თქვა თუ არა ნიკა მელიამ, რომ არჩევნები არ ყალბდება?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

34
VIEWS

29 სექტემბერს ფეისბუქ მომხმარებელმა თამარ ჯანელიძემ გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც მოყვანილია ფრაგმენტი ამავე დღეს ოპოზიციური პარტიების მიერ გამართული ბრიფინგიდან. ნაწყვეტში თბილისის მერის პოსტზე ოპოზიციური პარტიების ნაწილის საერთო კანდიდატი, პარტია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ნიკა მელია ამბობს:

ნიკა მელია: “ყველანი ერთად საარჩევნო უბნებზე და უბნებთან და ვერანაირი ძალა, უხილავიც, ვერ გაბედავს არჩევანი წაგართვას. არ ყალბდება ხალხო ქვეყანაში, არ ყალბდება არჩევნები იმ სხვაობით, იმ პროცენტით, რომ ივანიშვილმა შეძლოს გამარჯვება გაიფორმოს”.

ვიდეოს თან ახლავს აღწერა “ეე ბიჭო, ძლივს არ თქვა სიმართლე”.

1

ნიკა მელიას კომენტარის ფრაგმენტი კონტექსტის გარეშე ვრცელდება. ჟურნალისტის კითხვაზე მელიას სრული პასუხიდან ჩანს, რომ მელია არჩევნების გაყალბებას არ გამორიცხავს, თუმცა ის ეყრდნობა წინასაარჩევნო გამოკითხვებს და ამის საფუძველზე მიაჩნია, რომ “ქართულ ოცნებას” გამარჯვებისათვის მასშტაბური გაყალბება მოუწევს, რის საშუალებასაც მათ არ მისცემენ.

29 სექტემბერს გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებმა, ნიკა მელიამ, ელენე ხოშტარიამ და ზურაბ ჯაფარიძემ ტელევიზიებთან ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს. ტელეკომპანია ფორმულას ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რატომ უნდა იყოს ოპოზიციური პარტიების ამომრჩევლისთვის საწრმუნო, რომ მათ ხმებს ბოლომდე დაიცავენ და მათ პროტესტს, არჩევნების გაყალბების შემთხვევაში ბოლომდე მიიყვანენ იმ ფონზე, როდესაც ოპოზიციამ საპარლამენტო არჩევნების გაყალბების ბრალდებით ბოიკოტი გამოაცხადა, თუმცა მოგვიანებით ოპოზიციური პარტიების ნაწილი პარლამენტში შევიდა, ნიკა მელიამ უპასუხა, რომ წინასაარჩევნო გამოკითხვებზე დაყრდნობით “ქართულ ოცნებას” 2021 წლის არჩევნებში გასამარჯვებლად მასშტაბური გაყალბება დასჭირდება, რის საშუალებასაც მათ არ მისცემენ:

ნიკა მელია: “წაუცდებათ ხელი არჩევნების გაყალბებისკენ? ჩვენ იქ ვიქნებით, რომ ეს ყველაფერი დავაფიქსიროთ. მაგრამ, იმისათვის, რომ ეს ვერ გაბედონ, მარტივია გამოსავალი, მოძებნილია ეს გამოსავალი – ყველანი ერთად საარჩევნო უბნებზე და უბნებთან და ვერანაირი ძალა, უხილავიც, ვერ გაბედავს არჩევანი წაგართვას. არ ყალბდება ხალხო ქვეყანაში, არ ყალბდება არჩევნები იმ სხვაობით, იმ პროცენტით, რომ ივანიშვილმა შეძლოს გამარჯვება გაიფორმოს, გაყალბებითაც და ძალადობითაც. ამაზე მეტყველებს სოციოლოგიური კვლევებიც. არ ყალბდება უბრალოდ, მაშინ პირდაპირ უნდა ყველანი ჩვენ დავრჩეთ სახლებში, მივუშვათ ეს ადამიანები საარჩევნო უბნებთან და ბღუჯა-ბღუჯა ტენონ საარჩევნო ყუთებში ის ბიულეტენები. ამას ხომ არავინ არ დავუშვებთ”.

აღსანიშნავია, რომ პოსტის ავტორს პროფილის ფოტოზე გამოყენებული აქვს “ქართული ოცნების” მხარდამჭერი ჩარჩო, ხოლო ამჟამინდელ სამუშაო ადგილად საქართველოს პარლამენტი აქვს მითითებული.

2


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: კონტექსტის გარეშე
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist