ვინ არის “მარიამი” და როდის აქვს დაბადების დღე?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

233
VIEWS

„დღეს დაბადების დღე მაქვს, 28 წლის გავხდი  მე მარიამი ვარ. მადლობა ყველას, ვინც მომილოცავთ  უფალი იყოს თქვენი მფარველი.“ – ამ წარწერით „მარიამის“ ფოტო ფეისბუკ ჯგუფში uMedia 9 მარტს გამოჩნდა და რამდენიმე დღეში  6.3 ათასი მოწონება და ათასზე მეტი დაბადების დღის მისალოცი კომენტარი დააგროვა. თუმცა, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ქართულ ინტერნეტ სივრცეში „მარიამის“ დაბადების დღე ასე მასშტაბურად აღინიშნა. უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში „მარიამის“ ფოტო მსგავსი და ხშირ შემთხვევაში იდენტური ტექსტით 24 აპრილს ფეისბუქ გვერდზე Black & White,  29 აპრილს გვერდზე worldnews.ge, 10 მაისს გვერდზე წმინდაო ღმერთო, წმინდაო ძლიერო, წმინდაო უკვდავო შეგვიწყალენ ჩვენ, 23 მაისს ჯგუფში mematiane.ge გამოჩენილი ადამიანების საიტი,  20 ივნისს საჯარო ჯგუფში ადვოკატი ლაშა ჯანიბეგაშვილის მასმედია გაზიარდა.

;;

;

ფოტოზე გამოსახული გოგონა სინამდვილეში არა “მარიამი”, არამედ რუსი მოდელი, სამოტივაციო სპიკერი და ეტლით მოსარგებლე გოგონათა შორის მის მსოფლიო 2013-ის გამარჯვებული ქსენია ბეზუგლოვაა.

ქართულ ონლაინ სივრცეში გავრცელებული ფოტოს ნახვა კი მის პირად ინსტაგრამ გვერდზეა შესაძლებელი.

;

საინტერესოა, რომ აღნიშნული ფოტო ქართული ფეისბუქ ჯგუფების გარდა რუმინულ და ხორვატულ გვერდებზეც იძებნება. აქ უკვე ტექსტში სახელი მარიამი აღარ ფიგურირებს, თუმცა მესიჯი იგივეა – გოგონას დაბადების დღე აქვს და სოციალური ქსელის მომხმარებლებს წინასწარ უხდის მადლობას კეთილი სურვილებისა და გამხნევებისათვის. ბოსნია და ჰერცოგოვინაში სოციალურ ქსელში ამ ფოტოს გავრცელებამ ბოსნიელი ფაქტჩეკერების ყურადღებაც მიიპყრო და 2019 წელს ქსენია ბეზუგლოვას ფოტო მათ მიმოხილვაშიც მოხვდა.

;

ტექსტი: დღეს ჩემი დაბადების დღეა! ჩემს მეგობრებს სჯერათ, რომ არავინ მომილოცავს, რადგან შშმ პირი ვარ! ;

ტექსტი: დღეს მისი დაბადების დღეა! მოდით მივულოცოთ და გავახალისოთ.

;

ტექსტი: დღეს 28 წლის გავხდი, ვინ მომილოცავს?

თემატიკა: სხვა
დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist