ცვლის თუ არა ვაქცინა სისხლის უჯრედების სტრუქტურას?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

37
VIEWS

7 სექტემბერს ფეისბუქ მომხმარებლებმა “ბოლო ჟამის ქრისტიანები” და დათო სალუქვაძე იდენტური ვიდეო გამოაქვეყნეს. თანდართული აღწერის მიხედვით, ვიდეოში ნაჩვენები მეცნიერი განმარტავს, თუ რა ხდება კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრილი ადამიანის სისხლში. ვიდეში ტოქსიკოლოგი არმინ კორონკაი სისხლის წითელი უჯრედების ორ ფოტოს აჩვენებს, მისი თქმით, პირველ მათგანი არავაქცინიერებულ ადამიანს ეკუთვნის, მეორე კი – ვაქცინირებულს.  მეორე ფოტოზე სისხლის უჯრედებს განსხვავებული სტრუქტურა აქვთ, კორონკაის მიხედვით, ეს სისხლის შედედებასა და ვაქცინით გამოწვეულ პათოლოგიებზე მიუთითებს. "
ინფორმაცია, რომ ვიდეოში გამოყენებული ფოტოები ვაქცინირებულთა სისხლში ვაქცინაციის შედეგად წარმოქმნილი პათოლოგიების არსებობას ადასტურებს, მტკიცებულების გარეშეა, ვინაიდან სისხლის წითელი უჯრედების ასეთი სტრუქტურა შესაძლოა სხვადასხვა მიზეზით იყოს გამოწვეული და დამატებითი გამოკვლევის გარეშე არანაირ კონკრეტულ პათოლოგიაზე არ მიუთითებდეს.

გავრცელებული ვიდეოს სრული ვერსია ფრანგულენოვან გამოცემა Ethnic Citizen-ს ეკუთვნის.  24 სექტემბერს გამოცემის ვებ-საიტზე 6 წუთიანი სიუჟეტი გამოქვეყნდა. სიუჟეტში კოროკნაის კომენტარის შემდეგ  ნახსენებია, რომ ვაქცნირებული ადამიანების სისხლში გამოწვეული უარყოფითი ცვლილებების შესახებ დასკვნა დაკვირვებებს ეფუძნება, თუმცა არსადაა დაკონკრეტებული, რამდენი ადამიანი მონაწილეობდა კონკრეტულად ამ დაკვირვებაში, რა დროის განმავლობაში მიმდინარეობა კვლევა ან სად გამოქვეყნდა მისი შედეგები. კორონკაი არ აზუსტებს არც იმას, ეკუთვნის თუ არა მის მიერ გამოყენებული სისხლის უჯრედების ფოტოები ერთ ადამიანს აცრამდე და აცრის შემდეგ.

"
კანადელი ჰემატოლოგისა და ლავალის უნივერსიტეტის მედიცინის პროფესორის ფრედერიკ ბარაბეს მიხედვით, გავრცელებულ ვიდეოში გამოყენებული სისხლის წითელი უჯრედების სურათები, რომლებსაც ვაქცინირებულ ადამიანებს მიაწერენ, არ წარმოადგენს იმის მტკიცებულებას, რაზეც ვიდეოშია საუბარი, ვინაიდან არსებობს სხვადასხვა მიზეზი, რის გამოც უჯრედებმა შესაძლოა ასეთი ფორმა მიიღონ, მათ შორის ანთება ან სისხლის დაავადება. ბარაბე განმარტავს იმასაც, რომ სისხლის წითელი უჯრედების ასეთი ფორმა კონკრეტულ პათოლოგიაზე არ მიუთითებს და ვიდეოში კოროკნაის გამოთქმული მოსაზრებებს იმის შესახებ, რომ სისხლის უჯრედების ამ მდგომარეობას კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაცია იწვევს,  არ ამტკიცებს.

  • თრომბოზი კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინების ძალიან იშვიათ გვერდით მოვლენას წარმოადგენს

კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინების ადამიანის სისხლზე უარყოფითი გავლენის შესახებ მანიპულაციური და დეზინფორმაციული მტკიცებები სოციალურ ქსელში ხშირად ვრცელდება. რეალურად, თრომბოზის განვითარების რამდენიმე შემთხვევა აცრილ ადამიანებში მართლაც დაფიქსირდა, თუმცა ამის ალბათობა ძალიან მცირეა. თრომბოციტოპენია და თრომბოზი ჯონსონ&ჯონსონის და ასტრაზენეკას ვაქცინებისთვის შეფასებულია, როგორც ძალიან იშვიათი გვერდითი მოვლენა.

ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევის მიხედვით, კოვიდ19-ის ინფექციის შედეგად თრომბოზის განვითარების რისკი ბევრად მაღალია.

ამასთანავე ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცნობით, 2021 წლის 18 აგვისტოს მონაცემებით, ჯამში გაკეთებული 346 მილიონი დოზა რნმ COVID-19 ვაქცინიდან, ვაქცინაციის შემდეგ თრომბოზის განვითარება მხოლოდ ორ შემთხვევაში გამოვლინდა.

ამასთანავე აცრილ ადამიანს სისხლის დონაცია უპრობლემოდ შეუძლია. ამისთვის ვაქცინირებული ადამიანი თავს კარგად უნდა გრძნობდეს და არანაირი სიმპტომი არ უნდა აღენიშნებოდეს. (Tramadol) ასევე მან უნდა იცოდეს, რომელი ვაქცინით არის აცრილი, რადგან სხვადასხვა ვაქცინის შემთხვევაში სისხლის დონაციამდე მოცდის დრო სხვადასხვაგვარია.

ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალები:

არმინ კოროკნაის შესახებ

ადამიანი, რომელიც ვიდეოში საუბრობს, ციურიხში მცხოვრები დოქტორი არმინ კოროკნაია. Google Scholar-ის მიხედვით, მისი ბოლო სამეცნიერო ნაშრომი მიკრობიოლოგიისა და ტოქსიკოლოგიის მიმართულებით 2002 წელს გამოქვეყნდა. 2003 წლიდან კოროკნაი კერძო კვლევით ცენტრებსა და ინსტიტუტებში მუშაობს.

კოროკნაიმ კოლეგასთან ერთად შექმნა “მენტალური თანავარსკვლავედის” კვლევის მეთოდი და მისი გამოყენებით ვორქშოფებსა და ჯგუფურ შეხვედრებს  უძღვება. შეხვედრების შესახებ ინფორმაციის მისაღებად და რეგისტრაციისთვის შექმნილ ვებ-საიტზე ვკითხულობთ, რომ კოროკნაის მეთოდი ტრადიციულ მედიცინას, კვანტურ ფიზიკასა და სულიერი განკურნების მეთოდების დამაკავშირებელი ხიდია.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist