ცვლის თუ არა ნასა ამინდს?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

120
VIEWS

21 მაისს ფეისბუქ ანგარიშმა “სამყარო სამყარო” გამოაქვეყნა ვიდეო, წარწერით “ნასა ასე ცდილობს დაბლოკოს მზის სხივების შემოსვლა დედამიწაზე”. 25 მაისისთვის პოსტს 182 გაზიარება აქვს.

 

22 მაისს იგივე ვიდეო სხვა ორ ვიდეოსთან ერთად ფეისბუქ მომხმარებელმა Zaza Chrikishvili-მა გამოაქვეყნა. ის წერს, რომ ვიდეოები ასახავს ხელოვნური ღრუბლების შექმნას, რაც მზის სხივებს აბრკოლებს და ამავდროულად ქიმიურად მძიმე ელემენტებს გვაფრქვევს. პოსტის ავტორი ვიდეოებს ალერგიული სიმტომების გართულებასაც უკავშირებს და ვაქცინებისადმი სკეპტიციზმს გამოხატავს.

;;
ფეისბუქ მომხმარებლების – “სამყარო სამყარო” და Zaza Chrikishvili – პოსტები დეზინფორმაციას შეიცავს. რეალურად, ვიდეოში არა ნასას მიერ მზის დასაბლოკად ხელოვნური ღრუბლების შექმნა, არამედ რაკეტის ძრავის გამოცდაა ასახული.

ვიდეოებში აშშ-ს მისისიპის შტატში NASA-ს კოსმოსურ ცენტში მდებარე სარაკეტო ძრავების გამოცდის სისტემაა ასახული. რაკეტის კოსმოსში გაშვებამდე ერთ-ერთი აუცილებელი ეტაპია ძრავის გამოცდა. ძრავი თხევად წყალბადს და ჟანგბადს წვავს, რის შედეგადაც წყლის ორთქლი გამოიყოფა. წარმოქმილი ღრუბელი წვიმის სახით დედამიწაზე ბრუნდება და ის წყლის ორქთლის გარდა რაიმე ქიმიურ ელემენტებს არ შეიცავს. ამ პროცესის შესახებ ვიდეო მასალა BBC-ს გადაცემა Top Gear-მა ჯერ კიდევ 2010 წელს მოამზადა. ვიდეოს სრულ ვერსიაში ახსნილია რაკეტის ძრავის გამოცდის პროცესი. ეს ვიდეო კონსპირაციის თეორიის მიმდევრებმა არაერთხელ მოიყვანეს იმის მტკიცებულებად, თითქოს ნასა ამინდის შეცვლას ცდილობს. მოგვიანებით ვიდეოს მოკლე, კონტექსტიდან ამოგლეჯილი ვერსიაც გავრცელდა, რომლის მეშვეობითაც ცდილობდნენ დაემტკიცებინათ, რომ ნასა “ღმერთის როლს თამაშობს”, ხელოვნურ ღრუბლებს ქმნის და ამინდის გაკონტროლებას ცდილობს.

2017 წელს ნასამ რაკეტის ძრავის მასშტაბური გამოცდა ჩაატარა, რასაც კონსპირაციების ახალი ტალღა მოჰყვა. ქართველი მომხმარებლების მიერ გავრცელებული ვიდეოებიც სწორედ ამ გამოცდას ასახავს. კონსპირაციების შესახებ მასალა მოამზადა Forbes-მაც, სადაც ნასას მეტეოროლოგი და მრჩეველთა საბჭოს ერთ-ერთი წევრი ხსნის, თუ რა არის ასახული რეალურად ვიდეოში და როგორ მუშაობს ნასას კოსმოსური რაკეტების ძრავები.

მსგავსი დეზინფორმაცია ინდურ სოციალურ ქსელებშიც ვრცელდებოდა, რაც The Times of India-მ გადაამოწმა.

Zaza Chrikishvili-ს მიერ გამოქვეყნებული კიდევ ორი ვიდეო თვითმფრინავების მიერ დატოვებულ კვალს ასახავს. შეთქმულების თეორია, თითქოს თვითმფრინავებიდან საშიშ ნივთიერებებს აფრქვევენ ქართულ სოციალურ ქსელებში წარსულშიც ვრცელდებოდა. ამ თემაზე ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” მიერ მომზადებული მასალა:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist