TV პირველმა და ანტივაქსერმა 67 წლის კაცის გარდაცვალებაზე გადაუმოწმებელი ინფორმაცია გაავრცელეს 

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

28
VIEWS

4 მაისს ტელეკომპანია პირველის ეთერში 11 საათიან საინფორმაციო გამოშვებაში 67 წლის კაცის, მიხეილ გელაშვილის გარდაცვალების შესახებ სიუჟეტი გავიდა. საინფორმაციო გამოშვების წამყვანმა სიუჟეტის წარდგენისას განაცხადა, რომ კაცის გარდაცვალების მიზეზი “სავარაუდოდ ვაქცინა გახდა”.

 

წამყვანი: “ტვ პირველს გარდაცვლილის მეზობლები უდასტურებენ, რომ მამაკამა Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა რამდენიმე დღის წინ გაიკეთა, იმუნიზაციიდან 2 დღეში კი მოულოდნელად მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა და ექიმებმა მისი გადარჩენა ვეღარ მოახერხეს”.

TV პირველის ჟურნალისტი მალხაზ მიქელაძე ჩართვაში ამატებს, რომ გარდაცვლილს ასთმა ჰქონდა. ის მეზობლებზე დაყრდნობით ამბობს, რომ AstraZeneca-ს ვაქცინით აცრის შემდეგ კაცი მდგომარეობა რამდენიმე წუთში დამძიმდა, თუმცა მედიკოსებმა მისი გადარჩენა შეძლეს, გაწერეს ბინაზე, სადაც რამდენიმე დღეში მისი მდგომარეობა დამძიმდა. ჟურნალისტს წყაროდ კვლავ მეზობლები მოჰყავს.

სიუჟეტში ჩაწერილი მეზობლებიდან ერთ-ერთი ამბობს, რომ კაცი ვაქცინიდან 4 დღის შემდეგ გარდაიცვალა, მეორე კი ამბობს, რომ ერთი კვირის შემდეგ თრომბით დაიღუპა.

სიუჟეტში ოფიციალური კომენტარი ჯანდაცვის დაწესებულებიდან კაცის გარდაცვალების მიზეზის შესახებ წარმოდგენილი არ არის.

აღნიშნულიი ინფორმაცია, თავდაპირველად სათაურით “თბილისში, ვაქცინაციის შემდეგ, 67 წლის მამაკაცი გარდაიცვალა” გამოქყვეყნდა. მოგვიანებით მასალის სათაური შემდეგნაირად შეიცვალა: “ვაქცინაციიდან ორ დღეში გარდაცვლილი 67 წლის კაცი – რა მოხდა თბილისში”. შეიცვალა მასალის ტექსტიც. თავდაპირველ ვერსიაში მეზობლებზე დაყრდნობით გარდაცვალების სავარაუდო მიზეზად ვაქცინა იყო დასახელებული. ამჟამად მასალაში წერია, რომ გარდაცვალების მიზეზი ექსპერტიზამ უნდა დაადგინოს.

მიხეილ გელაშვილის გარდაცვალების შესახებ პირველ მაისს ინფორმაცია მომხმარებელმა შორე შანიძემაც გამოაქვეყნა. ის პოსტში კატეგორიულად მოითხოვდა ვაქცინაციის შეწყვეტას, კომენტარებში კი წერდა, რომ მიაწოდეს ინფორმაცია ხაშურის სოფელ წაღვლში 70 წლის მიხეილ გელაშვილის გარდაცვალების შესახებ, რომელმაც გარდაცვალებამდე აცრა გაიკეთა.

;;

;

ინფორმაცია, რომ კაცის გარდაცვალების მიზეზი სავარაუდოდ ვაქცინა გახდა, TV პირველმა მტკიცებულების გარეშე, მხოლოდ ერთ წყაროზე (მეზობლების კომენტარები) დაყრდნობით გაავრცელა. გარდაცვალებას მტკიცებულების გარეშე უკავშირებს ვაქცინაციას შორე შანიძეც. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ წინასწარი მონაცემებით, ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. გარდაცვალების ვაქცინაციასთან კავშირს უარყოფს გარდაცვლილის ოჯახიც.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ ამ თემაზე უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა:

“,ჩვენ ვამოწმებთ ამ ინფორმაციას ბაზებით. წინასწარი ინფორმაციით, ეს არ შეესაბამება სინამდვილეს. მოგეხსენებათ, რომ დაავადებათა კონტროლის ცენტრში არის როგორც იმუნიზაციის, ასევე ლაბორატორიულად დადასტურებულთა ბაზები და დაბადება-გარდაცვალების ბაზა, ორი ადამიანის სახელი და გვარი ემთხვევა ერთმანეთს, ერთი გახლავთ აცრილი, მეორე გარდაცვლილი, მაგრამ სხვადასხვა მიზეზებია. როგორც მეუბნებიან, აცრილი გარდაცვლილი არ არის“, – თქვა მან.

TV პირველის მიერ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა გარდაცვლილის შვილიშვილმა. ის უარყოფს გარდაცვალების ვაქცინაციასთან კავშირს და წერს, რომ მიზეზი თრომბი გახდა.

;


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist