ვინ ავრცელებს დეზინფორმაციას, თითქოს სააკაშვილი თურქეთის საკონსულოსთან დააკავეს?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

45
VIEWS

1 ოქტომბერს ფეისბუქ-პროფილმა დავით ნემდაძის მხარდამჭერები გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც წერს, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თურქეთის საკონსულოსთან დააკავეს. ის ასევე წერს, რომ სააკაშვილს მფარველობას თურქეთის დიპლომატიური კორპუსი უწევდა და ის საქართველოში სამხედრო გემით შემოიყვანეს.

"
განცხადება, თითქოს სააკაშვილი თურქეთის საკუნსულოსთან დააკავეს, დეზინფორმაციაა, რადგან რეალურად ის სანზონაში, ქვიშხეთის ქუჩაზე მდებარე შენობაში დააკავეს. თურქეთის საელჩო თბილისში ჭავჭავაძის გამზირზე მდებარეობს, ხოლო გენერალური საკონსულო კი ბათუმში, აბაშიძის ქუჩაზე. ინფორმაცია, თითქოს სააკაშვილს თურქეთის დიპლომატიური კორპუსი ეხმარებოდა და ის სამხედრო გემით შემოიყვანეს, მტკიცებულებების გარეშეა. დავით ნემსაძე ადრე თურქოფობიურ პოსტებს აქვეყნებდა და მოცემულ შემთხვევაში, ის ექსპრეზიდენტის საქართველოში ფარულად შემოსვლის თურქეთის დიპლომატიურ კორპუსთან დაკავშირებას ცდილობს.

2021 წლის პირველ ოქტომბერს საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა საკუთარ ფეისბუქ-გვერდზე ვიდეოები გამოაქვეყნა და განაცხადა, რომ საქართველოში დაბრუნდა და ბათუმში იმყოფება. მმართველი გუნდის წევრები დღის განმავლობაში აცხადებდნენ, რომ სააკაშვილის ვიდეოები საქართველოში ჩაწერილი არ არის და რეალურად, ის უკრაინის კურორტ ტრუსავეცკში იმყოფება. დღის ბოლოს, 19:45 საათზე მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი დაკავებულია.

"

შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, რომ მიხეილ სააკაშვილი გლდანი-ნაძალადევის ტერიტორიაზე დააკავეს. სხვადასხვა მედია საშუალება, მათ შორის მთავარი არხი და რადიო თავისუფლება კი აზუსტებენ, რომ სააკაშვილი სანზონაში, ქვიშხეთის 2 ნომერში, მე-4 სართულზე დააკავეს, შენობის პირველ სართულზე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო შტაბი მდებარეობს.

"

შესაბამისად, დავით ნემდაძის მხარდამჭერების მიერ 20:28 საათზე გამოქვეყნებული პოსტი, რომელშიც წერია, რომ სააკაშვილი თურქეთის საკონსულოსთან დააკავეს, დეზინფორმაციაა. თბილისში თურქეთის საელჩო ვაკის ტერიტორიაზე, ჭავჭავაძის 35 ნომერში მდებარეობს, მსურველებს საკონსულო მომსახურების მიღებაც ამ ადგილზე შეუძლიათ. გარდა ამისა, თურქეთის გენერალური საკონსულო ქალაქ ბათუმში, აბაშიძის 8 ნომერში მდებარეობს.

რაც შეეხება ინფორმაციას, რომ სააკაშვილი საქართველოში სამხედრო გემით შემოიყვანეს და მას ბოლო დღეებში თურქეთის დიპლომატიური კორპუსი მფარველობდა, მტკიცებულებების გარეშეა.

"

მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შემოსვლასთან დაკავშირებით გავრცელებულ დეზინფორმაციაზე იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალები:
თურქეთ-საქართველოს საზღვარი თუ გოვერლას მთა?
რას გვეუბნება გეოლოკაცია სააკაშვილის ვიდეოებზე?

დავით ნემსაძის შესახებ

დავით ნემდაძის მხარდამჭერები სამხედრო ბლოგერ დავით ნემსაძესთან დაკავშირებული პროფილია, პროფილის url მისამართში roberto.karlos-ია მითითებული. დავით ნემსაძეს კიდევ ერთი ფეისბუქ-ანგარიში – დავით ცრუთაქვეყნელი აქვს, რომლის url მისამართში nana pipia-ს სახელი იკითხებება. ნემსაძე ხშირად ავრცელებს ანტითურქულ განწყობებს.

"

"


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

 

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: თურქეთი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist