იდენტობა

ვინ არის გამოსახული ფოტოზე, რომელსაც ლუქსემბურგის პრემიერ-მინისტრს მიაწერენ?

9 მარტი, 2021

2020 წლის 30 ივლისს “უფლებადამცველთა გაერთიანების” ხელმძღვანელმა ნიკოლოზ მჟავანაძემ თავის ფეისბუკ გვერდზე გამოაქვეყნა ფოტო, რომელზეც პოსტის ავტორის მტკიცებით, ლუქსებურგის პრემიერ-მინისტრი მეუღლესთან ერთად არის გამოსახული.  ნიკოლოზ მჟავანაძის ფოტოს 2021 წლის 9 მარტის მდგომარეობით, 698 რეაქცია და სამი ათასზე მეტი გაზიარება აქვს.
;

სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტოზე არა ლუქსემბურგის პრემიერ-მინისტრი ქსავიერ ბეტელი, არამედ ავსტრიელი მომღერალი კონჩიტა ვურსტია გამოსახული.

ფოტო სინამდვილეში ავსტრიელ მომღერალს კონჩიტა ვურსტს ასახავს, რომელიც 2019 წელს თავის ბიზნეს-მენეჯერთან ერთად ვენის საოპერო დარბაზში იმყოფებოდა. ფოტო გერმანული ჟურნალის “Kurier” ფოტოგრაფმა, ჯეფ მენჯიონმა გადაიღო და პირველად ამავე ჟურნალში, 2019 წლის 28 თებერვალს გამოქვეყნდა.

;

ავსტრიელმა მომღერალმა იმავე დღეს ფოტო თავის ინსტაგრამ გვერდზეც გაავრცელა.

;

ფოტოზე გამოსახული მეორე პიროვნება ანდრე კარსაი არის, კონჩიტა ვურსტის კომპანიის (TNRB unstoppable GmbH) აღმასრულებელი დირექტორი. 2019 წლის 28 თებერვალს კარსაიმ ინსტაგრამის გვერდზე კონჩიტასთან გადაღებული სხვა ფოტოც გამოაქვეყნა.

;

სოციალურ ქსელებში გავრცელებული ფოტო სხვადასხვა დროს ფრანგმა, ესპანელმა, და  ინდოელმა ფაქტჩეკერებმაც გადაამოწმეს.

ვინ არის ლუქსემბურგის პრემიერ-მინისტრი?

ქსავიერ ბეტელი ლუქსემბურგის პრემიერ-მინისტრი 2013 წლიდანაა. 2015 წელს იგი თავისივე სქესის პარტნიორზე, ბელგიელ არქიტექტორზე დაქორწინდა.

;
პოსტის გავრცელება ქართულ და რუსულ ვებგვერდებზე

2019 წლის მარტში  კონჩიტა ვურსტის ფოტო წარწერით “ლუქსემბურგის პრემიერ-მინისტრი მეუღლესთან ერთად” ფეისბუკის მომხმარებელმა, Koba Zenaishvil-მაც  გამოაქვეყნა.
;

მანამდე აღნიშნული ფოტო რუსულ ვებგვერდზე spletnik.ru და ფორუმებზე glav.su, web-dialog.com-ზე გამოქვეყნდა. ავსტრიელი მომღერლის ფოტო მანიპულაციური აღწერით Vkontakte.ru-ს მომხმარებლებმაც გაავრცელეს.
;

;;


მოამზადა ანი ქისტაურმა


ნიკოლოზ მჟავანაძის პოსტის არქივის ბმული
კობა ზენაიშვილის პოსტის არქივის ბმული


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.  

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.