ვინ აყენებს ეჭვქვეშ ბაიდენის ბუსტერს და თეთრი სახლის დეკორაციას?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

49
VIEWS

29 სექტემბერს ფეისბუქ-პროფილმა ბიბლიის მორწმუნე ქრისტიანები აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მიერ ვაქცინის ბუსტერ დოზის მიღების ამსახველი ფოტო შემდეგი ტექსტით გამოაქვეყნა: “ყალბი პრეზიდენტი იცრება ყალბი ინექციით ყალბ სატელევიზიო სცენის ფონზე”.

"
“ბიბლიის მორწმუნე ქრისტიანების” პოსტი ვაქცინის ბუსტერსა და  სატელევიზიო დეკორაციას/ფონს ერთმანეთს მანიპულაციურად უკავშირებს და ორივეს ყალბს უწოდებს. რეალურად, ფონი, რომლის წინაც ბაიდენი საჯაროდ აიცრა, თეთრი სახლის ერთ-ერთ აუდიტორიაშია, რომელიც მედიის გასაშუქებელი ღონისძიებებისთვის ხშირად გამოიყენება. ეს კონკრეტული ფონი კი ბუსტერ დოზის მიღებისთვის არ განუთავსებიათ, ბაიდენმა ის რამდენიმე დღის წინ კორონავირუსის გლობალური სამიტის დროსაც გამოიყენა.

“ბიბლიის მორწმუნე ქრისტიანების” პოსტი მანიპულაციაა, რადგან ის ბაიდენის მიერ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ბუსტერ დოზის გაკეთებასა და ფონს, რომლის წინაც მას ვაქცინა გაუკეთეს, ყალბს უწოდებს. აუდიტორია, რომელშიც ეს დეკორაციაა განთავსებული ეიზენჰაუერის ოფისის შენობაა და ის თეთრი სახლის კომპლექსის ნაწილია, თუმცა მისგან განცალკევებით მდებარეობს. აუდიტორია მედიის გასაშუქებელი ღონისძიებებისთვის ხშირად გამოიყენება.

"

საჯაროდ გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ბაიდენი ჯერ მოკლე სიტყვას წარმოთქვამს, შემდეგ კი იმ ფონისკენ ინაცვლებს, რომლის წინაც მან ბუსტერი გაიკეთა.

"

სხვადასხვა მედია საშუალების მიერ გავრცელებული ვიდეოებიდან კარგად ჩანს ისიც, რომ ვაქცინის ბუსტერ დოზის ინექცია შპრიცშია და მას ბაიდენს მკლავში უკეთებენ.

აშშ-ს პრეზიდენტმა Pfizer-ის ვაქცინის ბუსტერ დოზა გაიკეთა. აშშ-ს დაავადებათა კონტროლის ცენტრი მხარს უჭერს Pfizer-ის ბუსტერ დოზის გაკეთებას იმ ამერიკელებისათვის, რომლებიც 65 წელზე უფრო ხანდაზმულები არიან ან აქვთ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები და შედიან მაღალი რისკის ჯგუფებში. ბუსტერ დოზის მიღება ამჟამად მხოლოდ იმ პირებს შეუძლიათ, ვინც Pfizer-ის ვაქცინით აიცრა და მათი აცრიდან სულ მცირე 6 თვეა გასული. აშშ-ს მედიკამენტებისა და საკვების ადმინისტრაციას ჯერ არ განუხილავს Moderna-სა და Johnson&Johnson-ის ვაქცინების ბუსტერ დოზების აპლიკაციები.

"
წყარო: The New York Times

პოსტში ვაქცინის ბუსტერი და სატელევიზიო დეკორაცია მანიპულაციურად, “სიყალბის” ცნებით არის დაკავშირებული, იდენტური მანიპულაცია ამერიკულ წყაროებშიც გავრცელდა, სავარაუდოდ ქართულენოვანი პოსტი ინსტაგრამ-ანგარიშ blazingpatriots-ზე გამოქვეყნებული პოსტის თარგმანია.

"
როგორც ფაქტების გადამამოწმებელმა პლატფორმა PolitiFact წერს, ერთ-ერთი ფეისბუქ-პოსტის მტკიცებით, “ყალბი დეკორაცია” სპეციალურად ბაიდენის ბუსტერისთვის დადგეს. PolitiFact-მა ეს მტკიცება და მათ სტატიაში ვკითხულობთ, რომ ეს დეზინფორმაციაა, რადგან 22 სექტემბერს ბაიდენი სწორედ ამ დეკორაციის ფონზე კორონავირუსის გლობალურ ონლაინ სამიტზე სიტყვით გამოვიდა.

""

"

აშშ-ს ლიდერების და თანამდებობის პირების ვაქცინაციის შესახებ დეზინფორმაცია სოციალურ ქსელებში წარსულშიც ვრცელდებოდა. ამ თემაზე იხილეთ “მითების დეტექტორის” მიერ მომზადებული მასალები:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist