უკავშირებს თუ არა გუგული მაღრაძე ჭარბწონიანობას დაოჯახებას?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

58
VIEWS

3 იანვარს ფეისბუქ-მომხმარებელმა გოგა არაბული ყოფილი პარლამენტარის გუგული მაღრაძის ფოტო გამოაქვეყნა, რომელზეც საზოგადოებრივი მაუწყებლის ლოგო და შემდეგი ციტატაა დატანილი: “თუ ქალი 60 კილოგრამს აღემატება. კანონით ეკრძალება გათხოვება”.

"

4 იანვარს აღნიშნული პოსტი ფეისბუქ-გვერდმა ლურჯი ვირი გააზიარა.

"

პოსტი, რომლის მიხედვითაც გუგული მაღრაძე აცხადებს, რომ ქალებს, რომლებიც 60 კილოგრამზე მეტს იწონიან, დაოჯახება ეკრძალებათ, სატირულია. გუგული მაღრაძის ამ შინაარსის განცხადება არც საზოგადოებრივი მაუწყებლის ვებ-გვერდზე და არც სხვა ღია წყაროებში არ იძებნება.

პოსტი სატირულია. გუგული მაღრაძის ფოტოსა და საზოგადოებრივი მაუწყებლის ლოგოს გამოყენებით გავრცელებული ციტატა არც 1tv.ge-ზე და არც სხვა მედიასაშუალებებში არ იძებნება.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ვებ-გვერდზე გუგული მაღრაძის ბოლო ციტატა 2020 წლის ივლისშია გამოქვეყნებული. ამ ციტატაში გუგული მაღრაძე პარლამენტში გენდერული კვოტირების საჭიროებაზე საუბრობს. მასალას სატირულ პოსტში გამოყენებული ფოტო დართული არ აქვს.

"

პოსტში გამოყენებული ფოტო საზოგადოებრივი მაუწყებლის ვებ-გვერდზე 2018 წელს გამოქვეყნებულ მასალებს ახლავს, თუმცა გუგული მაღრაძის აღნიშნული ციტატა არც ამ მასალებში გვხვდება.

"
აღსანიშნავია, რომ პოსტს უმეტესად სიცილის რეაქციები აქვს, თუმცა კომენტარებში სოციალური ქსელის მომხმარებელთა ნაწილმა გუგული მაღრაძის მისამართით ნეგატიური და შეურაცხმყოფელი კომენტარებიც დატოვა, რის საფუძველზეც შეიძლება ითქვას, რომ მათ ეს განცხადება რეალურად აღიქვეს.

გუგული მაღრაძის გაყალბებული ციტატა აქამდეც გავრცელებულა. ამ თემაზე იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალა:
ითხოვს თუ არა გუგული მაღრაძე ანტივაქსერებისთვის სექსის აკრძალვას? 

წყაროების შესახებ

სატირული შინაარსის პოსტი ფეისბუქ-მომხმარებელმა გოგა არაბულმა გამოაქვეყნა, მას პროფილზე სამუშაო ადგილად “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” აქვს მითითებული.

"

ფეისბუქ-პოსტი გვერდმა “ლურჯი ვირი” გააზიარა, აღნიშნული გვერდი 2019 წლის 13 ნოემბერს შეიქმნა და ხშირად “ქართული ოცნების” მადესკრედიტირებელ პოსტებს აქვეყნებს.

"


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: სხვა
დარღვევის ტიპი: სატირა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist