უკავშირდება თუ არა 1998 წლის სტატია ვაქცინაციაზე პრინც ჩარლზის გადაწყვეტილებას?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

32
VIEWS

18 ნოემბერს ფეისბუქ მომხმარებელმა Marekhi Robaqidze გამოაქვეყნა პოსტი, სადაც აღნიშნულია, რომ პრინცმა ჩარლზმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთებაზე უარი იმ მოტივით თქვა, რომ ვაქცინა დნმ-ს ცვლის და პრინცი გენმოდიფიცირების წინააღმდეგია. პოსტს 7 დეკემბრის 15:00 საათის მონაცემებით პოსტს 126 გაზიარება აქვს.

;

პოსტი დეზინფორმაციულია, პრინც ჩარლზს კორონავირუსის ვაქცინის გაკეთებაზე უარი არ უთქვამს. წყარო, რომელიც პოსტზე თანდართულ სქრინშია მითითებული, შესაძლო უარის შესახებ მხოლოდ ვარაუდს გამოთქვამს და 1998 წლის ინტერვიუს მანიპულაციურად ეფუძნება. ასევე მცდარია მტკიცება იმის თაობაზე, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ადამიანში დნმ-ის ცვლილებას იწვევს. 

  • პრინც ჩარლზს კორონავიურისის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთებაზე უარი არ უთვამს

ღია წყაროებში არ იძებნება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ უელსის პრინცმა ვაქცინის გაკეთებაზე უარი განაცხადა. სოციალურ ქსელში გავრელებულ ქართულ პოსტში ვხედავთ ამონარიდებს Financial-press.uk სტატიიდან, სადაც ვკითხულობთ, რომ პრინცმა შესაძლოა, უარი თქვას Pfizer-ის წარმოებულ ვაქცინაზე, რადგან სამეფო ოჯახის წევრი გენეტიკური მოდიფიკაციის წინააღმდეგია.

;

ამ ვარაუდის დასადასტურებლად გამოცემას პრინცი ჩარლზის 1998 წლის სტატია “The Seeds of Disaster” მოჰყავს. სტატიაში უელსის პრინცი გენეტიკური მოდიფიკაციით მიღებულ საკვებ პროდუქტებს აკრიტიკებს და მათ საჭიროებას ეჭვქვეშ აყენებს.

;

აღსანიშნავია, რომ Financial-press.uk გენმოდიფიცირებული პროდუქტის შესახებ სტატიის გამოქვეყნების თარიღს არ უთითებს, რაც ქმნის შთაბეჭდილებას, თითქოს ის ახლახან დაიწერა და გენეტიკური მოდიფიკაცია და კორონავირუსის ვაქცინა ერთმანეთთან კავშირშია.

მნიშვნელოვანია, რომ 1957 წელს სამეფო ოჯახის მეთაური ელიზაბეტ II ერთ-ერთი პირველი იყო ქვეყანაში, რომელმაც განაცხადა, რომ თავის შვილებს, ჩარლზსა და ანას, პოლიოს ვაქცინა გაუკეთა. კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მისაღებადაც სამეფო ოჯახი საკუთარ რიგს ელოდება, ბრიტანეთში ამჟამად მიმდინარეობს დისკუსია იმის შესახებ, უნდა მიიღონ თუ არა სამეფო ოჯახის ხნიერმა წევრებმა ვაქცინა მოსახლეობაზე უფრო ადრე, რათა სხვებისთვის მაგალითი გახდნენ, როგორც ეს 1957 წელს მოხდა.

  • კოვიდ19-ის ვაქცინა ადამიანის დნმ-ის მოდიფიცირებას არ იწვევს

საქართველოში ისევე, როგორც მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში დეზინფორმაცია იმის შესახებ, რომ კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა დნმ-იდ მოდიფიცირებას იწვევს, ადრეც ვრცელდებოდა. სინამდვილეში, ვაქცინის შექმნისას რნმ მოლეკულის გამოყენებაზე საუბრისას იგულისხმება არა პაციენტის რნმ მოლეკულა, არამედ ვირუსის გენეტიკური მასალა. კვლევების თანახმად შეუძლებელია, ვაქცინით ადამიანის ორგანიზმში შეყვანილი ვირუსის რნმ მოლეკულა ადამიანის უჯრედულ დნმ-ს შეერწყას. ინექციით მოხვედრილი რნმ ორგანიზმს საშუალებას აძლევს ვირუსის გენეტიკური მასალის წინააღმდეგ ანტისხეულები გამოიმუშაოს. თავად რნმ-ს მოლეკულა კი სწრაფად დეგრადირდება და უჯრედში მისი დაშლა ხდება.

“მითების დეტექტორი” ქართულ სოციალურ ქსელებში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შესახებ გავრცელებულ დეზინფორმაციებზე ადრეც წერდა.

  • ინფორმაციის პირველწყარო და გავრცელება საქართველოში

ქართველ ფეისბუქ მომხმარებლამდე Financial-press.uk-ის ვარაუდის არასწორი ინტერპრეტაცია მოახდინა რუსულმა ინსტაგრამ ანგარიშმა _Secret_Truth. სწორედ ამ ანგარიშის სთორის სქრინზე არსებული რუსული წარწერა აიღო Marekhi Robaqidze-მ და ქართუალდ თარგმნა.

;

ეს ინსტაგრამ ანგარიში მსოფლიოს შესახებ ალტერნატიულ შეხედულებებს გვთავაზობს, მათ შორის კორონავირუსთან დაკავშირებულ კონსპირაციის თეორიებსაც.

;

Marekhi Robaqidze-სგან პოსტი გააზიარა ჰომეოპათმა თინა თოფურიამაც, რომლის მიერ კორონავირუსის შესახებ გავერცელებული დეზინფორმაციები მითების დეტექტორმა ადრეც გადაამოწმა. თინა თოფურიას პოსტს 54 გაზიარება აქვს.


Marekhi Robaqidze-ის პოსტის არქივი
Tina Topuria-ს პოსტის არქივი


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს – შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.  

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: დიდი ბრიტანეთი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist