ცრიდა თუ არა კომპანია ფაიზერი პაციენტების 50%-ს პლაცებოთი?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

30
VIEWS

2021 წლის 26 აგვისტოს, Facebook გვერდმა “ბოლო ჟამის ქრისტიანები” გამოაქვყვნა ვიდეო, რომელიც ერთ-ერთი თოქ-შოუს ფრაგმენტს წარმოადგენს და გვიჩვენებს,  თუ როგორ ამბობს დოქტორი ჯეინ რუბი, თითქოს 2020 წლის დეკემბრიდან 2021 წლის მარტამდე კომპანია ფაიზერმა პაციენტების 50% პლაცებოთი აცრა. გვერდი აუდიტორიას აფრთხილებს, რომ ვინც ამ პერიოდში აიცრა და გვერდითი მოვლენები არ ჰქონია, მეტჯერ ვაქცინა აღარ გაიკეთოს.

დოქტორი ჯეინ რუბი: “ეს არის ის აღმოჩენა, რომელიც მე შეფუთვის ინსტრუქციის წაკითხვისას გავაკეთე. Ეს დეტალები აქამდე საჯარო არ ყოფილა. Მათ პირდაპირ თქვეს, რომ 2020 წლის დეკემბრიდან 2021 წლის მარტამდე ვაქცინირებული ხალხის 50%-მა პლაცებო მიიღო. Ეს აძლევს ხალხს იმედს, საუბარია მოსახლეობის 50%-ზე და ამის თქმისას სიხარულის ცრემლები მომდის, ჩვენ არ ვიცით ვინაა ის 50%, თუმცა მათ ხომ იციან ეს. “

1

ჯეინ რუბის მიერ გაკეთებული განცხადება, თითქოს ფაიზერმა 2020 წლის დეკემბრიდან 2021 წლის მარტამდე მოსახლეობის 50% პლაცებოთი აცრა, დეზინფორმაციაა. Რეალურად, ფაიზერის ვაქცინის იმ ანოტაციაში, რომელზეც ექიმი რუბი საუბრობს, ნათლად წერია, რომ პლაცებოს გამოყენება მხოლოდ კლინიკური კვლევების პერიოდში მოხდა, როდესაც ჯამში 44047 მონაწილიდან, სტანდარტულად 50%-მა პლაცებო, ხოლო დანარჩენმა ნაწილმა კი ვაქცინა მიიღო. ექიმი ჯეინ რუბი ცნობილი ამერიკელი ანტივაქსერია, რომელსაც წარსულში ვაქცინების შესახებ არაერთი დეზინფორმაცია გაუვრცელებია.

2021 წლის 24 აგვისტოს, ექიმი ჯეინ რუბი სტიუ პიტერსის შოუს სტუმრობდა, სადაც მან განაცხადა, რომ ფაიზერის მიერ ავტორიზაციის მიღების შემდგომ გამოქვეყნდა დამატებითი დოკუმენტაცია, სადაც ვაქცინების არასანდოობის შესახებ არაერთი მნიშვნელოვანი დეტალის პოვნაა შესაძლებელი. Ჯეინ რუბიმ იქვე აღნიშნა, რომ 2020 წლის დეკემბრიდან 2021 წლის მარტამდე აცრილი მოსახლეობის ნახევარმა პლაცებო მიიღო, ეს ინფორმაცია კი ფაიზერის განახლებულ დოკუმენტებში ამოიკითხა. Ეს ინფორმაცია რუბიმ საკუთარ ტელეგრამზეც გაავრცელა.

2

დოქტორი Ჯეინ რუბი: “ანოტაციაში, რომელიც მხოლოდ ავტორიზებულ პროდუქტებს ახლავს თან, მათ გაამხილეს, რომ 2020 წლის დეკემბრიდან 2021 წლის მარტამდე ხალხის 50%-მა პლაცებო მიიღო. […] თუმცაღა, მათ ვინც პლაცებო მიიღო შემდგომში დაუკავშირდნენ და “ვაქცინის” გაკეთება შესთავაზეს. თუ თქვენ ან თქვენმა საყვარელმა ადამიანებმა ეს შეტყობინება მიიღეთ, ეს ნიშნავს, რომ პლაცებო გაგიკეთეს.”

კომპანია ფაიზერმა 23 აგვისტოს, ავტორიზაციის მიღების შემდეგ, ვაქცინის თანმდევი დოკუმენტაცია ნამდვილად განაახლა, თუმცა, ახალ ვერსიაში არაფერია ნათქვამი მოსახლეობის 50%-ისთვის პლაცებოს გაკეთების შესახებ.

3

ანოტაციაში ხაზგასმულია, რომ პლაცებოს გამოყენება მხოლოდ 22021 პაციენტთან, კლინიკური კვლევების ფარგლებში მოხდა. Დოკუმენტი ასევე აღნიშნავს, რომ გადაუდებელ შემთხვევევებში გამოყენების ავტორიზაციის მინიჭების შემდგომ, კვლევის იმ მონაწილეებს, რომლებმაც პლაცებო მიიღეს კომპანია დაუკავშირდა, ინფორმაცია მიაწოდა მათი სტატუსის შესახებ და ვაქცინის გაკეთება შესთავაზა.

4

კლინიკურ კვლევებში პლაცებოს გამოყენება ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მეთოდია. Ამ შემთხვევაში კვლევაში მონაწილე ობიექტები ორ ჯგუფად იყოფა. Ერთ ნაწილს გამოსაცდელი მედიკამენტი მიეწოდება, ხოლო მეორეს კი პლაცებო. Მოცემული ფაქტორის გარდა, სხვა გარემო პირობები ორივე ჯგუფისსათვვის იდენტური რჩება, რაც საშუალებას იძლევა, ნებისმერი ცვლილება ორგანიზმში გამოსაცდელ მედიკამენტს მიეწეროს.

ჯეინ რუბის შესახებ

Დოქტორი ჯეინ რუბი თავს სამედიცინო ექსპერტად მოიხსენიებს, თუმცა Forbes-ის მიერ გამოქყევნებული სტატიის მიხედვით, მას დოქტორის ხარისხი ფსიქოლოგიაში აქვს მიღებული და არა მედიცინაში.  Იმავე სტატიაში მოყვანილია მაგალითები, თუ როგორ ავრცელებს დეზინფორმაციას რუბი ვაქცინებში გრაფენის ოქსიდის შემცველობის შესახებ. 

Გრაფენის ოქსიდის შესახებ გავრცელებულ დეზინფორმაციაზე “მითების დეტექტორი” წარსულშიც წერდა. Ვრცლად იხილეთ:

ჯეინ რუბის მიერ პირად გვერდზე გამოქვეყნებული პოსტების უმეტესობა Facebook-ის მიერ მონიშნულია ყალბ ინფორმაციად. Აღსანიშნავია ისიც, რომ მისი Twitter-ის ანგარიში COVID-19 თან დაკავშირებული დეზინფორმაციის რეგულარული გავრცელების გამო დაიბლოკა.

5

Გვერდ “ბოლო ჟამის ქრისტიანებს” ვაქცინაციის შესახებ დეზინფორმაცია არაერთხელ გაუვრცელებია. Იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალები:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist