ვერდიქტი პურის მოპარვისთვის თუ სასიკვდილო ცემისთვის? 

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

1k
VIEWS

6 ივნისს ფეისბუკ  გვერდმა Lia’s Wonderland ფიქრთგასართველად გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც  ნათქვამია, რომ ამერიკაში  15 წლის მოზარდი მაღაზიაში ქურდობისათვის დაიჭირეს, სასამართლო პროცესზე კი გაირკვა, რომ უსამსახუროდ დარჩენილმა ბიჭმა ავადმყოფი დედისთვის მაღაზიიდან პური და ყველი მოიპარა. პოსტის მიხედვით, მოსამართლემ ამ ისტორიის მოსმენის შემდეგ განაცხადა: “აქ ჩვენ ყველანი ვართ პასუხისმგებელნი ამ დანაშაულისათვის.  ყველა, ვინც დღეს აქ  იმყოფება და მათ შორის მეც ამ დარბაზში მყოფი თითოეული  ჩვენგანი 10 დოლარით ჯარიმდება.”

 

9 ივნისის მონაცემებით პოსტს 8 100 რეაქცია და 5 500 გაზიარება აქვს.
;
რეალურად, ფოტო 2011 წელს ფლორიდაში გამართულ სასამართლო პროცესს ასახავს, თუმცა 12 წლის ბიჭს ბრალად არა პურის მოპარვა, არამედ უმცროსი ძმის სასიკვდილოდ ცემა ედებოდა.

Google-ის საძიებო სისტემაში ფოტოს გადამოწმების შედეგად აღმოჩნდა, რომ იდენტური ფოტო, თავდაპირველად 2012 წლის 3 იანვრს  გაზეთ The Florida Times Union-ში გამოქვეყნდა. ფოტო 2011 წელს ფლორიდაში ჩატარებული სასამართლო პროცესს ასახავს, 12 წლის ბრალდებულს კი სინამდვილეში არა პურის მოპარვა, არამედ ორი წლის ძმის სასიკვდილოდ ცემა ედებოდა ბრალად.

;

12 წლის კრისტიან ხუან ფერნანდესს ბრალი პირველი ხარისხის მკვლელობაში ედებოდა. გაზეთში ნათქვამია, რომ ორი წლის დევიდი 2011 წლის მარტში  ცემის შედეგად თავის ქალას მოტეხილობის, თავის ტვინის სისხლდენისა და მარცხენა თვალისა და ცხვირის სისხლჩაქცევების გამო გარდაიცვალა. ოჯახის თქმით, უბედური შემთხვევა თამაშის დროს მოხდა. დაუდევრობის გამო ბრალი კრისტიან ფერნანდესის დედასაც წაუყენეს, რომელმაც უგონო მდგომარეობაში მყოფი შვილის ნახვისას სასწრაფოში არ დარეკა.

2018 წლის იანვარში, Action News Jax-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ 19 წლის ფერნანდესს არასრულწლოვანთა დაწესებულებაში გატარებული შვიდი წლის შემდეგ გაათავისუფლებდნენ.

;
იდენტური ფოტო ამავე აღწერასთან ერთად  სხვა ქვეყნებშიც ვრცელდებოდა. 15 წლის ბიჭის ისტორია 2020 წლის ოქტომბერში ინდოელმა ფაქტჩეკერებმაც გადაამოწმეს. ვიდეოში ნათქვამია, რომ პროცესის ამსახველი კადრები Foxnews-მაც გამოაქვეყნა.
;

პოსტის გავრცელება

ფეისბუკ გვერდის “Lia’s Wonderland ფიქრთგასართველად” მიერ გამოქვეყნებული პოსტი 7 ივნისს ფეისბუკ მომხმარებელმა ბესარიონი გაგიევი-მაც გამოაქვეყნა. პოსტს 9 ივნისის მონაცემებით 3,100 რეაქცია და 1,500 გაზიარება აქვს.
;
იდენტური პოსტი 7 და 8 ივნისს ხუთმა (ტიტუნები, The House of Education/განათლების სახლი, Georgian Tik-Tokers•
Mcvane.Ge, პოეზიის 5 წუთი) ფეისბუკ გვერდმა გაავრცელა:

პოსტი იდენტური ფოტოთი და აღწერით ცხრა( მწვანე ჰორიზონტი / Green Horizon, ქართველები სალერნოში/Georgiani a Salerno, ქართველები იტალიაში, აქ სიმართლეა!, წიგნომანები ?,უსასრულო პოეზია, ??გიჟების იმპერია??, მე ❤ ემიგრანტი, ჩვენ საბერძნეთში) ფეისბუკ ჯგუფში გავრცელდა:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist