პოლიტიკა

ტროლები სააკაშვილის წინააღმდეგ, ანუ როცა Tato=Александр Ульянов-ს, კატო= Светлана Артемчик-ს... 

2 ნოემბერი, 2021

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნების და დაპატიმრების შემდეგ მის წინააღმდეგ სოციალურ ქსელში კოორდინირებულად დეზინფორმაციის გავრცელებისა და დისკრედიტაციის რამდენიმე კამპანია გამოიკვეთა.  

  1. 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურსა და მის მომდევნო დღეს, 30-31 ოქტომბერს მიხეილ სააკაშვილის სახელით არაერთი გაყალბებული ციტატა გავრცელდა. მიხეილ სააკაშვილის ცრუ მხარდამჭერები ყალბი ფეისბუკ ანგარიშებით ტელეკომპანია “მთავარისა” და “TV პირველის” ლოგოების გამოსახულებით სქრინებს ყალბ მხარდამჭერ ჯგუფებში ავრცელებდნენ და ამტკიცებდნენ, რომ სააკაშვილსა და ნაციონალური მოძრაობის სხვა წევრებს შორის დაპირისპირება არსებობდა, ექსპრეზიდენტი მხარდამჭერებს არა არჩევნებზე წასვლისკენ, არამედ გლდანის ციხესთან შეკრებისკენ მოუწოდოდებდა, შემდეგ კი არჩევნებში დამარცხებაში ნიკა მელიას სდებდა ბრალს
  2. ყველაზე ფართოდ, 28 000 თურქეთის მოქალაქისთვის სააკაშვილის მიერ საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების შესახებ მცდარი ინფორმაცია ვრცელდებოდა, რომელიც წლებია დეზინფორმაციული კამპანიის ნაწილია. რეალურად, 2004-2018 წლებში საქართველოს მოქალაქეობა სულ თურქეთის 3 050 მოქალაქეს მიენიჭა, აქედან 2886-ს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროს.
  3. 14 ოქტომბერს  თბილისში თავისუფლების მოედანზე სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით გამართული აქციის პარალელურად სახელისუფლებო გვერდებზე ვრცელდებოდა  სარიტუალო მანქანის ფოტო მიხეილ სააკაშვილის სურათით, რომელიც ამტკიცებდა, რომ ის სააკაშვილის მომხრეების მსვლელობას ასახავდა. რეალურად, ფოტო 2016 წლის 6 ოქტომბერსა არის გადაღებული. ის აშშ-ს საელჩოსთან ტრისტან წითელაშვილის მოქალაქეთა მოძრაობა “ჩვენი სამშობლოს”  მიერ მიხეილ სააკაშვილის იმიტირებულ დაკრძალვას ასახავს.

“მითების დეტექტორმა” ჯამში მადისკრედიტირებელ კამპანიაში ჩართული 32 ფეისბუკ ანგარიში, 17 გვერდი და  29 საჯარო ჯგუფი გამოავლინა, რომელთა პოსტებიც 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების პერიოდში ვრცელდებოდა:

ტროლები

სხვა ფეისბუკ ანგარიშები

დეზინფორმაციის გამავრცელებელი ყალბი ანგარიშები
 

ყალბი ანგარიში

ვის იდენტობას იპარავს?

1. Tabidze Tato
"

პროფილის ბმულში მითითებულია სახელი Puplic.Enemie, იპარავს Vkontakte.ru-ს მომხმარებლის, Александр Ульянов-ის იდენტობას. ამჟამად ანგარიში ხელმისაწვდომი არ არის.
"
 

2. David gelashvili
"

იპარავს უნგრეთის ოპერის საბალეტო დასის წევრის, ვლადისლავ მელნიკის იდენტობას. მოწონებული აქვს
ქართული ოცნების” მხარდამჭერი და მმართველი პარტიის ოპონენტების მადისკრედიტირებელი გვერდები.
"

3. Thomas Christo
"

ახლადშექმნილი ანგარიში მალავს იდენტობას, არ აზიარებს პირად ფოტოებსა და ინფორმაციას. მის მიერ მოწონებული 2 ფეისბუკ-გვერდიდან ერთ-ერთი “სიმართლის დროა”, რომელიც “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მოწინააღმდეგე და “ქართული ოცნების” მხარდამჭერია.
"

4.Kato Barbakadze
"

იპარავს Vkontakte.ru-ს მომხმარებლის, Светлана Артемчик-ის იდენტობას. მოწონებული აქვს “ქართული ოცნების” ოპონენტების წინააღმდეგ შექმნილი გვერდები:ძალა სიმართლეშია, Informer, Provocateurs, სიმართლის დროა, რომელთა პოსტებსაც აზიარებს.
"

5. მალხაზი გოგოხია
"

 

იპარავს Vkontakte.ru-ს მომხმარებლის Виталий Минин-ის იდენტობას.
თავიდან მოწონებული აქვს “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერი შემდეგ კი “ნაციონალური მოძრაობისა” და “ქართული ოცნების” ოპონენტების  მადისკრედიტირებელი გვერდები:ძალა სიმართლეშია, Informer, Provocateurs, სიმართლის დროა ერთმანეთის მიყოლებით აქვს მოწონებული.
"

6.Ирма Абашидзе
"

იპარავს BigBookName.com-ზე რეგისტრირებული მომხმარებლის  Valeriya Goginashvili-Smolnikova-ს იდენტობას.  მოწონებული აქვს “ნაციონალური მოძრაობის” და “ქართული ოცნების” სხვა ოპონენტების მადისკრედიტირებელი გვერდები:ძალა სიმართლეშია, Informer, Provocateurs, სიმართლის დროა.
"

7. ზაზა სვანიძე
"

იპარავს Instagram-ის მომხმარებლის, Дмитрий Деревнин-ის იდენტობას  მოწონებული აქვს “ქართული ოცნების” საწინაღმდეგოდ შექმნილი ფეისბუკ გვერდები სიმართლის დროა, Informer
"

8.Archil Zedginidze
"

იპარავს Vkontakte.ru-ს მომხმარებლის, Александр Гвинский-ს იდენტობას. მოწონებული აქვს ნაციონალური მოძრაობის მადისკრედიტირებელი გვერდები:ძალა სიმართლეშია, Informer, Provocateurs, სიმართლის დროა, რომელთა პოსტებსაც აზიარებს პირად ანგარიშზე

"

9. გლახუნა ავშანისძე

"

პროფილის ბმულში მითითებულია სახელი sopiko.getsadze
"

10. თორ ნიკე
"

მალავს იდენტობას, ფეისბუკ ჯგუფში “ვიკიპედია”,  რომლის ადმინისტრატორიც თავადაა, მიხეილ სააკაშვილისა და “ნაციონალური მოძრაობის” მადისკრედიტირებელ პოსტებს ავრცელებს.

დეზინფორმაციის გამავრცელებელი ფეისბუკ გვერდები

ხელისუფლების მხარდამჭერი 

ოპონენტების მადისკრედიტი
რებელი 

ულტრა
ნაციონა
ლისტური

გასართობი 

სახელისუფლებო სარდაქიო პოლიტიკის მედია

სხვადასხვა

ლიდერი 41

პოლიტიკურად გიჟები

სიმართლე

რეალობა

“სეზონი ტვ”

საქართველოს სამეფო

მის დეკოლტე 2018

ნაცი კლავს

ეროვნული ტელევიზია

 

რეზონანსნიუსი

ქართული ყირამალა

       

მარშალ პრეს

 
       

Marshal Press 

 
       

Marshalpress.ge

 
       

საერთო გაზეთი

 
       

თქვენთვის საინტერესო ツ

 
       

FunTube

 

ფეისბუკ ჯგუფები, რომლებშიც დეზინფორმაციის შემცველი პოსტები ვრცელდებოდა

ხელისუფლების მხარდამჭერი და ოპოზიციის მადისკრედიტირებელი

“პატრიოტთა ალიანსის” მხარდამჭერი, პრორუსული

ნაციონალისტური ჯგუფები

სხვადასხვა

თავისუფლება პრეზიდენტ სააკაშვილს / Freedom to President Saakashvili

პატრიოტთა ალიანსის მხარდამჭერები ! ! !

ქართველი კონსერვატორები

ჩვენი ზესტაფონი

პროტესტი! Protest! Протест!(3-ჯერ)

ქვეყნის მტრების წინააღმდეგ

ეროვნება ქართველი✊🏻🇬🇪

ქართველთა ნამდვილი ისტორია

41-კვლავ ხალხის სამსახურში

სიმართლის გზა (2-ჯერ)

დავიცვათ ჩვენი ერი, მამული და სარწმუნოება.

არჩევნები 2020 - სადისკუსიო ჯგუფი

პარტია ქართული ოცნება

საქართველოს პატრიოტთა ალიანსის მხარდამჭერთა ჯგუფი

40 - ქართველ ნაციონალისტთა ერთობა - გაიოზ მამალაძე 

<3 ემიგრანტები <3

წინ საქართველო უკეთესი მომავლისაკენ !!!

გონიერი საქართველო 

 

🇬🇪ქართველები ისრაელში🇮🇱,

''მოქალაქე’’ არასამთავრობო ორგანიზაცია (2-ჯერ)

ჭიათურა-საჩხერე-ხარაგაულის პატრიოტები

 

წარმატებული ქართველები ამერიკაში. Successful Georgians In America”

ბიძინა ივანიშვილი - დადებითი და უარყოფითი. Bidzina Ivanishvili - positive a

ქართველთა მსოფლიო ცენტრი Georgians World Center Всемирный центр грузин Gürc
 

   

,,2012" ერთად ავიხდინოთ ქართული ოცნება !!!!!!!!
 

     

კახა კალაძე თბილისის მერი (2-ჯერ)

     

ჭეშმარიტად ქართული სული 

     

ვიკიპედია

     

ბათუმი • 41 💫

     

მიხეილ სააკაშვილის ცრუ მხარდამჭერები ყოფილი პრეზიდენტისა და “ნაციონალური მოძრაობის” დისკრედიტაციის კამპანიაში

2021 წლის 30 და 31 ოქტომბერს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის განმავლობაში და მის მომდევნო დღეს, ფეისბუკ ჯგუფში თავისუფლება პრეზიდენტ სააკაშვილს / Freedom to President Saakashvili  ყოფილი პრეზიდენტის ცრუ მხარდამჭერი ყალბი ანგარიში Tabidze Tato ტელეკომპანია “მთავარისა” და “TV პირველის” ლოგოების გამოსახულებით სააკაშვილის გაყალბებულ ციტატებს ავრცელებდა. Tabidze Tato-ს მტკიცებით, სააკაშვილი “ნაციონალური მოძრაობის” სხვა წევრებთან იყო დაპირისპირებული და მხარდამჭერებს არა არჩევნებზე წასვლისკენ, არამედ გლდანის ციხესთან შეკრებისკენ მოუწოდებდა. არჩევნების მეორე დღეს გავრცელებული სქრინების თანახმად, ყოფილი პრეზიდენტი “ნაციონალური მოძრაობის” მარცხში ნიკა მელიას ბრალს ხედავდა. იდენტური პოსტებს Tabidze Tato-ს გარდა კიდევ სხვა ორი ყალბი ანგარიში ( Thomas Christo, David Gelashvili) საკუთარ პროფილზეც აქვეყნებდნენ. 

 


აღსანიშნავია, რომ ფეისბუკ მომხმარებელი Tabidze Tato, რომლის პროფილის ბმულში სახელი Puplic.Enemien იყო მითითებული, Vkontakte.ru-ს მომხმარებლის Александр Ульянов-ის იდენტობას იპარავდა. ფეისბუკ ანგარიშს სანდოობის შესაძენად “ნაციონალური მოძრაობის” წევრები და მხარდამჭერები ჰყავდა მეგობრებში დამატებებული და მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ პოსტებს აქვეყნებდა.  Tabidze Tato ასევე მართავდა ფეისბუკ ჯგუფს “თავისუფლება პრეზიდენტ სააკაშვილს  / Freedom to President Saakashvili”, რომელიც 2020 წლის 9 თებერვალს სახელწოდებით “ლიდერები მიხეილ სააკაშვილთან ალიანსში” შეიქმნა, 2021 წლის 10 ოქტომბრიდან კი დღევანდელ სახელწოდებას ატარებს. ჯგუფის ადმინისტრატორმა, ყალბმა ანგარიშმა Tabidze Tato-მ  სააკაშვილის მხარდამჭერის სახელით 30 ოქტომბერს ამ ჯგუფში მიხეილ სააკაშვილისა და სანდრა რულოვსის ყალბი ციტატები და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ მიმართული დეზინფორმაცია გაავრცელა. ამავე ანგარიშმა 13 ოქტომბერს, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭრი აქციის წინა დღეს, სააკაშვილისა და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” საწინააღმდეგო ფოტო და წარწერებიც გამოაქვეყნა.
"
რაც შეეხება ფეისბუკ ანგარიშს David Gelashvili, რომელის Tabidze Tato-ს იდენტურ სქრინებს ავრცელებდა,  ვლადისლავ მელნიკის იდენტობას იპარავს, რომელიც 2015 წლიდან უნგრეთის სახელმწიფო ოპერის დასის წევრი იყო. Thomas Christo-ს პროფილი კი ახლადშექმნილია და ანგარიში მაიდენტიფიცირებელ ინფორმაციას არ ავრცელებს.

"
ამ ანგარიშების გარდა “მითების დეტექტორმა კიდევ 5 ყალბი პროფილი ( Kato Barbakadze, მალხაზი გოგოხია, Ирма Абашидзе, ზაზა სვანიძე, Archil Zedginidze) გამოავლინა, რომლებიც სხვადასხვა სოციალურ ქსელში რეგისტრირებული მომხმარებლების ( Светлана Артемчик-ის, Виталий Минин-ის, Valeriya Goginashvili-Smolnikova-ს,Дмитрий Деревнин-ის, Александр Гвинский-ის) იდენტობებს იპარავენ. ეს ანგარიშები ფეისბუკ გვერდის “ძალა სიმართლეშიას” მიერ გამოქვეყნებულ ცრუ ინფორმაციას სხვადასხვა საჯარო ჯგუფში, მათ შორის “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერების ჯგუფში ავრცელებდენ. ამ ინფორმაციის მიხედვით, ციხეში მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად საქართველოში პროფესორ ჯონათან სინსის ხელმძღვანელობით ჰოპკინსის უნივერსიტეტის ექიმთა გუნდი ჩამოდიოდა. 

 


ზემოაღნიშნულ ყალბ პროფილებს ერთმანეთის მიყოლებით მოწონებული აქვთ “ქართული ოცნების” ოპონენტების მადისკრედიტირებელი გვერდები:ძალა სიმართლეშია, Informer, Provocateurs, სიმართლის დროა. ეს პროფილები ამავე გვერდებიდან ავრცელებენ პოსტებს, რაც ამ გვერდების ერთმანეთთან კავშირსა და ასევე მათ საერთო ხელწერაზე: “ტვ პირველისა” და ტელეკომპანია მთავარის” ლოგოებით ინფორმაციის გაყალბების მცდელობაზე მეტყველებს.

ყალბი ანგარიშების მიერ მოწონებული გვერდები

 


ყალბი ანგარიშების მიერ გაზიარებული პოსტები

 


ვინ გაავრცელა 2016 წელს გადაღებული საპრიოტესტო პერფორმანსის ფოტო ყალბი აღწერით?

14 ოქტომბერს თბილისში თავისუფლების მოედანზე მიხეილ სააკაშვილის თავისუფლების მოთხოვნით გამართული აქციის პარალელურად “ქართული ოცნების” მხარდამჭერმა გვერდმა “ლიდერი 41” გამოაქვეყნა ფოტო, რომელზედაც სარიტუალო მანქანა და  მიხეილ სააკაშვილის ფოტო იყო ასახული. იდენტური ფოტო ამავე დღეს “სეზონი ტვ”-ის ფეისბუკ გვერდზეც გამოქვეყნდა.
"
15 ოქტომბერს სარიტუალო მანქანისა და მიხეილ სააკაშვილის ფოტო ფეისბუკ გვერდზე “მის დეკოლტე 2018” გავრცელდა. პოსტის მონიშვნიდან რამდენიმე საათში მცდარი ინფორმაცია გვერდიდან წაიშალა. 

"

გვერდი Pos TV-ისა და მის წამყვან ნინო ადამაშვილთან არის დაკავშირებული და შალვა რამიშვილის გადაცემებიდან ამონარიდების გარდა ხელისუფლების მხარდამჭერ პოსტებსაც ავრცელებს.
"
ინფორმაცია, თითქოს ნაციონალური მოძრაობის გორელი აქტივისტი 14 ოქტომბერს სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე “მიშას სურათით დამშვენებული კატაფალკით” მივიდა, 15 ოქტომბერს კოოორდინირებულად შემდეგმა საინფორმაციო მედიებმა  resonancedaily.com, MPN.GE და გაზეთ “რეზონანსთან” ( თქვენთვის საინტერესო ツ,  FunTube,  რეზონანსნიუსი), ასევე სააგენტო “მარშალპრესთან” ( მარშალ პრეს,  Marshal Press, Marshalpress.ge) დაკავშირებულმა ფეისბუკ გვერდებმა გაავრცელეს. 

"
14 ოქტომბერს იდენტური პოსტი “მარშალპრესის” რედაქტორის, ოთო სტეფანიშვილის ფეისბუკ პროფილზეც გამოქვეყნდა. სტეფანიშვილმა ამავე დღეს  “მარშალპრესის” მასალა საჯარო ჯგუფ ქართველთა მსოფლიო ცენტრი Georgians World Center Всемирный центр грузин Gürc გაავრცელა.
"
აღსანიშნავია, რომ 2019 წელს იდენტურ ფოტოს წარწერით “დღეს დაკრძალეს მიჰა…” ფეისბუქ გვერდი “ნაცი კლავს” ავრცელებდა. 2016 წლის ნოემბერში კი საინფორმაციო სააგენტო “საქინფორმმა” მიხეილ სააკაშვილის განცხადებას არჩევნების მეორე ტურის შესახებ ტრისტან წითელაშვილის აქცია-პერფორმანსზე გადაღებული ფოტო დაურთო.
"
ვინ და როდის ავრცელლებდა მცდარ ინფორმაციას სააკაშვილის მიერ 28 000 თურქეთის მოქალაქისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების შესახებ?

28 000 თურქეთის მოქალაქისთვის სააკაშვილის მიერ საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების შესახებ მცდარი ინფორმაცია 2021-2020 წლებში პერიოდულად ვრცელდებოდა, თუმცა მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებისა და დაკავების შემდეგ დეზინფორმაციამ კამპანიური ხასიათი შეიძინა. სააკაშვილის მხარდამჭერი აქციის გამართვამდე ექსპრეზიდენტის ბრალეულობის შესახებ მტკიცებებს, დისკრედიტაციის მიზნით, მისი სასაზღვრო ჯარში მსახურობის დროს გადაღებული ფოტო ერთვოდა.

12 ოქტომბერს დეზინფორმაციის შემცველი პოსტი ფეისბუკ მომხმარებელმა ზვიადი წაქაძემ და გიორგი ჯანაშვილმა ჯგუფებში ქართველი კონსერვატორები და  ეროვნება ქართველი✊🏻🇬🇪  გაავრცელეს.   თანდართულ ფოტოზე სააკაშვილი სამხედრო სავალდებულო სამსახურში ყოფნის დროსაა ასახული.
"
13 ოქტომბერს დეზინფორმაციის შემცელი პოსტი იდენტური ტექსტითა და ფოტოთი ბექა ანჯაფარიძე-ის ფეისბუკ ანგარიშზე გამოქვეყნდა, რომელიც  გვერდებმა  “სიმართლე” და “ეროვნული ტელევიზია” კოორდინირებულად, დადებიდან ერთ წუთში გააზიარეს.""
აღსანიშნავია, რომ იგივე ტექსტი, თუმცა განსხვავებული ფოტოთი ბექა ანჯაფარიძემ 2020 წლის ნოემბერშიც გამოაქვეყნა, რომელიც შემდეგ ჯგუფებში გაზიარდა: კახა კალაძე თბილისის მერი, 🇬🇪ქართველები ისრაელში🇮🇱
"

"
იდენტური პოსტი 13 ოქტომბერის ფეისბუკ მომხმარებლების Ele Na -სა ანასტასია დოლაბერიძე-ის პირად ანგარიშზებზეც გამოქვეყნდა. აღსანიშნავია, რომ ანასტასია დოლაბერიძეს სამუშაო ადგილად საქართველოს მთავრობა, წარსულში კი “ქართული ოცნება - წყალტუბო” აქვს მითითებული.
"

"
სააკაშვილის მიერ თურქეთის მოქალაქეებისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების შესახებ დეზინფორმაციის შემცველი პოსტი 15 ოქტომბერს ფეისბუკ გვერდმა ქართული ყირამალა გაავრცელა. ამავე დღეს იდენტური პოსტი ანა ჭანკოტაძე-ისა და Liza Kiria-ს ფეისბუკ ანგარიშზებზეც გამოქვეყნდა. 

"

13 ოქტომბერს დეზინფორმაციის შემცველი პოსტი “ქართული ოცნების” მხარდამჭერმა ფეისბუკ გვერდმა “ლიდერი 41” გამოაქვეყნა. ამავე დღეს იდენტური ინფორმაცია ფეისბუკ გვერდ “პოლიტიკურად გიჟებიგამოქვეყნდა, რომელიც შემდეგ საჯარო ჯგუფში მოქალაქე გავრცელდა. აღსანიშნავია, რომ  ფეისბუკ გვერდი “პოლიტიკურად გიჟები” 2021 წლის 12 ივლისს არის შექმნილი.
"
"
იდენტური პოსტი ლიდერი 41-ს 2020 წლის ნოემბერშიც ჰქონდა გამოქვეყნებული, რომელიც ჯგუფში მოქალაქე გაზიარდა.
"
მიხეილ სააკაშვილის მიერ 28 000 თურქეთის მოქალაქისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების შესახებ მცდარი ინფორმაცია 4 ოქტომბრიდან 18 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში არაერთმა ანგარიშმა ( Nino Kharbedia, Kote badurashvil,  ხათუნა ხოფერია, Tamuna Diasamidze, Eka mchedlishvili, Shota kharabadze, Shalva Eliozishvili, Bella Khubulova, თამარ გაგოშიძე, დინა მირცხულავა) გამოაქვეყნა, რომელიც შემდეგ ფეისბუკ ჯგუფებში (“ვიკიპედია”, პროტესტი! Protest! Протест!, ბათუმი • 41 💫, დავიცვათ ჩვენი ერი, მამული და სარწმუნოება, 41-კვლავ ხალხის სამსახურში, ჭეშმარიტად ქართული სული,პატრიოტთა ალიანსის მხარდამჭერები ! ! !, ქვეყნის მტრების წინააღმდეგ,  “სიმართლის გზა”, საქართველოს პატრიოტთა ალიანსის მხარდამჭერთა ჯგუფი, გონიერი საქართველო, ჭიათურა-საჩხერე-ხარაგაულის პატრიოტები, არჩევნები 2020 - სადისკუსიო ჯგუფი, <3 ემიგრანტები <3,ჩვენი ზესტაფონი ქართველთა ნამდვილი ისტორია) გავრცელდა. ფეისბუკ ანგარიშებს შორის  “პატრიოტთა ალიანსის” მხარდამჭერი და Tvalsazrisi.ge-ის ავტორი, ირაკლი ჯანყარაშვილიდაფიქსირდა

ფეისბუკ ანგარიშები

 

ფეისბუკ ჯგუფები
 

 


მცდარი ინფორმაცია სოციალურ ქსელში 2021 წლის  ზამთარში, გაზაფხულსა და ზაფხულშიც ვრცელდებოდა.

2021 წელს სხვადასხვა დროს მცდარი ინფორმაცია არაერთი ფეისბუკ გვერდის ( რეალობა  საქართველოს სამეფო) ფეისბუკ პროფილისა( Mzia Gobechia, თამაზ სულაძე, Koba Gelashvili, Zura Varshanidzeეთერ ბოლქვაძე-ჯორთმენაძემ ,მანჩო გიორგობიანი  და ჯგუფის ( პარტია ქართული ოცნება, პროტესტი! Protest! Протест!, წინ საქარათველო უკეთესი მომავლისაკენ !!!. “მოქალაქე”, ''მოქალაქე’’ არასამთავრობო ორგანიზაცია,,სიმართლის გზა",“წარმატებული ქართველები ამერიკაში. Successful Georgians In America”,  40 - ქართველ ნაციონალისტთა ერთობა - გაიოზ მამალაძე)საშუალებით გავრცელდა.

ფესიბუკ გვერდები
"

ფეისბუკ ანგარიშები

 


ფეისბუკ ჯგუფები

 


2020 წელი
28 000 თურქეთის მოქალაქესათვის 1 დღეში საქართველოს მოქალაქეობის მიცემის შესახებ დეზინფორმაციის შემცველი პოსტი 2020 წელსაც ვრცელდებოდა. მაგალითად, 16 ნოემბერს ფეისბუკ მომხმარებელმა  გლახუნა ავშანისძემ გამოაქვეყნა, რომელსაც პროფილის ბმულში განსხვავებული სახელი - sopiko.getsadze აქვს  მითითებული.

"

2020 წლის ნოემბერში პოსტი ფეისბუკ მომხმარებელებმა ლალი კიკნაველიძემ და თორ ნიკე-მ ჯგუფებში: ბიძინა ივანიშვილი - დადებითი და უარყოფითი. Bidzina Ivanishvili - positive a, ,,2012" ერთად ავიხდინოთ ქართული ოცნება !!!!!!!! კახა კალაძე თბილისის მერი გაავრცელეს.

"

"

2020 წლის 19 ნოემბერს იდენტური ინფორმაცია “სააკაშვილის დანაშაულების” შესახებ საერთო გაზეთის ფეისბუკ გვერდზე გავრცელდა
"


მოამზადა ანი ქისტაურმა