შეუწყობს, რაც ასევე არ შეესაბამება სიმართლეს. როგორც აშშ-ს დაავადებათა კონტროლის ცენტრის (CDC) ხელმძღვანელი ენტონი ფაუჩი და ჯანდაცვის ექსპერტები აღნიშნავენ, ვირუსის ახალი შტამები ვერ გაჩნდება, თუკი ვირუსის ადამიანიდან ადამიანზე გადაცემა შეჩერდება და ვირუსი გამრავლებას ვერ შეძლებს. შესაბამისად, ერთადერთი გზა ახალი მუტაციების თავიდან ასაცილებლად ვაქცინაციის გზით ვირუსის წინააღმდეგ ე.წ. “ჯოგური იმუნიტეტის” გამომუშავებაა.

ამ თემაზე უფრო ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალა:
ქართველი ანტივაქსერები ბელგიელი ვირუსოლოგის ჰიპოთეტურ სცენარს რეალობად წარმოაჩენენ

ამ ეტაპზე დადასტურებულია, რომ კოვიდ-19-ის ვაქცინებმა ათასობით ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა. დიდ ბრიტანეთში ვაქცინაციამ 2021 წლის მარტის ბოლომდე 10,000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე დაიცვა. მსგავსი შედეგები დაფიქსირდა ისრაელშიც, რაც  მსოფლიოში ერთ-ერთმა ყველაზე სწრაფმა ვაქცინაციამ უზრუნველყო.

გავრცელებული დეზინფორმაცია უცხოურმა ფაქტების გადამმოწმებელმა პორტალებმაც შეისწავლეს. Reuters-ისა და Indiatoday-ის მიხედვით, მტკიცება რომლის მიხედვითაც ვაქცინირებული პაციენტები ორ წელიწადში დაიღუპებიან, ფრანგ მეცნიერს არ ეკუთვნის, ხოლო მონტანიეს განცხადება “ანტისხეულებზე დამოკიდებული გაძლიერების” შესახებ მტკიცებულებების გარეშეა.

“ვაქცინირებული ადამიანები კოვიდ-19-ის მძიმე შემთხვევებისა და ჰოსპიტალიზაციისგან დაცვას უზრუნველყოფენ, რაც არ მოხდებოდა ADE-ს არსებობის შემთხვევაში, რადგან ეს არის მწვავე და მძიმე დაავადება”, – განაცხადეს Meedan Health Desk-ის  სამედიცინო ექსპერტებმა Reuters-თან.

წყაროს შესახებ
ლუკ მონტანიემ ნობელის პრემია 2008 წელს აივ-ვირუსის (HIV-virus) იდენტიფიცირებისთვის ფრანსუაზ ბარე-სინუსთან ერთად მიიღო.  მონტანიე  2017 წელს  საფრანგეთში სავალდებულო ვაქცინაციის მოწინააღმდეგე იყო, ბოლო პერიოდში კი კორონავირუსის ხელოვნური წარმომავლობის შესახებ გამოთქმული მოსაზრებების გამო  კრიტიკის ობიექტი გახდა.  CNEWS-ის მიხედვით, მედიცინისა და მეცნიერების 106-მა აკადემიკოსმა ერთობლივი წერილობითი განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ ისინი ვერ მიიღებენ მათი კოლეგის განცხადებას, რომელიც მისი კომპეტენციის მიღმაა და ამასთან ჯანმრთელობისთვის სახიფათოა. ამ თემაზე უფრი ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალა:
ოპერაცია “ინფექცია 2”: KGB-ს შიდსის კონსპირაციიდან COVID-19-ს კონსპირაციამდე


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist