“უფლის მზე”, “ხელოვნური მზე” თუ რაკეტა?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

57
VIEWS

10 იანვარს ფეისბუკ მომხმარებელმა შორე შანიძემ გამოაქვეყნა პოსტი, რომლშიც ამტკიცებს, რომ ჩინელებს “უფლის მზე” არ აკმაყოფილებთ და ამიტომ ხელოვური მზე შექმნეს, რომელიც უფრო დიდი “სასწაულია”. პოსტს თან ერთვის ვიდეო, რომელშიც ჩანს, თუ როგორ იწევა ცეცხლოვანი დისკო ჰაერში, რასაც კამერებითა და სმარტფონებით შეიარაღებული ადამიანები აფიქსირებენ. იდენტური ვიდეო 11 იანვარს ფეისბუკ მომხმარებელმა ზვიად გოგიაშვილმაც გამოაქვეყნა. პოსტის ავტორის თანახმად, ჩინეთის შერწყმის რეაქტორმა ხელოვნური „მზე“ 17 წუთის განმავლობაში აანთო.
"

სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეო არა “ხელოვნური მზის”, არამედ  სტანდარტული კოსმოსური რაკეტის გაშვებას ასახავს. “ხელოვნური მზის” სახელწოდებით ცნობილი ბირთვული სინთეზის რეაქტორები ჩინეთის რამდენიმე პროვინციაში მდებარეობს და მათი კოსმოსში გაშვება არ მომხდარა.

ვიდეო, რომელიც მცდარი აღწერით 2022 წლის იანვარში გავრცელდა და ამტკიცებს, რომ “ხელოვნური მზის” გაშვებას ასახავს, ახალი არაა. კადრები მსგავსი აღწერით 2021 წლის სექტემბერში YouTube-ზეც გამოქვეყნდა.
"
2022 წლის იანვრისა და 2021 წლის სექტემბრში გავრცელებული ვიდეოები, რომლებიც თითქოს ჩინეთში “ხელოვნური მზის” გაშვებას ასახავს,  სინამდვილეში, სტანდარტული კოსმოსური რაკეტების გაშვების კადრებს წარმოადგენს.

“ხელოვნური მზის” გაშვების შესახებ ვირუსულად გავრცელებული ვიდეო Newsweek-მაც გადაამოწმა. ვიდეოს პირველწყაროს დადგენა ვერ მოხერხდა, თუმცა Newsweek-ის გამოძიების თანახმად, 2022 წლის იანვარში სოციალურ ქსელში გავრცელებულ კადრებში ნაჩვენები გამონაბოლქვის კვალი 2021 წლის 23 დეკემბერს ჩინური სატელიტების Shiyan-12-01 და Shiyan-12-02 გაშვებისას დატოვებული გამონაბოლქვის მსგავსია, ამიტომ შესაძლოა, ვირუსულად გავრცელებული ვიდეო სწორედ ამ სატელიტების გაშვების პროცესს ასახავდეს.
"
მარცხნივ: ვიდეო, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა
მარჯვნივ: ჩინური რაკეტის გაშვება.

ცეცხლოვანი ბურთი, რომელიც მზეს წააგავს, რაკეტების ცაში გაშვების ამსახველ არაერთ ვიდეოში ფიქსირდება. 2015 წელს რაკეტა Falcon 9-ისა და 2021 წლის ივნისში SiriusXM თანამგზავრის გაშვების ვიდეოებში კარგად ჩანს, თუ როგორ იწევს ჰაერში ნარინჯისფერი დისკო.
""

რაკეტების გაშვების პროცესი მაყურებლისთვის საინტერესო სანახაობა სხვა დროსაც გამხდარა. მაგალითად, 2019 წლის დეკემბერში ტვიტერზე გავრცელებულ ვიდეოში კარგად ჩანს, თუ როგორ უყურებს ხალხი ჰაინანში, ვენჩანგის კოსმოსური ცენტრიდან რაკეტის გაშვებას.
"
მიზეზი, რის გამოც სოციალური მედიის მომხმარებლები შეცდომაში შევიდნენ,  შესაძლოა იყოს ის, რომ ჩინური პროექტი – ,,ხელოვნური მზე’’ მართლაც არსებობს, რომლის საბოლოო მიზანს სუფთა, დიფუზიური ენერგიის მიღება წარმოადგენს. ბირთვული სინთეზის უახლესი დანადგარები პლაზმის გაცხელების გზით ბირთვული სინთეზის საშუალებას იძლევა, რის შედეგადაც დიდი ოდენობით ენერგია გამოიყოფა. რეაქტორის გარდა დანადგარი Tokamak-ის მაგნიტურ კამერას მოიცავს. ამ კამერას პლაზმის და არასტაბილური გაზების შეკავება შეუძლია, თუმცა მცირე დროის განმავლობაში. სწორედ ამიტომ “ხელოვნური მზის” ექსპერიმენტები, როგორც წესი, მხოლოდ რამდენიმე წამის განმავლობაში გრძელდება. მაგალითისათვის, 2020 წელს კორეაში KSTAR-ის რეაქტორმა 20 წამის განმავლობაში 100 მილიონ გრადუსს მიაღწია(ცელსიუსი), 2021 წელს ჩინეთმა ეს მაჩვენებელი 20 წამის განმავლობაში 160 მილიონ გრადუსამდე გააუმჯობესა და ასევე 100 წამის განმავლობაში 120 მილიონი გრადუსის მიღწევაც შეძლო. 2022 წელს კი, ჩინეთის სახელმწიფო მედიის მტკიცებით, ამ ტიპის რეაქტორში სახელწოდებით EAST (HT-7U) 70 მილიონი გრადუსის (ცელსიუსი) შენარჩუნება 17 წუთის განმავლობაში შეძლეს. შედარებისათვის, მზის ბირთვის ტემპერატურა 15 მილიონ გრადუსს აღწევს(ცელსიუსი)

აღსანიშნავია, რომ ეს მოწყობილობები კოსმოსში გაშვებული არ არის. ერთი-ერთი მათგანი ჩინეთის სიჩუანის პროვინციაში სამხრეთ-დასავლეთის ფიზიკის ინსტიტუტში (SWIP) არის მოთავსებული, EAST (HT-7U) კი ჰეფეის პროვინციაში მდებარეობს.
"
ფოტოზე: HL-2M Tokamak, ჩინეთი, სიჩუანის პროვინცია, წყარო: Getty Images

"
ფოტოზე: EAST (HT-7U) წყარო: CGTN


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: სხვა
დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist